PokerStarsGe----------------------
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ტეხასური ჰოლდ'ემი სპეციფიკა
თამაშის სტადიები
თითოეული თამაში იყოფა 4 რაუნდად, ბლაინდებიდან შექმნილი საწყისი ბანკით. პირველი მოთამაშე, რომელიც ჯდება მაგიდასთან ხდება დილერი და ენიჭება მრგვალი დისკი( დილერის დოლი). თამაში მიმდინარეობს საათის ისრის მიმართულებით, იმ მოთამაშიდან, რომელიც დილერის გვერდით ზის.
თუ მოთამაშეები მაგიდასთან სხდებიან ერთდროულად, როგორც ტურნირებში, ამ დროს თითოეული მოთამაშე იღებს ერთ კარტს და მოთამაშე რომელიც ყველაზე მაღალ კარტს მიიღებს ის ხდება კარტის დამრიგებელი ანუ დილერი. დილერის დოლი მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით მოთამაშიდან მოთამაშეზე თითოეულ ხელში.
ოლინი
როცა მოთამაშეს დაუმთავრდება ჩიპები, მას არ მოეთხოვება მაშინვე გავიდეს თამაშიდან, მას შეუძლია შევიდეს "ოლინში" ანუ ჩამოვიდეს დარჩენილი ჩიპები. თუ ეს მოხდება ბანკი გაიყოფა მთავარ და ცალკე ბანკად ყველა მომდევნო ფსონებით.
როცა მოთამაშე, რომელიც "ოლინ"-ს შევა ვერ მოიგებს, მოგებული მიიღებს ყველა ჩიპს ( ორივე მთავარ და ცალკე ბანკს).
როცა მოთამაშე, რომელიც "ოლინ"-ში შევა მოიგებს, ის მიიღებს მთავარ ბანკს, მაგრამ გვერდითი ბანკი გადაეცემა მოთამაშეს, რომელიც მეორე "ადგილზე გავა".
როცა რამოდენიმე მოთამაშე შევა "ოლინ"-ში, შეიქმნება რამოდენიმე ცალკეული ბანკი. თუ მოთამაშე, რომელმაც მიიღო "ოლინი"-ს ყველა ბეტი არ შევა "ოლინ"-ს და ექნება ყველაზე მაღალი კარტების კომბინაცია გახსნისას, ის მიიღებს მთავარ და ცალკეულ ბანკს.
როცა მოთამაშეს, რომელიც უკვე იყო "ოლინ"-ში, ეყოლება საუკეთესო კომბინაცია, ის მოიგებს იმ ბანკს, რომელიც მის "ოლინ"-ში შესვლამდე შეიქმნა.
ყველა "ოლინ"-ის მოთამაშე, რომელსაც მაღალი კარტის კომბინაცია ექნება, შეუძლია მოიგოს მხოლოდ ის ბანკი, რომელზეც მას შენატანი აქვს.
ფლოპი
მაგიდის შუაში დარიგებულ ამოტრიალებულ სამ საერთო კარტს ქვია ფლოპი. საერთო კარტები შეუძლიათ გამოიყენონ მოთამაშეებმა მათი კომბინაციების შესაქმნელად. როდესაც კარტები დარიგდება პირველი იწყებს სმოლ ბლაინდი (ის ითამაშებს პირველი დანარჩენ რაუნდებშიც და თუკი ის დაყრის კარტს მაშინ დილერის მარცხნივ აღმოჩენილი მოთამაშე გახდება პირველი). ამ მოთამაშეს შეუძლია დაიძახოს ჩეკი ან შევიდეს ფსონს. ქმედება მიდის მაგიდის გარშემო სანამ ყველა მოთამაშე არ მიიღებს შანსს გაათანაბროს ფსონი, გაზარდოს ან დაყაროს კარტი. როდესაც ფსონი არის შესული ან გაზრდილი, ყველა მოთამაშე ვალდებულია გაუთანაბროს იმ ფსონს ან დაყაროს კარტი რათა გაგრძელდეს თამაში.
ყველა რაუნდში სადაც ვინმე შედის ფსონს ან ზრდის მას და არავინ არ ათანაბრებს ამ ფსონს, მოთამაშე იგებს პოტს და ხელი მთავრდება.
თერნი
თერნი არის მეოთხე საერთო კარტი რომელიც ამოტრიალებული რიგდება, პირველი სამი კარტის მარჯვნივ. ფსონების შესვლის მესამე რაუნდი იწყება და იგივე ფორმატით გრძელდება რაც ფლოპი. ფსონები ეხლა არის გაორმაგებული. ამის შემდეგ ქმედება გრძელდება მაგიდის გარშემო მანამ სანამ ყველა მოთამაშეს არ მიეცემა შანსი მოქმედებისა.
რივერი
ბოლო საერთო კარტი. მოთამაშეებს აქვთ 7 კარტი საიდანაც შეუძლიათ გააკეთონ საუკეთესო კომბინაცია (მათი კარტები პლიუს ხუთი სართო კარტი მაგიდაზე). ფსონების შესვლის ბოლო რაუნდი იწყება. მის მერე რაც ყველამ გაათანაბრა ან დაყარა კარტი და დარჩენილია ორი ან მეტი მოთამაშე, მოთამაშეები აჩვენებენ თავიანთ კომბინაციას, ხელს (“შოუდაუნს”). მოთამაშე რომელმაც გააკეთა ფსონის ბოლო შესვლა, უჩვენებს თავის ხელს პირველი, და მერე დარჩენილი მოთამაშეები აჩვენებენ თავიანთ ხელს თანმიმდევრობით. მოთამაშეს შეუძლია დაწვეს, თუ სხვის ნაჩვენები ხელი მეტია მის ხელზე. მაღალი რანგის კარტები იგებენ.
საშინელი ენითაა ნაწერი.. კაცი ვერ გაიგებს.
არ გინდათ დამიკვეთოთ და ყველაზე დებილი პოკერის მოთამაშისთვის ან დამწყებისთვისაც ყველაფერი გასაგებ ენაზე ეწეროს?
This post has been edited by ozzy_ka10 on 26 Nov 2014, 20:57
ცოტა ნელა ილაპარაკე.. ###ზე დაკიდებას ვერ ვასწრებ..
--------