მანამდე ყველაფერს მივხვდი. თითოეული გუნდი იღებს კოეფიციენტს კონკრეტული თამაშისთვის. რაშიც გათვალისწინებულია როგორც გუნდის სატურნირო შედეგი, ასევე ურთიერთ დამოკიდებულება მოწინააღმდეგ გუნდთან. ამის მერე მასპინძელი გუნდის კოეფიციენტი უპირისპირდება სტუმარი გუნდის კოეფიციენტს და ამის მერე ვერ გავიგე. იმედია მანამდე სწორედ გავიგე
ანუ მასპინძლის კოეფიციენტს აკლდება სტუმრის კოეფიციენტი? თუ როგორ?
C B A როგორ განისაზღვრება, ეს სიდიდეები სტატიკური არაა?
ეს ჯგუფის ნომრები რა არის? რისი მიხედვით ხდება თითოეული თამაშის მიკუთნება პირველ, მეორე თუ მესამე ჯგუფში?
თამაშები რომლებსაც არჩევ და აქ გამოგაქვს თითქმის ყველა 2.0 კუშზე მეტია, ეს რა პრინციპია? ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმით უფრო დაბალ კუშიანები არ უნდა ამოვარდეს? სპეციალურად მაღალ კუშიანებს არჩევ, რომ მაღალი კუშ გამოვიდეს?
ნორვეგიის ჩემპიონატს ხომ არასრული ინფორმაციაა აქვს, ვინაიდან პირველი ტურია? ანუ თუნდაც ადგილი ჩემპიონატში და ბოლო 5 თამაში. ამ ინფორმაციას წინა სეზონიდან იღებ?
პს. თუ სისტემა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ გაქვს და მის დახვეწაზე ფიქრობ, მაშინ ერთი რჩევა მექნებოდა, რომ სახლში მოთამაშე გუნდის სახლში გატანილი და გაშვებული გოლების რაოდენობა გაგეთვლისწინებინა და შეგედარენომა სტუმრად მოთამაშე გუნდის გატანილ და გაშვებულ გოლებს რაოდენობას შორის. რავიცი ეს იდეის სახით, რაც კრიტერიუმებში არ გაქვს და შეიძლება საინტერესო ყოფილიყო.
თუ სურვილი გაქვს უფრო დეტალურად დავილაპარაკოთ სისტემაზე, მას მერე რაც სრულად გავერკვევი მასში. მანამდე შენს სისტემაში გამარკვიე
This post has been edited by alikantura on 14 Mar 2016, 22:04