არაფერი პირადული, არაფერი სხვა... ზოგადად თუ დაიცავთ კომუნიკაციის სტანდარტებს უკეთესი იქნება .
ნებისმიერი პრეტენზიის უცენზური სიტყვებით გადმოცემა არ ნიშნავს იმას რომ ეს პრეტენზია სერიოზულად იქნება აღქმული. აქ არის ბევრი მოთამაშე, რომელიც თავის სათქმელს საჭირო ფორმით გადმოსცემს და შესაბამისი დასაბუთებით.
ვისაც გონია რომ კომპანიის მიმართ გინება "ნორმალური" ურთიერთობის ფორმაა, ეს თქვენი ნებაა თუმცა დარწმუნებული იყავით რომ კორექტულ მოთამაშეებთან ურთიერთობა ორჯერ უფრო საინტერესოა და მათი აზრები და რეკომენდაციები როგორც წესი ანალოგიურად უფრო მნიშნველოვანი და გასათვალისწინებელია.
ტეხასური 6+ ის ისევე როგორც სხვა "უცხო" თამაშების წესები გარკვევით დევს საიტზე. ალბათ ნებისმიერი პროფესიონალი მოთამაშე თამაშის დაწყებამდე უნდა გაეცნოს წესებს, იცოდეს რას თამაშობს.
ევროპა-ბეთი გთავაზობთ თამასების მრავალფეროვნებას, ყველას გაქვთ თქვენ-თქვენი ლიმიტი, თამაში და სტილი და შეგიძლიათ მოერგოთ საყვარელი თამაშის სახეობას.
ის რომ ვიღაცას არ მოსწონს 32 კარტა პოკერი ან ტეხაური 6+ არ ნიშნავს რომ მას უფლება აქვს ზოგადად ეს თამაში დაიწუნოს და სხვებსაც მოუწოდეს მისი იგნორისკენ.
ევროპა-ბეთი ცდილობს მოთამაშეთა ამ პატარა ჯგუფს მაქსიმალური სიახლეები შემოგთავაზოთ და ვგონებ აქციები, რომელსაც პირადად თქვენთვის ვაკეთებთ საინტერესო უნდა იყოს.
ბევრი თქვენი აზრი გათვალისწინებულია და ბევრსაც კიდევ გავითვალისწინებთ, თუმცა ნურც ის გგონიათ რომ ყოველთვის მართლები ხართ, ზოგჯერ თქვენც ცდებით ისევე როგორც ჩვენ

მეგობრულ ურთიერთობას თუ შეინარჩუნებთ ამით ორივე მხარე უფრო მეტად "იხეირებს".
ბოლოს ისევ და ისევ დავამატებთ რაც არ უნდა თქვათ, ფული რომელსაც თქვენ რიცხავთ კომპანიაში არის თქვენი საკუთრება და განკარგავთ მას თქვენი სურვილისამებრ, თუ რომელიმე თამაში არ მოგწონთ, შეგიძლიათ უბრალოდ არ ითამაშოთ და დაზოგოთ თქვენი პირადი სახსრები, რომელიც გამოყოფილია სათამაშოდ.
წარამტებულ და იღბლიან საღამოს გისურვებთ