ერთ პატარა ისტორიას მოგიყვები
მე და ჩემი მეგობარი შევესწარით მარკეტში, მეგობრის თვალში სასაცილოთ ჩანდა ეს ყველაფერი, მეკიდე იმ პერიოდში პოკერს ვთამაშობდი და სერიოზულად დამაფიქრა ამ ფაქტმა
განსაკუთრებული არაფერი
სალაროს რიგში ვიდექით ლუდით ხელში
ჩვენ წინ იდგა 3 ადამიანი, პირველი ვინც იდგა სამუშაო ფორმა ეცვა დასვრილი, სავარაუდოდ მშენებლობაზე მუშაობდა და მეგობრებმა გამოუშვეს პერეკურზე, რასაც მისი ნაყიდი არაყი ლუდი 3 პური, კალბასი 2 პაჩკა სიგარეტიც მოწმობდა მოკლეთ
20 ლარიანი მიაწოდა და ხურდა სადღაც 40-50 თეთრი ეკუთვნოდა, რომელიც ამაყად გამოუცხადა მოლარეს ხურდა დაიტოვეო
შემდეგ ვიღაც ქალი, მოსაყოლი არაფერია
აი მესამე კი კარგად ჩასუქებული კარგად ჩაცმული ბიძა კაცი, პარლამენტი იყიდა სანთებელა და ხუთლარიანში მორჩენილი 30 თეთრიც მონდომებით აიღო
გასასვლელში კი არ ვიცი რატომ ეს ხურდა დაეყარა, გაოცებული ვუყურებდი როგორ ხვნეშით ჩაკუზული ეძებდა ამ ფულს, მოლარემ 3 ცალი 10 თეთრიანი მიცა დავინახე ორი როგორ აიღო მესამეს კი ვე პოულობდა
1 წუთი ათვალიერა, მერე ხელი ჩაიქნია და გასვლისას კიდევ მოიხედა და თვალი მოავლო სავარაუდოდ დავარდნილ ფულს
თვალი მივადევნე და, არცთუ ისე იაფიან პიპიაში მოათავსა თავის პუტკუნა ტაკო და წავიდა
ფულის ყადრი ვინც არ იცის მას არასოდეს ექნება იმდენი რამდენიც სურს ან უნდა, ბევრი ოცნეობს დიდ ფულზე, სხვები კი მუშაობენ ამ ფულზე და მიზნათ აქვთ
პოკერი ცხოვრებას გავს
და მე იმ მაღაზიაში დავინახე ნლ5 რეგი რომელიც 10BB ანიავებს, ვითომც აქარაფერი
და ნლ1K რეგი რომელიც თავის ლიმიტის 1BB-ის 1%-ს გულმოდგინეთ ეძებს
ეხლა შეხედე შენი ტექსტიდან რომელი ნაწილი დავაციტირე და მერე ჩემი პოსტი წაიკითხე
This post has been edited by kaxakale on 20 Dec 2014, 10:25