ზდ ალლ
ერთწლიანი შესვენების შემდეგ ვაგრძელებ თემას
ბოლო პერიოდში აქტიურად ვეღარ ვახერხებდი თამაშს, სწავლა დავიწყე და ვერ ვუთავსებდი, მაგრამ უფრო ფსიქოლოგიური ამბავი იყო, ვიდრე დროის ნაკლებობის.
ტრიმესტრი მომირჩა და დრო ვიხელთე, ამ ეტაპზე ახალი დაწყებული მაქვს სტარზე. ფორმის აღსადგენად და გარემოსთან შესაგუებლად ნლ25-ით დავიწყე, 50K-ზე ავწევ ლიმიტს.
2017-ის ბოლომდე 200-ზე უნდა ავიდე

თუმცა თემას უფრო დღიურის სახე მინდა მივცე, ვიდრე კონკრეტული ჩელენჯების.
ვეცდები დავყარო საინტერესო დარიგებები, ლამაზი გრაფიკები და გემრიელი ტრეკები, შიგადაშიგ საინტერესო თემებზეც ვისაუბროთ.
იმედია ჩემთვისაც და თქვენთვისაც სასარგებლო ტოპიკი იქნება