გასაგებია, უბრალოდ ეს დიდი ახსნა-განმარტება იმისთვის დამჭირდა რომ ამეხსნა, არ არის ჩვენთან ყველაზე ძვირი თამაში და პირიქით ყველაზე იაფია, სანამ ამას არ დავწერდი თითქმის ყველა რეიქი/ქეფის თემას აკომენტარებდა, თუმცა რეალუდა ხვდებით რომ ჯეკპოტის საკომისიოს 50 თეთრამდე დაწევის შემდეგ ჩვენთან ყველაზე ხელსაყრელი პირობები არის უკვე სათამაშოდ.
პოკერის ტურნირები დაემატება როგორც კი გაიზრდება აქტიურობა პოეკრში... მარტივად შეგიძლიათ ეს დათვალოთ პოკერსკაუტის რეპორტის მიხედვით, ამ ეტაპზე გვაქვს 425 აქტიური მოთამაშე საშუალოდ 1 საათში და ეს ტურნირები ზუსტად ამ რაოდენობის მოთამაშეებზე არის მორგებული იმის ფონზე რომ თვიდან თვემდე მაინც ოვერლეი არის. ზოგადად არასწორია როცა რუმში ტურნირების ბიუჯეტის 30% ან მეტი ოვერლეის ხარჯაი, თქვენს მიერ მაგალითად მოყვანილი პოკერსტარი ტურნირებში ოვერლეის საერთოდ ვერ ხედავს რადგან მას ჰყავს ზუსტად იმდენი მოთამაშე რამდენიც საჭიროა მისი ტურნიებისთვის, როგორც კი მოთამაშეთა რ-ნ დაიკლებს ისენიც დააკლებენ ტურნირებს საპრიზოს და ეს არაერთხელ მომხდარა როდესაც ტურნირების საპრიზო ფონდი ან მთლიანად ტურნირი იცვლებოდა.
ამ ეტაპზე პოკერ-ჩემპის სტატისტიკა გვიჩვენებს რომ 1 თებერვლიდან დღემდე სულ 12 000 უნიკალური მომხარებელია რომელმაც 1 ტურნირი მაინც ითამაშა ბაი-ინით, საშუალოდ რუმში არის 500 მდე მოთამაშე რომელიც თავს საშუალებას აძლევს დღიდან დღემდე 5-20 ლარის ბაი-ინიანი ტურიები ითამაშოს, დანარჩენი 11 500 მდე თამაშობს 0.40 თეთრიდან -5 ლარამდე.
ტურნირის ჩართვა სადაც თვეში ერთხელ თუნდაც ბაი ინი იქნება 1.1 ლარი და საპრიზო 10 000 ლარი ჯერ-ჯერობით არ არის მიზანშეწონილი რადგან ეს ტურნირი ოვერლეისთვის არის განწირული და თან გაისექტება მთლიანად რადგან ნებისმიერ სექტანტს მოსწონს ტურნირი სადაც ბაი-ინ არის 10 000 ჯერ ნაკლები ვიდრე საპრიზო ფონდი

5.5 ლარიანი ტურნირი 15-000 საპრიზოთი კიდევ შესაძლებელია გაკეთდეს.
11 ლარიანი 25,000 და 55 ლარიანი 50 000 ფრიზაუთი დღესდღეობით არარეალურია და არ იგეგმება.
ტურნირები დაემატება იმის პარალელურად თუ როგორ გაიზრდება ჩვენი მოთამაშეების აქტიურობა პოკერსკაუტის მიხედვით. ამ ეტაპზე გვყავს 425 აქტიური მოთამაშე საშუალოდ 1 საათში, როგორც კი იქნება 500 ავტომატურად რამე ახალ ტურნირს ჩავამატებთ რადგან მათზე მოთხოვნა იარსებებს.
კომპანია უნდა მიყვეს პოკერის რიტმს და არ იყოს აცდენილი რეალობას, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ასეთი სიტუაცია გვაქვს.
პოკერსტარს კვირაში ერთხელ 215$ იანი ტურნირი აქვს 1 მილიონიანი საპრიზოთი, მსოფლიოში მეორე პოკერ რუმს 888 215$ აქვს მხოლოდ 100,000$ იანი ტურნირი<< იმიტომ რმო მათი ლიკვიდურობა შესაბამისია.
შეგიძლიათ გადახედოთ მსოფლიოს წამყვანი პოკერ რუმების ტურნირების ბაი-ინების შეფარდებას საპრიზოსთან და მიხვდებით რომ ხვალ თუ ჩავრთავთ 5 000 ლარიან ტურნირს 100 ლარი ბაი-ინით ეს არის სრულიად ადეკვატური და არ ნიშნავს რომ მოთამაშეებს რამეს ვართმევთ

დღეის მდგომარეობით 50 000 იანი ტურნირი ქართულ რეალობაში თუ ჩაირთო მინიმუმ ბაი-ინ უნდა იყოს 500 ლარი, თუმცა ძალიან ძნელი იქნება მოძებნო 100 მოთამაშე რომელიც ტურნიში 500 ლარს გადაიხდის

იმედია გაიგებთ რასაც გეუბნებით
http://www.pokerrefugees.eu/sunday-majors/