2019 წლის 10 ნოემბერს გავეშვი და 2020 წლის 25 იანვარს ამ ხნის განმავლობაში შეგროვებული 1600 ლარი მთლიანად წავაგე.
ვინიცის მერამდენე მცდელობაა ყელშია უკვე
დანებება არის ურთულესი თავიდან დეპრესია ხო სრაზუ გამოწერილია ყველაფერს აზრი აქვს დაკარგული გვირაბის ბოლოს სინათლე კი არა გვირაბიც არ ჩანს, ვიცი რო ცუდად უნდა ვიყო და ვეგუები მაგ ცუდად ყოფნას, თავიდან ისეთი განწყობით ვარ რო "რა უნდა მოხდეს რო კიდე ვითამაშო პონტი არაა" და მერე აი რა მემართება არ ვიცი რა უცებ ამიტანს ხოლმე ფიქრი და წინააღმდეგობას ვერ ვუწევ
აი ვერ ვხსნი რა, რას შევადარო არ ვიცი, ფილმებში რო მინახავს ტიპები რო წამალს აგდებენ და დასაბმელები რო არიან ოფლიანობენ და ასე შემდეგ ერთი თუ თამაშზე ფიქრმა წამიღო ხოლმე თუ სხვა ფიქრებით წინააღმდეგობის გაწევას ვიწყებ იმენა ეგ მემართება შინაგანად და კონცენტრირებას ვეღარ ვახერხებ ვერაფერზე საერთოდ
იმენა პანიკა ხდება ჩემ ორგანიზმში ავფორიადები ხოლმე წრიალს ვიწყებ ვერ ვაკონტროლებ არადა იქამდე 3-4 თვე ვაკონტროლებდი, იქ ერთი ფიქრი გამკრავს ვინმეს ხო არ მივცე ფული მიშველეთ რამეთქო დახმარება ვითხოვო მარა ეგ იმ მომენტში ხარაკირის გაკეთების ტოლფასია, რამდენჯერ მიფიქრია მაგას ვოზამთქო, თან ველოდები ვიცი რო დამიდგება ეგეთი მომენტი და მაინც ვერაფერს ვაკეთებ
არ მჯერა რო ვინმე თამაშს თავს ანებებს
ჩემი ცხოვრებაც #####ან ესე როდემდე ვიყო
ბუნებითაც ეგეთი ვარ, მაგალითად მივდივართ მთაში სანადიროდ ხო? მე ბარში დაგელოდებით, მე ცხოველებს ვერ მოვკლავ, რასაც მოინადირებთ ჩამოიტანეთ შევჭამოთ, პაჟალსტა :boli: