#44848961 · 11 Jun 2015, 10:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
SGG არადა არ იყო ესეთი გასაკვირი, ცალკე აღნიშვნა რომ დაჭირვებოდა.
iraklious89 გეთანხმები, რომ ჭიჭიკო რუმია აჭარა, და ეს ვიდეო და მათზე რეაგირებაც ამას მოწმებს, თუმცა მაინც ლოგიკამდე ვერ დადის, რად გინდა ბოტის შექმნა, როდესაც კომპანიას ფლობ და მაყუთი ისედაც კეთდება და არც ისე ცოტა. ერთი ვარიანტია, გაუკონტროლებელი საშუალო დონის მენეჯერები და უფრო ქვემოთ მდგომი სპეციალისტები, რომლებიც იმით სარგებლობენ რომ წვდომა აქვს შესაბამის რესურსებზე და რეალურად მათ არავინ აკონტროლებს.
კიდევ ერთი ვარიანტია, რომ ამ ბოტებს უჩალიჩებდეს ვიღაც სხვა რუმი, რომელმაც ეს ამბავი იმიტომ ატეხა, რომ აჭარას დაერხეს და ამის ხარჯზე თავად ნახოს მოგება. თუმცა ესეთ შემთხვევაში საერთოდ ძნელი ასახსნელია აჭარის მხრიდან უმოქმედობა.
QUOTE | რა გითხრა მეგობარო, მე, ვიდეოს ავტორმა და კიდევ 1-2მა ადამიანმა მეტს ვერ მოვაბით თავი. დანარჩენს ყველას ცალ ფეხზე კიდია. დაურიგებს საფორთი რეგების ხარჯზე მუქთა ბილეთებს და მიდის გულავი. |
თუ რამეს დააპირებთ, მეც დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით, მე ვფიქრობ, რომ ამოწურული რესურსი მთლიანად არ არის, რისი გაკეთებაც შეიძლება. პირველ რიგში გთხოვ, რომ ერთი გამოკითხვა გააკეთე ამავე ფორუმზე, რომ დავთვალოთ რამდენი ადამიანი არის აქტიური რესურსი, ვინც თქვენი იდეის გარშემო შეიძლება გაერთიანდეს. ეს მოგცემს წარმოდგენს, სამომავლოდ რა ტიპის აქციის ჩატარებაა იქნება უფრო ხელმისაწვდომი, მაგალითად, ვიკითხოთ "მიიღებდი თუ არა მონაწილეობას აქციაში, რომელიც აჭარაბეთის წინააღმდეგ შეიძლება დაიგეგმოს?". თან თემაში დაფიქსირდებოდნენ იუზერები და ზუსტად გეცოდინება ვინ არის მხარდამჭერი. ან შეიძლება კითხვა სხვანაირადაც დაისვას, მაგალითად "დაანებებდი თუ არა აჭარაზე თამაშს თავს, რომ იყოს რაღაც ორგანიზებული პროტესტი?"
|