ASUS-TEKუცხოური რუმები რომელბსაც დაახლოებით ჩვენნაირი აქტიობა აქვთ ცოტა მეტიც,,, ავიღოთ დომი მაგალითად ტურნირების ბადეს განსხვავებული ფორმატით ქმნიან, სადაც როგორც წესი ფრიზებია ან რე-ენთრი (რებაი როგორც წესი არ აქვთ) მაგრამ საპრიზო ფონდები არის ბაი-ინთან შედარებით 20-40 ჯერ მეტი (ყოველდღიურ ტურნირებზე ვიძახი)... პირობითად აქვთ 40$ იანი ტურნირ სადაც საპრიზო გარანტირებული 750$ არის.
საქართველოში 40 ლარიან ტურნირზე 750 რომ გააკეთო საპრიზო შენც ხო ხვდები რომ არავინ შემოვა?
ამიტომ იძულებული ხარ 750 ლარიან ტურნირზე 2.5 გააკეთო საპრიზო და რებაი დაუმატო რადგან ჩვენი მომხარებლები ასეთ ტურნირებს არიან მიჩვეული...
ვცადე მე დაახლოებით 1 წლის უკან შემეცვალა ეს დამოკიდებულება და შემქმნა 50 ლარიანი ტურნირები 1000 ლარი გარანტიით და ეს ყველაფერი იმით დამთავრდა რომ 6 კაცი შემოვიდოდა- ოლინს გააკეთებდა და ტურნირი სრულდებოდა, მასა არ ინტერესდებოდა

მასა კიდე ყველა ლიმიტზე განსხვავებულია... პირობითად 11 ლარიან ტურნირებს ღამე რაც გვაქვს 4321 და 5055 იანს თამაშობს დაახლოებით 200 კაცი მეტი არა... ეს ტურნირები რომ გახდეს 2000 ლარიანი და ფრიზი,,, 200 კაციც არ შემოვა და იქნება 60-70 კაცი ვინც ითამაშებს უკეთეს შემთხვევაში 120-150 რაც ისევ და ისევ ოვერლეის გამოიწვევს და მოგვიწევს ტურნირის საპრიზოს დაწევა...
რატომ არის დიდი სასტარტო სტეკები? იმიტომ რომ ტურნირზე ვინც 11 ლარით შემოვა ჰქონდეს შანსი მაქსიმალურად დიდხანს ითამაშოს და გამართლების შემთხვევაში მოხვდეს საპრიზოში ერთი ბაი ინით..
ტურნირი ისეთია რომ ყოველთვის 80% ზე მეტი რჩება საპრიზოს გარეშე და მხოლოდ 20% მდე გადის საპრიზოში ამიტომ ტურნირს როცა თამაშობ უნდა გააცნობიერო რომ შეიძლება საპრიზოში ვერ მოხვდე ყველა ტურნირზე, თუმცა თუ რეგულარად და კარგად თამაშობ აუცილებლად გახვალ თვის ჭრილში + ში ტურნირებზე..
ბევრი ფორუმელია რომელიც ტურნირებს თამაშობს და არის კარგ + ში.
არიან ისეთებიც რომლებსაც ნაკლებად უმართლებს და ამის ბევრი მიზეზია, კვალიფიკაციით დაწყებული, არასაკმარისი აქტიობით დამთავრებული... კვირაში 1-5 ტურნირს რომ ითამაშებ და + ვერ დადებ არ ნიშნავს რომ ცუდი რუმია და სექტით არის სავსე...
საქართველოს პოკერი ეს ის ადგილია სადაც 3-4 წლის უკან 1000 ლარიანი ტურნირები იყო 20 თეთრი ბაი-ინებით და ხალხი ამ პირობებში თამაშით მიეჩვია პოკერს...
ავიღოთ კონკურენტი რუმის მაგალითი... 13:00 ზე მათ აქვთ 1000 ლარიანი 5.5 ტურნირი ფრიზაუთი... უკვე ერთი 6-7 თვეა ეს ტურნირი სტაბილურად 160 მოთამაშეზე მეტს ვერ აგროვებს...
ჩვენ იგივე დროს გვაქვს 2.5 იანი რებაი ედნოი 1111 ლარიანი და ბოლოს არ მახსოვს როდის იყო ამ ტურნირზე 1300 ლარზე ნაკლები საპრიზო ასული.
რატომ ხდება ასე? იქ ხომ არის ფრიზი,, იქ ხომ მეტი ფიშია, მეტი მოთამაშეა იდეაში?
პასუხი მარტივია: 5.5 ლარის გადამხდელი გაცილებით ნაკლებია ვიდრე 2.5+ ქართველს ფრიზი არ უყვართ,, მასას,,, რადგან ძალიან "გმირი ქოლების" მოყვარული ხალხი ვართ... და ყოველთვის უნდა მე-2,მე-3 შანსი,,, რასაც ჩვენი მულთი ენთრი, რებაი-ედონი აძლევთ...
მასაზე ვმუშაობთ და მასაზე გათვლილი ტურნირები გვაქვს და არა კონკრეტულ რეგულარებზე.
რეგულარებს რეიქბექი გაქვთ და შეგიძლიათ მაგ ინსტრუმენტით ნახოთ პროფიტი,,, ტურნირის რეგულარებმა კი ეცადეთ დაჩაგროთ სუსტი ფიში ტურნირებზე დისტანციით... ან აიმაღლოთ კვალიფიკაცია.
გუშინ ჩავუშვი ახალი სატესტო აქცია მაინტერესებს რამდენი მოთამაშე გყვავს ვინც 1 ლარი ან მეტი ბაი-ინის მქონე ტურნირზე გადის საპრიზოში,,,
მარტის შუა რიცხვებში გეტყვით შედეგებს,, დარწმუნებული ვარ რამოდენიმე ფორუმელი მოხვდება ტოპ 25 კაცში ვინც ბევრ საპრიზო ადგილებზე გადის რეგულარულად.
და ბოლოს, ვიმეორებ კითხვას,,,
რომელიმე თქვენგანი ითამაშებთ 600 ლარიან ტურნირს სადაც ბაი-ინ 20 ლარია და ფრიზი იქნება?
ალბათ არა...
მაგრამ რეაულად დღევანდელი აქტიობის გათვალისწინებით ქართულ ბაზარზე,,, სწორედ ეს სტრატეგიაა სწორი როგორც ჩვენი ისე კონკურენტის მხრიდან,,,
თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ პირველი რომელიც დაიწყებს მოთამაშეთა მენტალიტეტის ცვლილებაზე მუშაობას რადგან ესაა წამგებიანი...
თუ ორივე რუმი აყვება ტენდენციას მაშინ კი...
ეს დაახლოებით იგივე თემაა რაც იყო IP კონტროლის დაწესებაზე,,, დავიწყეთ ჩვენ,, წავაგეთ ბევრი ამ დროს და მერე აგვყვნენ... და თვითონაც დააწესეს ეს კონტროლი.
ტურნირები, სითენგოუ, ჯეკპოტიანი მაგიდები უკეთესი პროგრამა და რეიქბექი,,, ეს ის ინსტრუმენტებია რითაც ვინარჩუნებთ კონკურენციას ბაზარზე, ამათგან არცერთის დათმობაზე ჯერ ვერ მივდვირთ...
ცოტა ხანში კონკურენციას გავაძლიერებთ სპინ ენდ გო მიმართულებით...
აქციებზეც არის ცვლილებები და ვნახოთ რა გამოვა...
alfinio << ეს არის გუშინ შიდა დატესტილი აქციის შედეგი, დავტესტეთ ლობიში, უბრალოდ თქვენ ვერ ხედავდით აქციის მსვლელობას

მოცემულია მოთამაშეები ლოგ-ინების მიხედვით და მათი სარეიტინგო ქულები იგივე პრინციპით რითაც დღეს დაიწყება აქცია 00:00 ზე.
This post has been edited by Europe-Bet on 28 Feb 2017, 17:25
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)