]
Europe-Betლევან ეს ძმისგან შენ ეს :დ ქვეყნის ფული დამიჯდა სტუდია კი არ გაყვედრი ისე :დ ვთქვი 
ტექსტი
სანამ შენ სხვა ქალაქის მზის შეხებას გრძნობ და ეჩვევი,
მე ამ დროს მარტოობას ვებრძვი რომ კვლავ გადავაბიჯო
და რადგან გამართლდა და დავამტკიცე ჩემი ეჭვები,
მინდა რომ დაიმახსოვრო, უბრალოდ სწრაფად გარბის დრო.
რატომღაც ვერ გხედავ ახლა, რადგან შენამდე შორია,
იქნებ და გადაგვეშალა დროებით ის ჰორიზონტი,
რის გამოც ხშირია ახლა ეს ჩემი მელანქოლია
რადგანაც გადამიკეტეს უეცრად აეროპორტი..
მე მაისში მოვალ, ოღონდ ისე რომ წასვლას მთხოვ,
მე აღარ მინდა ინბოქსებში შენი ნახატი,
სადაც ჩემი სახე უნდა ჩანდეს, ალბათ სხვას ხატავ
და ალბათ სხვამ გაჩუქა - სამოგზაურო ბარათი...
სულ რაღაც სამი, არა წელი, უბრალოდ საათი..
არც ისე დიდი განსხვავება როგორც წესი განვიცდი..
უსიტყვოდ დაგტოვე, რადგან არ შემეძლო შენთან კამათი
და როგორც წესი "ზაფხულამდე" მაინც დაგიცდი...
მის:2x
სანამ შენ სხვა ქალაქის ქუჩებს შორის უბრალოდ ტკბები,
მე ამ დროს ძალას ვიკრებ, რომ შენამდე გადავდგა მთები,
აღარ ვსვამ და მაინც ვთვრები, კვლავ შენი ღიმილი მათრობს,
ვიცი რომც დაგვაჭრან ფრთები, გწამს რომ არ დაგტოვებ მარტოს...
და როცა მოლოდინი გაქვს და უცებ სხვაგვარად წყდება,
ის რაც შენი გგონია, არც ყოფილა - აღმოჩნდა სხვისი,
უბრალოდ ოცნებების და იმედის ბუშტები სკდება
და ისევ რომ შემოუშვი, დაუშვი გამონაკლისი...
მე ზუსტად აქ ვუშვებ შეცდომებს, რადგან დღეს ჩემში ქარია -
თუ ჩემთან მოსვლა ისევ გინდა, მჯერა გაცდები საზღვარს,
ხო იცი რაც შენ გაღიმებს, მეც ზუსტად ის მიხარია
და ერთად მივუძღვნათ ჰეფი ენდი ამ სევდიან ზღაპარს...
უბრალოდ დარჩი და მერე, თუ გინდა ერთად გავიქცეთ,
იქ სადაც სითბო გველის, ან დროებით კვლავ ზამთარია..
მინდა რომ არ დასრულდეს ის რაც ცოტახნის წინ დავიწყეთ,
უბრალოდ არ ღირს ფინიში, მანძილიც ასატანია..
...და ჩვენ დავრჩებით მარტო ხომ იცი ყველაფერს შევძლებთ,
მე რომ დღეს ყველაფერს დავთმობ შენთვის და მივაგდებ გვერდზე,
ჩვენს გარდა ვინ იცის?! არც არავინ - ამ ღიმილის ფასი,
ზუსტად იმ ღიმილის, რომ არაფერი მინახავს მსგავსი...
მის:3x
სანამ შენ სხვა ქალაქის ქუჩებს შორის უბრალოდ ტკბები,
მე ამ დროს ძალას ვიკრებ, რომ შენამდე გადავდგა მთები,
აღარ ვსვამ და მაინც ვთვრები, კვლავ შენი ღიმილი მათრობს,
ვიცი რომც დაგვაჭრან ფრთები, გწამს რომ არ დაგტოვებ მარტოს...
This post has been edited by monastera9090909 on 18 Feb 2017, 19:04