მოკლედ, ნარდის და დომინოს ტურნირებს ვთამაშობ ხანდახან და სულ 1/64-დან მაწყებინებს 70-80 მოთამაშეში... ამიხსნეს რომ შემთხვევითობის პრინციპიაო, თუმცა რომ დავიანგარიშე, სადღაც 1/1M შანსებიც არ იყო, იმდენჯერ გამიკეთა ასე ზედიზედ...
ლაივ ჩატში ბოლო მიმოწერა: (ეს ტურნირი არ მითამაშია, თუმცა კატოს რატომღაც ეგონა, რომ ეს მისი სასარგებლო არგუმენტი იყო)
კატო:
დღევანდელ ნარდის უფასო ტურნირზე დარეგისტრირდა 942 მომხმარებელი და თამაში დაიწყეს 1/1024 პოზიციიდან. ამ რაოდენობის მოთამაშეებში ალბათობა იმისა, რომ აუცილებლად თქვენ გადაახტებით რომელიმე საფეხურს ძალიან დაბალია, თუმცა როგორც თავად ახსენეთ, შარშან ფიქსირდებოდა ხოლმე მსგავსი შემთხვევა
მე:
1/1024 ფინალი ნიშნავს, რომ იმართება 1024 მატჩი, საიდანაც გამოვლინდება ამდენივე გამარჯვებული, რომლებიც გააგრძლებენ თამაშს 1/512 ფინალში, სადაც ასევე გაგრძლდება ვიდრე ფინალში არ მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა. აი 924 მოთამაშეს შორის 1/1024 ფინალი რა შუაშია?

კატო:
ვწუხვარ, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ხაზზე ვერ დაგაყოვნებთ. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ისევ. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ
პ.ს. დდშვც
if I had one wish, I would ask for a big enough ass for the whole world to kiss - Marshall Bruce Mathers :)