Urindangerთუ შეიძლება პირად შეტყობინებებში მომწერე
* * *
გამარჯობა,
თუ თამაშობთ ევროპა-ბეთის ტურნირებს შეამჩნევდით, რომ ბოლო პერიოდში დავამატეთ ფუნქცია, რომლის დროსაც ტურნირების დასკვნის სტადიაზე (ბაბლის დაწყებამდე და მის შემდეგაც) ხდება ადმინისტრატორის მიერ ტურნირის 5 წუთით დაპაუზება და მოთამაშეების გადამოწმება. შედეგადად ჩვენ მივიღეთ ის რომ იბლოკებიან ის მოთამაშეები, რომლებიც არასამართლიანად თამაშობენ (გუნდური თამაში/სხვისი ნიკით თამაში და ა.შ)
ამ ეტაპზე გვინდა მოგახსენოთ, რომ სხვადასხვა მიზეზით ევროპა-ბეთის ტურნირებზე დაბლოკილია 2000-ზე მეტი მომხარებელი, რაც თავისთავად ცუდია რუმის ტურნირების ჩართულობის თვალსაზრისით, თუმცა კარგია იმ მოთამაშეთათვის, რომლებსაც სხვადასხვა რუმებში დისკომფორტს უქმნის გუნდურ მოთამაშეთა წინააღდმეგ თამაში.
ჩვენი რუმის სტრატეგიაა, რომ თამაში იყოს სამართლიანი და ამის მისაღწევად მუდმივად ვახდენთ დამატებითი დაცვითი მექანიზმების შექმნას.
თქვენთან როგორც მომხარებლებთან და მათთან ვისაც პირადად უნდა აინტერესებდეს რუმის ტურნირებში მაქსიმალურად სამართლიანი გარემო, გვაქვს თხოვნა, რომ ნებისმიერი გუნდური თამაშის შემჩნევის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება ჩვენ გამოგვეპაროს (სუფთა ტექნიკურად) და თქვენ უშუალოდ მაგიდაზე შეამჩნიოთ... ამაზე მოახდინოთ რეაგირება, მოინიშნოთ ტურნირის სახელი, დარიგების ნომერი, მოთამაშეთა ნიკები და შეატყობინოთ Info@europe-bet.com ს მეილის სახით ან მოიწეროთ ფორუმზე რათა ჩვენ მოვახდინოთ დამატებითი გადამოწმება.
ტურნირების გაუმჯობესების თვალსაზრისით მზად ვართ მივიღოთ თქვენი ინიციატივები. რამოდენიმე მომხარებლის ინიციატივა უკვე გავითვალისწინეთ, დაემატა Freezout ტურნირი, Heads-up, Shootout და Boost ტურნირები, ასევე რუმში არის ყოველდღიური რამოდენიმე ათეული უფასო ტურნირი და სატელიტი ისევე როგორც ტურნირები სადაც გარანტია საშუალოზე მაღალია.