აი ამის წაკითხვა მინდოდა...
რამდენჯერაც სახე გავაძრე ბოტებს გამექცნენ პირდაპირი მნიშვნელობით...
ფიჭვიმარტო შენი ბრალია და სხვა არავის... დისტანციას ვგულისხმობ...
თორე 1 კვირის წინ ვიძახდი NL20-ზე ვინ უნდა მომიგოს მეთქი მარა 3 დღე ისეთი სვინგი მომცა კინაღამ ხელი ჩავიქნიე...
ზუსტად მაგდენი ხანია რაც NL20 ავედი... მანამდე 10K ხელი ვითამაშე NL10-ზე რომ გავხურებულიყავი... 2 წელია ქეში არ მითამაშია...
ბოლო დღეებში რამოდენიმე რეგი შემიეხმიანა ძალიან მეგობრულად და ბევრი არაფერი გაგვირჩევია პოკერის პონტში, მაგრამ მივხვდი რომ ის ძველი თორნიკე ვერ მოიგებდა ამ NL20-ზე როგორც ადრე იგებდა...
ჰოდა გუშინ ღამის 4-მდე პოზიციების მიხედვით პრეფლოპ ოუფენინგ ჩარტები გავაკეთე... ექსელიც დავღალე და მეც დავიღალე ბოლოს...
დღეს 3ბეთ ჩარტები უნდა გამეკეთებინა, მაგრამ გადავიფიქრე... ჯერ ეს უნდა დავტესტო და დალშე ინტუიციურად არც ისე ცუდად გამომდიოდა მაინც 3ბეთ პოტებში თამაში და რაღაცას ვიზამ...
სანამ ჩარტს გავაკეთებდი მანამდე ძმაკაცს ველაპარაკე... ერთად დავიწყეთ პოკერი და ეგ მალევე მოშორდა მარა ჩემგან ინფოებს სულ იღებს და გვერდში მიდგას მოკლედ...
მეთქი ისე შეიცვალა ქეშ თამაში რომ ადრე BU-ზე რასაც ვხსნიდი მგონი UTG-დან მომიწევს იგივეს გახსნა მეთქი და როცა ბიძია გუგლი შევაწუხე და თანამედროვე სტრატეგიებს გადავხედე ზუსტად იგივე მივიღე... BU თუ არა CO რეინჯი ნაღდადაა დღევანდელი UTG...
მოკლედ ჩემო თენგიზ დაჯექი და იმუშავე შენს თავზე...
ხო ხედავ მეც იმ დონემდე დავეცი რომ ჩემს თავში ეჭვი მეპარება რომ NL20-ს ვუგებ...
მარა სახეს გავაძრობ...