ამაზე გავიგუდე რეებს აძრობენ
მეტსახელები, ე.წ. კლიჩკების დარქმევა, ქართველებს ხელოვნებამდე ჰყავთ აყვანილი, არ გჯერათ და აგერ რამდენიმე მათგანი კახეთიდან და იმერეთიდან. შეგიძლიათ თქვენც დაამატოთ )))
"ცოტა" გივია - მარცხენა ხელი და ფეხი არ აქვს.
"მლაშე" ვანო - ხუთჯერ იხრჩობოდა ზღვაში
" გოჩა" თამაზა - შემთხვევით თოფი გაუვარდა და თავისი შვილი მოკლა (ხევისბ)
"ტყუილად დალი" - სამჯერ გათხოვდა და შვილი არ ეყოლა
"ორხელა" გოგია - იმ სოფელში კიდევ ერთი გოგიაა ცალი ხელი აქვს და იმას ვერ გაუბედეს ცალხელას დარქმევა.
"ჩაპლინა" - ყრუ მუნჯია დაბადებიდან.
"ჩარიდუ" - მარცხენა ხელზე ოთხი თითი აქვს, მარჯვენაზე ორი.
"ტურისტი" მახოია - ზურგზე კუზი აქვს და თითქოს ზურგჩანთა აქვს მოკიდებული.
"უკარება" თენგო - ორჯერ დაეცა მეხი და გადარჩა.
"მთელი" ლიზიკო - 80 წლისაა და გაუთხოვარი.
"არკა" გია - წინა ორი კბილი არ აქვს.
"ჩაჯმულიაანთი" - ოჯახია ეგეთი, რომელსაც ტუალეტი არ აქვთ სახლში.
პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე არა
salvador dali