ძალიან კარგია რომ ახალი რუმი გაიხსნა და ამ თემაზე ქილიკი უადგილო მგონია. ისე კი პოკერსტარის სახელის გამოყენება ცოტა დიშოვი და მოკლევადიანი მარკეტინგული ხერხი მგონია, მაგრამ არაუშავს ამას ავიტან
მესმის რო ახალი გახსნილები ხართ და ყველაფერი რიგზე ვერ იქნება, მაგრამ იმედი მაქვს აბდეიტები მალმალე იქნება. თუ ასეთი სოფტის დატოვებას აპირებთ მაშინ აქ თამაში არაკომფორტული იქნება. გარკვეული დროით ავიტან და მერე აღარ. - ისიც მახსოვს ევროპა და აჭარა რას გავდნენ როცა გაიხსნენ - ნუ აჭარა ისევ იმას გავს. კარგი იქნება თუ გაქაჩავთ და მესამე ძლიერი რუმი შემოვა ბაზარზე. იმიტომ რომ დროა ევროპა - აჭარამ საკუთარ თავხედურ დამოკიდებულებას გადახედოს მომხმარებლების მიმართ.
ეხლა რამდენიმე პრობლემა რაც ეგრევე თვალში მომხვდა. მოთამაშეებს ვერ ვმეტკავ, ფერით დამეტკვა მჭირდება. მაგიდაზე ფულის დამატება რთულად ხდება, უფრო მარტივად რო იყოს კარგი იქნებოდა. მაგიდებს რო ვაპატარავებ გაფართოების ხარისხი ფუჭდება, ცვეტების გარჩევა ჭირს, ოთხფერიანი კარტი რო იყოს ამას ავიტანდი მაგრამ ორფერიან კარტში პრობლემა მექმნება და მულტიტეიბლინგის დროს მეტი პრობლემა შემექმნება. ტურნირის დროს როცა ბლაინდი იცვლება და შესაბამისი წარწერა გამოდის, ბორდზე ამოსულ კარტებს ეფარება და დისკომფორტს მიქმნის. მაგიდის შექმნას საერთოდ ვერ მივაგენი. ყოველ ჯერზე ფილტრის თავიდან დაყენება მიწევს.
მოკლედ ეს არის პირველადი შენიშვნები რაც ეგრევე გამიჩდა. ზოგადად კი წარმატებებს გისურვებთ.