Challenge: Road to Supernova (NL50 Zoom)
ჩელენჯის ხანგრძლივობა: 30 დღე (1-30 დეკემბერი)
დარიგებების რაოდენობა: 150K (დღეში 5K)
დასაწერი VPP ქულების რაოდენობა: 30K VPP (დღეში 1K)
ჩელენჯის მიზანი: Supernova-ს სტატუსის აღება და 7BB+/100-ზე პროფიტის დადება 200K ხელის შემდეგ.
სიტუაცია ჩელენჯის დაწყებამდე: დღემდე ნათამაშები მაქვს სულ 45K დარიგება, პროფიტი 4BB/100-ზე (5K ხელს ვითამაშებ დარჩენილ 3 დღეში)
გრაფიკი ჩელენჯის დაწყებამდე:

გრაფიკის აღწერა: პირველი 25K დარიგება კარგად წავიდა, ვთამაშობდი დისციპლინირებულ ABC პოკერს და პროფიტი მქონდა 1K+ ანუ 8BB+/100. მაგრამ რატომღაც მერე გადავწყვიტე აღარ მეთამაშა ქეში აქტიურად და ძირითადად ტურნირებზე გადავერთე. ზუმს ვთამაშობდი მხოლოდ მაშინ, როცა ექსპერიმენტების ხასიათზე ვიყავი ან ტილტში. მოკლედ უდისციპლინოდ ვთამაშობდი და შედეგიც სახეზეა 25K-დან 40K-მდე, 15K დარიგებაში, წავაგე 16BI, ანუ 800$. ამასაც მოხერხება უნდა, სგ მე

ამის მერე, ოქტომბერში, ევროპაბეთზე, მთელი თვის განმავლობაში, ყოველდღე ვთამაშობდი ქეშს NL100+ ლიმიტზე, დღეში მინიმუმ 10 საათი და საგრძნობლად მოვუმატე თამაშს პოსტფლოპზე, პროფიტიც სოლიდური მქონდა. ტურნირებსაც დაეტყო ეს პროგრესი. ნელ-ნელა მოვუმატე აგრესიას ჯერ პრეფლოპზე, მერე ფლოპზე, მერე ტერნზე და ბოლოს რივერზე( თუმცა რივერზე თამაშში ბევრ შეცდომებს ვუშვებ მაინც ჯერჯერობით, მაგალითად, ხშირად უნდა გავიდე მე-3 ბარელი და არ გავდივარ ხოლმე. ისეთ ხელს მაჩვენებენ შოუდაუნზე, 90% შემთხვევაში რომ დაყრიდნენ მე-3 ბარელი რომ გავსულიყავი.

) მოკლედ ეს აგრესიის მომატება საგრძნობლად დაეტყო შოუდაუნის გარეშე მოგებას. თამაშს უფრო მეტად ვაგებ ფოლდ ექვითიზე და ჯერჯერობით ამართლებს ეს სტრატეგია, ქეშზეც და ტურნირებზეც. თუ დააკვირდებით წითელ ხაზს, თქვენც შეატყობთ განსხვავებას. პროგრესი აშკარაა. სულ სხვა თამაშს ვთამაშობ ახლა, ვიდრე თუნდაც 2 თვის წინ ვთამაშობდი და აუცილებლად ვეცდები რომ ეს სტრატეგია რამდენადაც შესაძლებელი იქნება, ბოლომდე დავხვეწო და სრულყოფილებამდე მივიყვანო. ჯერჯერობით ბლომად მაქვს ლიკები და ვიმუშავებ მათ გამოსოწრებაზე. Let's GO

პ.ს. დიდი მადლობა GVS-ს პრაქტიკული და საჭირო რჩევებისთვის. შევეცადე გამეთვალისწინებინა ყველაფერი რაც მირჩია და ვფიქრობ ბოლოდროინდელი აფსვინგი სწორედ ამის შედეგია. ვინც არ იცით გეტყვით, რომ GVS ძალიან კარგი მოაზროვნეა, იდეაში ყველაფერი იცის პოკერში. ჩემი აზრით ჯობია კუნთავიკას <3

))
This post has been edited by Dasisdas on 28 Nov 2016, 13:06