საიდუმლო არაა...უბრალოდ ზუსტი ციფრი არ ვიცი...რამდენიმე წელია ვთამაშობ და ბოლო 3 თვეს თუ არ ჩავთვლით, 400 ლარს მინიმუმ ვტოვებდი...თვეები იყო, როცა სესხს მიმტკიცებდნენ სხვადასხვა ონლაინები მეტსაც ვაგებდი...ოვერდრაფტი რომ ავიღე ის თვე საერთოდ 1300 ლარი წავაგე არასრულ 10 დღეში რაც ყველაზე მწარედ მახსოვს...
მოკლედ გრუბად რომ ვთქვა, 17000-18000-ს ვუკაკუნებ ჩემი მინუსით აზარტულ სამყაროში
სასაცილო, სამწუხარო და საოცარიც ისაა რომ წლების განმავლობაში თვის ბოლოს გადამეთვალოს და პლიუსი მენახოს ეგეთი არ ყოფილა...იყო დღეები როცა ვიგებდი რა თქმა უნდა, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა რომ ამჯერად მაგრად მაქვს გადებული

ეხლა 150-200 ლარზე მეტს ფიზიკურად ვერც წავაგებ...
არავის გირჩევთ და გისურვებთ იგივეს...
არ მეთანხმები europe-bet?
არ მიგიწვდება ხელი ჩემს ჩარიცხვებზე თქვენი დაარსების დღიდან? საერთოდ რატომ აქრობთ მაგ ფუნქციას, მარტო ბოლო თვეებს რომ ანახებთ? პროსტა მაინტერესებს იმენო თქვენ საიტზე ჩემი მინუსი...ქენი ერთი სიკეთე და ეგ ინფორმაცია მაინც ამომიღე...
This post has been edited by archiko on 31 Aug 2015, 19:26