Adjarabetcom2 თვე არ მქონდა ნათამაშები აჭარაზე, დღეს შევედი და დარწმუნებული ხარ რომ ბოტები ისევ არ ჩანან ლობში
masofka პრეფლოპ წამზე ნაკლებ დროში იღებს გადაწყვეტილებებს რეიზის შემთხვევაში, ქოლსა და ფოლდს არ აკეთებს სწრაფად, ფლოპზე და შემდგომ არეული ტაიმინგი აქვს.
აბსოლიტურად ყველა რეიზსს ეგრე აკეთებს და გამორიცხულია ჩვეულებრივმა მოთამაშემ ასე სწრაფად გააკეთოს მსგავსი რამ. ტყუილად არ დაწერო ბლა-ბლა, არ არსებობს ვინმე ისეთი პოკერის მოთამაშე ვინც პრეფლოპ ასე სწრაფად აკეთებდეს გადაწყვეტილებას ასიდან ასივე შემთხვევაში.
რა ვქნათ ეხლა მოთამაშეებმა ვსდიოთ ბოტებს და ვამოწმოთ ვინ ბოტია და ვინ არა? ხვალ რომ სხვა ნიკებს შემოუშვებენ და ლიკებსაც დახვეწავენ მერე?
სერიოზული ეჭვი მაქვს რომ ამ ბოტების არსებობით აჭარაში გარკვეული ჯგუფია დაინტერესებული და თვითონ მათივე ხელშეწყობითაა გაშვებული პროგრამები.
ან იმდენად სუსტები ხართ რომ იმას ვერ ამჩნევთ რასაც ერთი ჩვეულებრივი მოთამაშეც კი ადვილად ხედავს, ან კიდევ ძალიან კარგად იცით რაც ხდება და თქვენი ხელი ურევია ამ ყველაფერში. სხვა შემთხვევითობა არ არსებობს და ვერც მოიგონებთ, ტყუილად ნუ ეცდებით.