ზემოთ რაც ეწერა იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ეს ბოლო წინადადებაა, თუ დაბლოკეთ ე.ი. მართლა ბოტი იყო ხო?

ბოტი რომ იყო ისედაც ცხადი იყო, წამზე ნაკლებ დროში აკეთებდა პრეფლოპ აბსოლიტურად ყველა რეიზს მაგრამ იმის აღიარება თქვენი მხრიდან რომ ბოტი თამაშობდა მნიშვნელოვანია უკვე.
2 თვე არ გავკარებივარ პოკერს, დავიწყე თუ არა პირველივე სესიაზე შევამჩნიე ეგ ნიკი და ''ამხელა'' კომპანიის ''ამხელა'' უსაფრთხოების სამსახური თამაშს რომ ''აკვირდება'' ის ვერ მიხვდა ხო?
მისი გამშვები ქველმოქმედი კი არაა მინუსავოი ყოფილიყო ეგ პროგრამა და ისევ გაეშვა, ხვალ ლიკებს შეამცირებს, ახალი აიპიდან ახალ ნიკს ათამაშებს და ისევ ჩვენ ვეძებოთ მერე? ერთი თუ გაუშვეს ათს და ასს უფრო დანავაროტკებულ ბოტს ვეღარ გაუშვებენ თუ თქვენ იმედზე ვიყოთ რომ თურმე თამაშის წესების დამრღვევები არ გეპარებათ?
ბოტის გაშვება რომ პრობლემა არ ყოფილა, ერთი კომპიუტერიდან ერთ მაგიდაზე რამოდენიმე ნიკის დასმა პრობლემა რომ არ ყოფილა, ტურნირებზე რომ გაქანებული სექტაობა მიდის ხო დამტკიცდა ეგ უკვე?
აქ ბევრი ისეთი კაცი წერს ამ საქმეში დიდი ხანია რომ არის და კარგადაც ერკვევა ნიუანსებში, მსოფლიოს ტოპ რუმების სიტუაციასაც რომ კარგად იცნობენ და ამ ხალხის სისულელეებით დაბოლება არ გამოვა, ან მართლა შეიცვალეთ უკეთესობისკენ ან სამართლიანობის ცნება საერთოდ ამოიღეთ საიტიდან.