Raise_Your_Edge
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 302
წევრი No.: 243032
რეგისტრ.: 24-May 18
|
#54519283 · 16 Apr 2019, 17:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სვინგი თუ გაქვს და ლიმიტი აწიე ეგ ცალსახად შეცდომაა, მაგ დროს პირიქით ხდება როგორც წესი. მაგრამ ვერაფერს იზავ, უნდა გადაიტანო ეგ ხელები, ყველას ქონია ეგეთი დისპერსია, ვერაფერს უშველი. მაგიდები შეამცირე და სესიებიც ცოტახანს. * * * აფრენები და დაცემები, რომლებსაც თქვენ განიცდით მოკლე დისტანციაზე - ისეთივე შემადგენელი ნაწილებია პოკერის, როგორც ფსონები, რეიზები და ფოლდები. იმისათვის რომ გახდე მომგებიანი მოთამაშე, ძალიან მნიშვნელოვანია გაიაზრო და მიიღო დისპერსია, როგორც პოკერის ერთ-ერთი ასპექტი. თავს როგორ იგრძნობდით, თუ მოხვდებოდით ცუდ პალასაზე, რომელმაც 20 ბაი-ინი დაგაკარგინათ? დაფიქრდებოდით თუ არა თქვენს თამაშზე? იგრძნობდით თავს ცუდ მოთამაშედ? იმ დროს, როცა შეიძლება ეს ყველაფერი ნიშნავდეს, რომ მართლაც მინუსავოი მოთამაშე ხართ, ან უბრალოდ ყველაფერი დისპერსიის ბრალია.
მე ვაპირებ განვიხილო შემდეგი საკითხები:
● როგორი დისპერსიის რყევებია მოსალოდნელი? ● რა არის თქვენი წაგების მიზეზი (თუ თქვენ აგებთ): უიღბლობა თუ თქვენი ცუდი თამაში? ● რამდენი დარიგება უნდა ითამაშოთ გარკვეულ ლიმიტზე, რომ გამოიტანოთ დასკვნა თქვენი ვინრეიტის შესახებ.
სანამ დავიწყებ, მინდა გავაკეთო აქცენტი შემდეგზე - რაც უფრო დიდია თქვენი ვინრეიტი, მით ნაკლებად გემუქრებათ დიდი დაუნსვინგები და გრძელი ნოლოვანი პერიოდები. ახლა ამ აზრის კარგად გააზრების შემდეგ, შეგვიძლია შევუდგეთ თითოეული საკითხის დეტალურ განხილვას.
მზადყოფნა დისპერსიის რყევებისთვის ყველაფრის დასაანგარიშებლად, ვაპირებ გამოვიყენო “Poker Variance Simulator”, რომელიც ხელმისაწვდომია საიტზე: www.evplusplus.com. პარამეტრებს ვაყენებთ შემდეგნაირად: დისტანცია - 40,000 დარიგება, სცენარების რაოდენობა - 1,000(მაქსიმუმ) , სტანდარტული გადახრა ( Standart Deviation) - 55. ვარიაციას განიცდის მხოლოდ ვინრეიტი. რატომ 40,000 დარიგება? საშუალოდ ასეთ დისტანციას ვთამაშობდი ყოველ თვე, ჩემი 2011წლის ჩელენჯის დროს. სტანდარტული გადახრაც ჩემი ჩელენჯის სტატისტიკიდან ავიღე.
user posted image
გთავაზობთ დააკვირდეთ ჩემს სტატისტიკას, კონკრეტულად კი ვინრეიტს და სტანდარტულ გადახრას (Std Dev bb).
განვიხილოთ სამი მოთამაშე: ● ვინრეიტით 2bb/100 (საშუალოდ მომგები) ● ვინრეიტით 5bb/100 (სტაბილურად მომგები) ● ვინრეიტით 8bb/100 ( ლიმიტის დამპყრობელი) მაშ ასე, მინდა გავიგო თუ როგორი რყევები ელოდებათ თითოეულ მათგანს 40,000 დარიგებაში.
დისპერსია: მოთამაშე ვინრეიტით 2bb/100
ქვემოთ მოცემულ ფოტოზე, შეგიძლიათ დაინახოთ დისპერსიის სიმულატორის რეზულტატები: თუ როგორია ამათუიმ დაუნსვინგის ალბათობა ამ მოთამაშისთვის.
user posted image
როგორც გრაფიკიდან ჩანს, ყველაზე დიდი შესაძლო დაუნსვინგი, 2bb/100 ვინრეიტის მქონე მოთამაშისთვის 40,000 დარიგებაში არის 31 ბაი-ინი. ამას გარდა: ● არსებობს 80%-იანი ალბათობა 7 ბაი-ინიანი დაუნსვინგისა; ● არსებობს 50%-იანი ალბათობა 9 ბაი-ინიანი დაუნსვინგისა; ● არსებობს 20%-იანი ალბათობა 13 ბაი-ინიანი დაუნსვინგისა. ყველაზე დიდი შესაძლო ნოლოვანი პერიოდი ამ მოთამაშისთვის არის 40,000 დარიგება; ასევე არსებობს 50%-იანი ალბათობა 18,000 დარიგებიანი ნულოვანი პერიოდისა. აქედან გამომდინარეობს, რომ ასეთი საშუალო-მომგებიანი მოთამაშის შანსი მოხვდეს გრძელ ნულოვან პერიოდში, იმდენივეა, რამდენიც არ მოხვედრა.
დისპერსია: მოთამაშე ვინრეიტით 5bb/100
აქ სიტუაცია უკეთესადაა, ვიდრე წინა შემთხვევაში. სხვათაშორის 5bb/100 ვინრეიტი მქონდა მეც ჩემი ჩელენჯის დროს, NL10 და NL25-ზე.
user posted image
საინტერესოა, რომ ყველაზე დიდი შესაძლო დაუნსვინგი ამ მოთამაშისთვის სულ რაღაც 20 ბაი-ინია. ეს დიდი პროგრესია. შესაძლო დაუნსვინგების ალბათობაც შეიცვალა: ● არსებობს 80%-იანი ალბათობა 5,5 ბაი-ინიანი დაუნსვინგისა; ● არსებობს 50%-იანი ალბათობა 7 ბაი-ინიანი დაუნსვინგისა; ● არსებობს 20%-იანი ალბათობა 10 ბაი-ინიანი დაუნსვინგისა. ყველაზე დიდი შესაძლო ნოლოვანი პერიოდი 5bb/100 ვინრეიტის მქონე მოთამაშისთვის, კვლავ 40,000 დარიგებაა. მაგრამ არის კარგი ამბავიც, ნულოვანი პერიოდი, რომლიც ხდება 50% ალბათობით, ახლა უკვე უტოლდება მხოლოდ 12,000 დარიგებას.
დისპერსია: მოთამაშე ვინრეიტით 8bb/100
და ბოლოს შევხედოთ მოთამაშეს, რომელიც ლიმიტს აპობს smile.gif
user posted image
როგორც ვხედავთ, ასეთი მოთამაშისთვისაც კი ყველაზე დიდი შესაძლო დაუნსვინგი 20 ბაი-ინია. შესაძლო დაუნსვინგების ალბათობებში საქმე უკეთესადაა: ● არსებობს 80%-იანი ალბათობა 4,5 ბაი-ინიანი დაუნსვინგისა; ● არსებობს 50%-იანი ალბათობა 6 ბაი-ინიანი დაუნსვინგისა; ● არსებობს 20%-იანი ალბათობა 8 ბაი-ინიანი დაუნსვინგისა. ყველაზე დიდი შესაძლო ნოლოვანი პერიოდი ამ მოთამაშისთვის არის 39,000 დარიგება. ნულოვანი პერიოდი, რომელიც ხდება 50% ალბათობით, უტოლდება 7,500 დარიგებას.
ვინრეიტი რომელიც თქვენ ოდესღაც გქონდათ, ან ფიქრობთ რომ ეხლა გაქვთ, არ გაძლევთ არანაირ გარანტიას რეზულტატებზე. ზემოთ განხილული სამი მაგალითიდან, შეგვიძლია გამოვიტანოთ შემდეგი ორი დასკვნა:
1. ყველაზე ცუდი სცენარი, სამივე მოთამაშისთვის თითქმის ერთნაირია - 20 და მეტ ბაი-ინიანი დაუნსვინგი, ნულოვანი პერიოდი სიგრძით 40,000 დარიგებით.
2. მაღალი ვინრეიტი მართლაც ამცირებს დიდი დაუნსვინგების ალბათობას და გრძელ ნულოვან პერიოდებს. ამიტომ ვინრეიტის გაზრდა, ერთერთი საუკეთესო საშუალებაა დისპერსიის რყევებისგან თავის დასაცავად. ეს ასევე არგუმენტია იმისათვის, რომ ითამაშოთ ნაკლებ მაგიდაზე, ამით თქვენ გექნებათ უფრო მეტი დრო სააზროვნოდ და ოპონენტებზე დასაკვირვებლად, რაც დადებითად აისახება თქვენს ვინრეიტზე.
ახლა, როდესაც გავარკვიეთ, რომ კარგ მოთამაშეებსაც შეიძლება ქონდეთ გრძელი მინუსავოი და ნულოვანი პერიოდები, მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ გავარკვიოთ - თქვენი შემთხვევა ნამდვილად მხოლოდ დისპრსიის რხევების ბრალია თუ საქმე თქვენს თამაშშია.
დისპერსია და წაგება მაშ ასე, როგორ გავიგოთ თქვენ აგებთ იმიტომ, რომ ხართ მინუსავოი მოთამაშე თუ უბრალოდ არ გიმართლებთ? ამ კითხაზე პასუხის გაცემა შეიძლება რამდენიმე მეთოდით:
1.გაანალიზეთ დიდი ბანკები. გაფილტრეთ დარიგებები, სადაც თქვენ წააგეთ დიდი ბანკები (80bb+) და დაყავით ისინი შემდეგ კატეგორიებად:
A. ცუდი თამაში. არსებული ინფორმაციის გაანალიზებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენ ვითამაშეთ ცუდად. B. არ გაგვიმართლა. თქვენ გაათამაშეთ თქვენი ხელი ოპტიმალურად, მაგრამ დაეტაკეთ ოპონენტის ყველაზე მაღალ დიაპაზონს. C. ბედბითი. თქვენ დაოლინდით კარგი შანსებით, მაგრამ არ გაგიმართლათ და წააგეთ. თუ თქვენ ბანკების უმეტესი ნაწილი წააგეთ გაუმართლებლობის (B) და ბედბითის (C ) გამო, ესეიგი დამნაშავე დისპერსიაა. და თუ წააგეთ, თქვენი ცუდი თამაშის (A) გამო, მაშინ თქვენ სერიოზული ხარვეზები გაქვთ თამაშში, რომლებზეც უნდა იმუშაოთ. გამოცდილების მატებასთან ერთად, უფრო ადვილი იქნება თქვნთვის განსაზღვროთ, თუ რომელი დარიგება, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება. ასეთივე მეთოდით შეიძლება მოგებული ბანკების გაანალიზება: არიან ისინი თქვენი კარგი თამაშის შედეგი თუ უბრალოდ გიმართლებდათ?
2. გაანალიზეთ თქვენი თამაშის საერთო კანონზომიერებები. გახსენით თქვენი სტატისტიკის ბაზა, შეისწავლეთ ის და უპასუხეთ შემდეგ კითხვას: აჩვენებთ თუ არა კარგ პლიუსავოი თამაშს? თუ არა, მაშინ თქვენს თამაშში ბევრი ხარვეზია, მიიღეთ ყველა საჭირო ზომა, რათა ეს გამოასწოროთ.
3. გაანალიზეთ თქვენი არსებული და მოსალოდნელი (EV) რეზულტატები. თუ თქვენ აგებთ, მაგრამ ამავდროულად მიდიხართ EV მაჩვენებელი ხაზიდან ბევრად ქვემოთ. არ შეიტანოთ თქვენს თამაშში რაიმე სერიოზული ცვლილებები. უბრალოდ განაგრძეთ თამაში, ისე როგორც თამაშობდით, გავა დრო და დისპერსია ყველაფერს დააბრუნებს.
ვინრეიტი რა დისტანციაა აუცილებელი სათამაშოდ იმისათვის, რომ ზუსტად დავადგინოთ ჩვენი ვინრეიტი? სამწუხაროდ ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. სიმართლე რომ ვთქვათ, ამ თემასთან დაკავშირებული დისკუსიების უმეტესობა სუბიექტურია და წარმოადგენენ სუფთა თეორიულ ინტერესს. თქვენი თამაში ყოველთვის უნდა იცვლებოდეს და უმჯობესდებოდეს, და ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ განვლილი 100,000 დარიგების შემდეგ, თქვენ როგორც მოთამაშე საერთოდ არ შეიცვალეთ. ასე რომ, ნებისმიერი ვინრეიტი, რომელიც თქვენ გქონდათ რაღაც X დარიგებაში, განსაზღვრავს მხოლოდ იმას თუ როგორი მოთამაშე იყავით, და არა იმას თუ როგორი მოთამაშე ხართ ახლა. მიუხედავად ყველაფერი ზემოთ თქმულისა, თუ თქვენს გრაფიკზე 250,000+ დარიგებაში ჩანს სტაბილური გადახრა რომელიმე მიმართულებით, მაშინ სავარაუდოთ ეს ტენდენცია ასე გაგრძელდება.
--------------------------------------
აქვე ვნახე ფორუმზე ეს სტატია და გადაავლე თვალი მაინც.
|