მეჯიქ ტაიმერში მოგებული ნიკები მაინც დამალეთ, სირცხვილია უბრალოდ
მხოლოდ ჩვენნაირ ჩამორჩენილ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს ისეთი პოკერ რუმი როგორიც თქვენ ხართ.
პიკის საათების დროს, როდესაც 8 ათასი ონლაინ მოთამაშეა, როდესაც 150+ მაგიდაა გახსნილი, პლიუს ფასტის 100 მოთამაშე და შესაბამისად ბევრი მაგიდა, როდესაც წამში 50მდე დარიგება ხდება, ერთი და იგივე ადამიანი მიყოლებით რომ იგებს არანაირ ეჭვს არ იწვევს ხო? ეგ ნიკები ქეშზე არცერთ ლიმიტზე არასოდეს რომ არ ყოფილან არც ეგ იწვევს ეჭვს ხო? შუადღისას 3 საათში ოთხჯერ ერთი და იგივე ადამიანი რომ იგებს ეგეც შემთხვევით ხდება ხო?
დილის საათებში როდესაც ცოტა მაგიდაა, აბსოლიტურად ყველა გავხსენი, ჰოლდემიც, ომაჰაც და ფასტის მაქსიმალური რაოდენობაც. ბოლო წამებამდე მაქსიმალურად სწრაფად ვარეფრეშებდი ახალი მაგიდა რომ არ გამომპარვოდა და ისეთმა ნიკმა მოიგო არსად არ გამოჩენილა. ისეთი ნიკები იგებენ არავის არსად რომ არ შეხვედრია.
მოგწერ თუ გინდა ნიკებს და დაწერე ქეშზე ან ტურნირზე როდის თამაშობდნენ, რამდენი დარიგება აქვთ ნათამაშები და ა.შ.
ტყუილად არ დაწერო ვამოწმებთ და ვბლოკავთ ვინც საჭიროაო. უბრალოდ შემდეგ აქციას რომ მოიფიქრებთ ფულის გათეთრების სხვა გზები გამონახეთ, ასე იავნად არ შეიძლება.