სექტა ქაჩავს სატელაიტებსაც და ტურნირსაც ამიტომ სექტა კარგა ხანს დარჩება აჭარაზე და არ შეიზღუდება აჭარის მხრიდან მაგრამ თუ რამე თვალსაც არ დახუჭავენ, მაგრამ როცა პროგრამა ბოლო ბოლო დაიხვეწება და ა.შ. და ტრაფიკი აიწევა სექტის ხარჯზე არა, რეალური მოთამაშეების და საზღვარგარეთიდანაც შემოვლენ, უკვე არიან მემგონი და სექტავენ კიდევაც რუსები და ა.შ. ანუ ეს ხაფანგია უცხოელი მოთამაშეებისთის 100 K ტურნირი მაგრამ ვერ ახვედრებენ შესაბამის პირობებს ჩემი აზრით იდეაში ეგ აქვთ გათვლილი, მაგრამ როგორც კი გამოსწორდება და დალაგდება ყველაფერი , დიდი ალბათობით შეზღუდავენ აიპის მაგრამ რადგან თქვა სოფლებში ერთ აიპიზე არი ხალხიო და ა.შ. ეგეც არ შეიზღუდება ერთი აიპიდან შესვლა ტურნირებზე ,თორემ რო შეუძლიათ ფაქტია თუნდაც იქიდან ჩანს რომ ქეშზე შეზღუდულია , მოკლედ აზრი არ აქ სექტის დაბლოკვაზე საუბარს , სათითაოდ თუ არ გამოეკიდებით
მოკლედ სექტას ძირითადი წყარო საიდანაც მოდის და ავსებენ კოკებს წყლით ის ონკანი არ გადაეკეტებათ მაგრამ თუ ნახეთ გამოეკიდებიან და გაუტეხავენ კოკებს და დააღვრევინებენ წყალს )) მოკლედ იტყუებენ თავს , ყველაფერს მშვენივრად ხედავენ მაგრამ არ იმჩნევენ , და შეშფოთებულებს ამშვიდებენ თითო ოროლა ნიკის ბლოკვით, ამიტომ ამ თემაზე საუბარს ამათთან აზრი არ აქ ! და არც პრობლემებზე საუბარს , კითხვების დასმა და ა.შ. ეს არი უბრალო რბილად რო ვთქვათ ირონია ამათი მხრიდან მეტი არაფერი)) ჩვენზე უკეთ თვითონ იციან ყველაფერი 100 ჯერ უკეთ და 1000 ჯერ , ასე რომ ტყუილა წერთ ამ თემებზე
ჯობია ისევ ბილეთები დაგვირიგონ, ჩატარდეს ტურნირები ნორმალური სტრუქტურებით და ქეშზე დაემატოს საპრიზო თანხა ქეშ რეისს და შეიქმნას ნორმალური პირობები ქეშის რეგებისთვის ,სხვა თემაზე საუბარს აზრი არ აქ არანაირი ,
Adjarabetcomხოლო რაც შეეხება სატებს იმედია ერთ სატს მაინც დაამატებთ ფრიზაუთს ნორმალური სტრუქტურით
გააკეთეთ 22 ცენტიანი ტურნირის შემდეგ 11 დოლარიანი ტურნირი რომლითაც გადახვალ 55 $ დოლარიან ფრიზაუთზე და 55 $ ფრიზაუთიდან მოიგებ უკვე 215 დოლარიან ტიკეტს და 55 $ ტურნირი იყოს კვირაში ორჯერ სამშაბათს და პარასკევს, 5 000 საწყისი სტეკით 10 წუთიანი ბლაინდებით და იგივე ბლაინდების ზრდის სტრუქტურით როგორიც არი 100 K ტურნირზე მაგრამ 10 წუთიანი როგორც ვთქვი და 5 K სტეკით,
11 დოლარიანი იყოს 3 000 სტეკით 5 წუთიანი ბლაინდებით და ბლაინდის სტრუქტურა ანუ ზრდის 100K ტურნირის ისევ ,
ანუ იქნება
1) 22 ცენტიანი ტურბო ტურნირი როგორც არი ისე
2) მერე 11 დოლარიანი ფრიზაუთი ტურბო ტურნირი 5 წთ ინტერვალი მაგრამ ბლაინდის ნორმალური ზრდის სტრუქტურით 3 K სტეკით, ხუთი კაციდან 1 მოიგებს 55 $ ტიკეტს
დღეში ორჯერ ეს ტურნირი
(რადგან 11 დოლარიანი ტიკეტის მოგება ადვილია , თუნდაც ფრეროლებიდან , ასეთი სტრუქტურის პირობებში ბევრს გაუჩნდება სურვილი ითამაშოს ეს სატები იმიტომ,რომ ექნება რეალური შანსი და არ იქნება ლატარეა ,როგორც არი ეხლა, იმათაც გაუჩნდებათ სურვილი სატები ითამაშონ ვინც არ სექტავს )
3) მერე 55 $ უკვე ნორმალური ტურნირი სათამაშოდ 5 K სტეკით 10 წუთიანი ბლაინდის ზრდით (100K ტურნირზე როა მასე უნდა იზრდებოდეს ბლაინდი ,
10/20
20/30
20/40
30/60
კვირაში ორჯერ სამშაბათს და პარასკევს
აქაც ხუთი კაციდან ერთი მოიგებს 215 $ ბილეთს,
4) და ბოლოს 100 K ტურნირი
მემგონი კარგი სატ სტრუქტურა გამოვა
ასევე დატოვეთ ისე როგორც არი ეხლა სატები მარა შეამცირეთ მაგ სატების რაოდენობა და დაამატეთ ეს
თქვენ თავაზობთ ისეთ სატებს სადაც სექტის გარეშე ლოგიკურად მოაზროვნე მოთამაშეს არანაირი სურვილი არ გაუჩნდება ჩაუჯდეს თქვენ სატელაიტებს და არი აბსოლიტური ლატარეა , თითქმის არავინ იკეთებეს მაინც 11 დოლარიანზე რებაი ედონს, იშვიათად და მიდის ფუშ ფოლდი მთელი ტურნირი და ვისაც ბევრი ნიკი აქ ,აქ უფრო მეტი შანსი ტიკეტი მოიგოს და მარტო ერთეული იღბლიანები თუ იგებენ 1 ნიკით მანდ ტიკეტს
ამ სტრუქტურას თუ შესთავაზებთ მოთამაშეებს ,გაუჩენთ სურვილს ითამაშოს სატები თუნდაც იმათ ვინც არ სექტავს, და რაც მთავარია 55 დოლარიანი სატი უნდა გაკონტროლდეს რომ არ მოხდეს ჩიპების გადაცემა და ა.შ. როგორც აკონტროლებდით MPN 55 $ სატს ისე

ვიცნობ ძაან ბევრ მოთამაშეს რომელიც კარგად თამაშობს მაგრამ არ უნდა გასექტოს და უნდა საკუთარი თამაშის ხარჯზე მოიგოს ბილეთი მაგრამ ვინც გადახედა სატელაიტების სტრუქტურას და ერთხელ მაინც ითამაშა არანაირი სურვილი არ გაუჩნდა მეორეჯერ ჩაუჯდეს , თუნდაც სექტანტებსაც კი ეკარგებათ სურვილი ითამაშონ მარტო ისინი თამაშობენ ვისაც აქ დიდი მონიტორები და 20 ამდე ნიკს ხსნიან ან ჯგუფები რამოდენიმე ერთად , ის სექტანტები რომლებიც 4-8 ნიკით სექტავენ მარტო ისინი არ თამაშობენ ამ სატებს იმიტომ რომ მაგდენი ნიკითაც კი დაბალი შანსია ,რომ ტიკეტი მოიგო ,
შეიძლება გაწყობთ კიდევაც რომ თუნდაც მაქ სექტანტებმა გაზარდონ ნიკების რაოდენობა მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ,რომ ორგანიზება უნდა მაგ სექტასაც და მაგ ჯგუფებსაც
მოკლედ მიეცით პოკერის მოთამაშეებს რეალური შანსი თავისი კარგი თამაშის ხარჯზე მოიგონ ბილეთები
იმიტომ რომ მარტო რეალურად კარგი მოთამაშეები რჩებიან მერე რეგებად ქეშზე , სექტანტები მარტო ტურნირებს სექტავენ , მე ბევრს ვიცნობ ვინც სექტავს ტურნირებს მარა იქიდან არცერთი არ არი 1 იც კი ქეშის რეგი ამიტომ , რაც ტურნირზე ფული იგება გადის თქვენი ანგარიშებიდან და ქეშზე თითქმის არ თამაშობენ ,იმიტომ რომ არ აძლევთ კარგ მოთამაშეებს საშუალებას ითამაშონ წესიერად ნორმალურ პირობებში თუ მისცემთ და ეგეთები მოიგებენ ფულს ტურნირებზე ვისაც სექტა და ეგეთი რაღაცეები არ ჭირდება და აქ მარტო თავის თავის იმედი და თავისი თამაშის, ეგეთები რეგებადაც შემოგრჩებიან, არ არსებობს სექტამ მოიგოს ფული ტურნირზე იყოფა 10 ამდე კაცზე ხოლმე და ეგ ფული ეგრევე გადის ანგარიშებიდან , და ისევ სექტავენ მერე და ისე იგებენ ფულს, ეგეთ მოთამაშეებს ქეში ბოდიში და კიდიათ მაგრა , ანუ ქეშზე რეგობა, თან 500 და 1000 დოლარს და თუნდაც 5000 დოლარს 10 კაცზე რო გაყოფ რომელს შერჩება იმის ბანკროლი,რომ ქეშზე მერე რეგად ითამაშოს?
თქვენი საიტის ზუსტად სექტანტების გამო არ ყავს ქეშის რეგები , თქვენ ქეშს ტრაფიკს უგდბეს სექტა ტურნირებზე ,ამიტომ გჭირდებათ სულ აქციები,რომ ჯიბის ფული ჩაარიცხვინოთ მოთამაშეებს ბანკროლი გააკეთებინოთ და ათამაშოთ თითქმის ძალით,იმხელა საპრიზო ფონდებს აკეთებთ ხოლმე
სანამ მანამ არ მისცემთ მოთამაშეებს წესიერ თანაბარ პირობებში თამაშის საშუალებას , სადაც წყვეტს მხოლოდ თამაშის ცოდნა და იღბალი მაგრამ დაბალი ალბათობით,და არ ექნებათ ნორმალური კონკურენცია ერთმანეთთან სადაც მოახერხებენ განვითარებას , მანამ არ იქნება თქვენ საიტზე რეგების ის რაოდენობა რომელიც უნდა ყავდეს ნორმალურ პოკერ რუმს თუნდაც ეუროპაბეთის რეგების ნახევარიც კი არასოდეს გეყოლებათ და რათქმაუნდა უნდა შესთავაზოთ ნორმალური სათამაშო პირობები ეხლა რაც არი ეგ არი რავი ბეტა ვერსიაც კი არ არი თქვენი სოფტი ,უფრო საცდელ "ვირთხას" გავს რომელსაც რა ცდებს არ უტარებთ და რომელიც კვდება მაგრამ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გყავთ მიერთებული ( 100 K ტურნირი ) მაგრამ მანდაც აჭერთ ფეხს და წესიერად არ აძლევთ სუნთქვის საშუალებას
This post has been edited by earl732 on 30 Jun 2015, 02:44