ჯეოპოკერზე დადებული სტატია მომეწონა ძალიან

სხვათაშორის პოკერს კი არა მთელ სოციუმს ეხება ეგ თემა, ეს ბავშვები რომ გაიზრდებიან შოკოლადს სხვა რამით შეცვლიან თუნდაც ბანკის ვალით.
ჩვევები წარმატებული მოთამაშისთვის
1972 წელს ფსიქოლოგმა ვოლტერ მიშელმა ჩაატარა გამოკვლევათა ციკლი, სადაც დაკვირვების ობიექტს ბავშვები წარმოადგენდნენ. კვლევის დროს ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ დამკვირვებელი დატოვებდა ოთახს მცირე ხნით, ხოლო მათ [ბავშვებს] ეძლეოდათ არჩევანი: შეეჭამათ მაგიდაზე დადებული შოკოლადი მაშინვე, ან მოეთმინათ 15 წუთი, რათა მიეღოთ მეორე.
ადვილი წარმოსადგენია რამხელა ცდუნების წინაშე დგებოდნენ ბავშვები და რამდენად რთული იქნებოდა მათთვის ეს დავალება. ბავშვების ერთმა მესამედმა შოკოლადი შეჭამა დამკვირვებლის ოთახიდან გასვლისთანავე; ერთმა მესამედმა მოითმინა რამდენიმე წუთი, მაგრამ ცდუნებას წინ ვერ აღუდგნენ და რამდენიმეწუთიანი თავშეკავების შემდეგ მათაც შეჭამეს შოკოლადი. ხოლო ერთი მესამედი დაელოდა დამკვირვებლის დაბრუნებას ოთახში, რათა მიეღოთ დაპირებული შოკოლადი.
კვლევის შედეგები მრავალი წლის განმავლობაში სამეცნიერო თაროზე ინახებოდა. მიშელი ვარაუდობდა რომ აბსოლუტურად ზუსტი და სწორხაზოვანი პარალელების გავლება შეიძლებოდა რამდენად თვითდისციპლინირებულნი იყვნენ ბავშვები 5-6 წლის ასაკში და როგორ განვითარდნენ და რას მიაღწიეს მათ, როგორც მოზარდებმა და ზრდასრულებმა.
მიშელმა წლების შემდეგ გადაწყვიტა დაბრუნებოდა ძველ მონაცემებს და განეახლებინა კვლევები. შედეგები საოცარი აღმოჩნდა. მან შესაძლებლობის ფარგლებში მოძებნა დაკვირვების ობიექტები და მოიპოვა ინფორმაცია მათ შესახებ. ბავშვები რომლებმაც შოკოლადი მაშინვე აიღეს, ცხოვრების შემდგომ ეტაპზე საკმაო სირთულეებში გაეხვნენ. ხოლო ისინი, ვინც დაელოდნენ 15 წუთის გასვლას, საკმაოდ წარმატებული ადამიანები აღმოჩდნენ.
როგორც ცნობილია წარმატების მისაღწევად საჭიროა ორი ძირითადი ფაქტორი: ინტელექტი და დისციპლინა (თვითდისციპლინა). ხოლო პოკერის მოთამაშისთვის დისციპლინა ისეთსავე გადამწყვეტ როლს თამაშობს, როგორც მეომრისთვის იარაღი.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვევის ფაქტორი - თუ რამდენად განსაზღვრავს ჩვენი ჩვევა ჩვენს მოქმედებას სათამაშო მაგიდასთან და მის გარეთ, როგორ მოთამაშედ და პიროვნებად გვაქცევს ის? თვითდისციპლინა გრძელვადიანი ცნებაა. დავუპირისპიროთ მას ნებისყოფა. ნებისყოფა არის ადამიანის უნარი, იმოქმედოს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. სხეული და გონება საკმაოდ რთულად ეგუება სტრესულ მდგომარეობას. როცა ჩვენ ვიყენებთ ნებისყოფას, რეალურად ჩვენ ვაიძულებთ სხეულს და გონებას აკეთოს ის, რაც ჩვენ არ გვსურს. დროის მცირე მონაკვეთში ნებისყოფაზე დაყრდნობამ შეიძლება იმუშაოს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ან მუდმივად მასზე იმედების დამყარება შეუძლებელია. ნებისყოფა ამოწურვადია, ის იღლება და ითიშება.
წარმატებულმა მოთამაშემ ჩამოიყალიბოს დისციპლინა, განამტკიცოს და მუდმივად იყენებდეს მას. ეს ეხება ბანკროლ მენეჯმენტს, თამაშის და ლიმიტის შერჩევას და უშუალოდ სათამაშო ტაქტიკას. თამაშის დროს დისციპლინის წამიერად დაკარგვამ შეიძლება განოლებამდე მიგვიყვანოს. რა თქმა უნდა ერთი შეცდომით შეიძლება ბანკროლი არ გავანიავოთ, მაგრამ ეს იწვევს ე.წ. "ერთი შეცდომა გვეპატიება" განწყობას, რამაც შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.
როგორ ჩამოვაყალიბოთ და ავიმაღლოთ თვითდისციპლინა? ჩვენ არ გვინდა მუდმივად ნებისყოფაზე დამოკიდებულება, რადგან როგორც ვთქვით ის იწურება და ქრება. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ სასარგებლო ჩვევები, რომელზეც არ დაგვეხარჯება არც ნებისყოფა, არც ნერვები, არც დრო საფიქრალად. უბრალოდ ჩავრთოთ ისინი ავტოპილოტზე და დაე ამ ჩვევებმა თავისით იმუშაონ!
მაგალითისთვის განვიხილოთ დიეტების თემა. როგორ იქცევა ადამიანი, როცა მას წონაში დაკლება უნდა? ის ზღუდავს საკვებს, მას უნდა მაქსიმალური შედეგი მინიმალურ დროში. ის ზღუდავს დესერტებს, ტკბილეულს, მსუბუქ სასუსნავს, გაზიან სასმელებს და ა.შ. პირველი პერიოდისთვის საკვების შეზღუდვა სასიამოვნოც კი არის. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ნებისყოფა იღლება და ქრება, რთული არ არის იმის წარმოდგენა თუ როგორ მთავრდება დაწყებული საქმე. გამოდის რომ ნებისყოფაზე დაყრდნობა ისეთი მნიშვნელოვანი ამბისთვის, როგორიც დიეტაა - არ ღირს. გაცილებით მიზანშეწონილია გამოვიმუშაოთ ჩვევები, დავნერგოთ ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ჯანმრთელი საკვები, ფიზიკური აქტივობა და ა.შ. თავისთავად, საწყის ეტაპზე ჩვენ შეიძლება ვაიძულოთ საკუთარი თავი იმოქმედოს სურვილის საწინააღმდეგოდ, მაგრამ თუ ეს ქმედება ჩვევაში გადავიდა, უკვე ამ ჩვევის მოშლა იქნება რთული. ჩვევებთან შეგუების ამ პერიოდში ჯანსაღი ცხოვრებისა და კვების მცდელობები გამოიღებს მცირე შედეგს, ხოლო შედეგის მიღების შემდეგ გაცილებით მსუბუქდება, ფაქტიურად ქრება ყოველგვარი სტრესი, რაც გვმატებს თავდაჯერებულობას და გვაიძულებს არჩეული გზის უპირობო აღიარებას.
ახლა კი გადავიტანოთ ეს ყველაფერი ჩვენთვის საჭირო საქმეში და მოვარგოთ ის თამაშს! შემოგთავაზებთ სამ მარტივ ნაბიჯს თუ როგორ ჩამოვაყალიბოთ პოზიტიური ჩვევები, რათა ავიმაღლოთ თვითდისციპლინა:
1. დასახეთ კონკრეტული მიზანი! თქვენ უნდა წარმოიდგინოთ და ჩამოაყალიბოთ მიზანი, რომელიც იქნება დეტალური, ზუსტი, დათვლადიც კი, რისი მიღწევაც გინდათ.
2. თვალყური ადევნეთ თქვენს ქცევებს! ბევრი ჩვენგანი ცდილობს მიაღწიოს მიზანს, მაგრამ ვაკვირდებით კი გზას და მცირე შედეგებს, რამდენად მუშაობს ჩვენი არჩეული გზა? თქვენ შეგიძლიათ აწარმოოთ დღიური, რომელიც ასახავს თქვენს თამაშს, ჰენდ რეინჯს, რომელი პოზიციიდან ხართ უფრო წარმატებული, რა ლიმიტს ფლობთ კარგად, რამდენი ბაი ინის მოგების შემდეგ გრძნობთ დისკომფორტს მაგიდაზე, რამდენი ბაი ინის წაგების შემდეგ გრძნობთ ტილტს და ა.შ. ამ ძიებაში გამოიკვეთება რამდენიმე სწორი გზა, მთავარია ამოირჩიოთ რომელიმე და სწორხაზოვნად მიჰყვეთ მას.
3. გქონდეთ მაღალი პასუხისმგებლობა! ჩვენ ადვილად მოვატყუებთ საკუთარ თავს, ადვილად ვაპატიებთ შეცდომებსა და სისუსტეებს. იგივეს გაკეთება რთულია სხვასთან. ამიტომ მოძებნეთ ადამიანი, რომელსაც ენდობით, ჩააყენეთ ის საქმის კურსში, აუხსენით თქვენი მიზნები და რის გაკეთებას ცდილობთ, გქონდეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება მასთან. გაუზიარეთ მას თქვენი მოსაზრებები ან შედეგები დანიშნულ დროს.
ჩვევაში გამჯდარი ქცევების წყალობით, რომელიც წინასწარ გვექნება განსაზღვრული, ჩვენ აღარ დაგვჭირდება ნებისყოფის გამოყენება და ნერვების დაღლა. ისინი ისეთივე მარტივი შესასრულებელი იქნება დიდი ფიქრისა და გონების დაძაბვის გარეშე, როგორიც სიარულის დროს ნაბიჯის გადადგმა, რომელზეც ჩვენ არ ვფიქრობთ. - See more at:
http://geopoker.net/ge/news/774-chvevebi-c...O.CD9Ot1Ct.dpufhttp://geopoker.net/ge/news/774-chvevebi-c...-motamashistvis