SGGაქ სინდისის ქეჯნაზე არაა მეგობარო, ჭაობი ვახსენე და ვთვლი რომ სწორიცაა ეს შედარება
ყოველთვიურად მაქ შეხება 100-200 კაცთან
18-25 ასაკი რომელთა წარმოსახვაში პოკერი ეს ის ხსნაა რომელიც ფულთან კარგ ცხოვრებასთან ასოცირდება
დაბნეული თვალებით გიყურებენ და ელიან ჯადოსნურ ჯოხს რომელსაც შემოვცხებ და ისილდურები გაიჩითებიან
ხანდახან მინდა ვუყვირო გავაგდო წაეთრიეთ ისწავლეთ რაპოკერი მოგინდათ, ვიცი ვერ ავუხსნი ვერ შევაგნებინებ და ვჩუმდები და ინერციით ვასწავლი +EV როგორ ითვლება, იმ იმედით რომ ლუდომანიისგან მაინც გადავარჩენ
ვიცი ამას რომ გიხსნი მაინც შენ აზრზე დარჩები
europabet-ი, adjarabet-ი,.................. --ესენი ყიდიან იმედს უიმედო ქვეყანაში თან ძალიან ძვირად <<<<<< ერთერთიი ფორუმელის პოსტი რომელმაც სულით ხორცამდე შემძრა და ბევრ რამეზე დამაფიქრა
ბევრს წამოუძახებია შენ რა გენაღვლება სახლში ზიხარ სითბოში და შოულობ ათასებს მე წელებზე ფეხს ვიდგამ ოჯახის სარჩენად
თავიდან ვაპროტესტებდი ვუხსნიდი, მაგრამ აზრი არ ქონდა, რაღაც მომენტში იმასავ ვფიქრობდი რომ მართლები არიან თავიანთი გადმოსახედიდან
ყველაფერი თავიდან რომ იწყებოდეს ისევ პოკერის გზას დავადგებოდი, მაგრამ არანაირად არ ვასწავლი არცერთ ჩემ შვილს პოკერის თამაშს
პოკერი გამოიყენეთ რამე საქმის წამოსაწყებად ნუ ჩაეფლობით ბოლომდე მასში
დროზე ადგომა უნდა ისწავლოთ
როგორც მარწყვების რეგულარები ამბობენ