გამარჯობა,
აქციის დაწყების მერე მინდა გითხრათ რომ 18% ით გაიზარდა მოთამაშეთა აქტიურობა საიტზე, რაც უკვე კარგი შედეგია... ხვალ და შემდეგ დღეებში ველით აქტიურობის ზრდას გამომდინარე იქიდან რომ სმს-ები მიუვათ და ბევირ გაიგებს აქციის წესებს.
ამ ეტაპზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება საქართველოს ონლაინ პოკერში ბოლო 3 წლის განმავლობაში არსებულ ტენდეციაზე.
პარალელებს გავავლებ 2 კონკურენტ რუმს შორის "ევროპა-ბეთი" და "აჭარაბეთი"
სტატისტიკის ანალიზისთვის ავიღოთ საშუალო აქტიურობა ყოველ 30 დღეში ერთხელ.
2014 წლის ივნისი-ივლისი-აგვისტო
ევროპა- 400 აჭარა 1000
2014 წლის სექტემბერი-ოქტომბერი
ევროპა- 500 აჭარა 900
2014 წლის ნოემბერი დეკემბერი
ევროპა- 420აჭარა 1700 << ამ პერიოდში აჭარის ასეთი ზრდა განაპირობა პოკერ მასტერის აქციამ.
თუმცა როგორც კი აქცია დასრულდა 1700 იანი აქტიურობა უმალვე დაეცა ისევ საშუალო 1000 ზე.
2015 წლის იანვარი-მარტი
ევროპა-500 - აჭარა 900
2015 წლის აპრილი-აგვისტო
ევროპა 350 აჭარა 600
2015 წლის სექტემბერი-დეკემბერი
ევროპა- 350 - აჭარა 600
2016 წლის იანვარი-მარტი
ევროპა - 450 აჭარა 550
2016 წლის აპრილი-აგვისტო
ევროპა -300 აჭარა 500
2016 წლის - სექტემბერი-დეკემბერი
ევროპა - 350 - აჭარა 550
2017 წლის იანვარი-თებერვალი
ევროპა -350 აჭარა 650
როგორც ხედავთ ბოლო 3 წელიწადში ევროპის საშუალო იყო დაახლოებით 450 მოთამაშე აჭარის კი იყო 1000 ის ფარგლებში თუმცა აქციის გარეშე 550 მდე არიან დაწეული.
პირობითად რომ ავიღოთ გამოდის მსოფლიო პოკერის კრიზის ფონზე ბოლო 3 წელიწადში ჩვენ 30% იანი კლება გვაქვს აჭარას კი დახლოებით 45% თუმცა რაოდენობრივად მათ საშუალოდ 450 მოთამაშე დაკარგეს როცა ჩვენ 150 დაახლოებით.
აქ საუბარია სტატისტიკაზე როცა 1 საშუალო საათის განმავლობაში რამდენი თამაშობს ქეშ მაგიდაზე...
ეხლა რომ შეხვიდეთ პოკერსკაუტზე ნახავთ რომ ევროპაზე 650 მოთამაშეა ქეშზე თუმცა საშუალო დღიური ჯერ-ჯერობIთ 350 გვაქვს, აჭარაზე ამ ეტაპზე 1100 ია ქეშზე თუმცა საშუალო დღიური 800 ზეა დაწეული და კიდე ვდაიწევს რადგან ახალი აქციის დაანონსებამდე საშუალო 500 ჰქონდათ და მერე 1 კვირაში 900 ზე ავიდნენ და ეხლა კლებას განიცდიან რომელიც საბოლოო თვის ბოლოს გამოჩნდება რეალურ ციფრებში.
ამით იმის თქმა მინდა რომ ჩვენ უფრო მეტი ლოიალურად განწყობილი მოთამაშე გვყავს, რომლებიც ჩვენი პირობებით კმაყოფილია, რეიქბექი, ჯეკპოტი, კარგი პროგრამა და ა.შ. სწორედ ასეთ მოთამაშეებზე გათვლილი პოკერით ჩვენ ვახერხებთ რომ ვიყოთ ბოლო 2 წლის განმავლობაში #1 რუმი საქართველოში რომელიც კრიზის უფრო იოლად აღწევს თავს ვიდრე სხვა რომელიმე რუმი.
კარგი იქნება თუ ასეთ საკითხებზე გვექნება მსჯელობა ამ თემაში და სიამოვნებით მოვისმენდი მოთამაშეების კომპეტენტურ მოსაზრებას.
თუ ვინმეს გაინტერესებთ რა დღეში არიან იგივე შედეგებთან მიმართებაში სხვა ცნობილი რუმები აქვე გეტყვით:
ბოლო 3 წლის წინანდელი აქტიობა >დღევანდელის წინააღმდეგ
888 პოკერი იყო> 2500 >ეხლა არის 2100
Winamax პოკერი იყო> 1750 >ეხლა არის 1400
Partypoker იყო 2000 ეხლა არის 1100
IPOKER იყო 2200 ეხლა არის 1000
MPN იყო 1300 ეხლა არის 900
და რაც მთავარია
პოკერსტარი - როცა იყო ერთიანი პოკერი იყო 25000 და ეხლა ყველა პოკერსტარის კომპანია ერთად (მთავარი, ფრანგული, იტალიური და ა.შ) არის 19 000 ის ფარგლებში.
This post has been edited by Europe-Bet on 1 Mar 2017, 20:11
მიმაგრებული სურათი