ჩემი პატივისცემა, რომ არ დაიზარეთ და ეგ სტატისტიკა შეადგინეთ

მაქვს ბედნიერება იმისა, რომ ყველა მათგანს პირადად ვიცნობდე, 2-3 ადამიანის გარდა ყველას წინააღმდეგ მითამაშია და საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი მათი სიძლიერე. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მაგ სიაში მართლაც ჩვენი ქვეყნის უძლიერესი მონარდეების სახელებს ვკითხულობთ...
თუმცა, აქვე უნდა ავღნიშნო, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო მაგ სიას სულ ცოტა, რამდენიმე სახელი ნამდვილად აკლია. მათ შორის ერთის - ისეთის, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით მაგ სიის თავში იქნებოდა რეგულარულად რომ მონაწილეობდეს ფედერაციის მიერ ჩატარებულ ტურნირებში... geonardi.ge - ზე დევს უფრო ვრცელი სია, განსაკუთრებით 2019 წლის არქივში...
რაც შეეხება იმას, თუ როგორ განისაზღვრება ნარდში მოთამაშის სიძლიერე და რამდენად სწორად ასახავს ნარდის ოსტატის სიძლიერეს მხოლოდ მოგება-წაგების პროცენტი, ეს თაობების კამათის საგანია ათწლეულების მანძილზე.

კონკრეტულად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მონარდის ძალის შესაფასებლად საჭიროა მინიმუმ 400 გამოცდილების ქულა 9 ქულიან(და ზემოთ) მატჩებში. განსაკუთრებით მაშინ, თუ საუბარია მოგება-წაგების პროცენტზე ან FIBS-რეიტინგზე. თუმცა, დღეისათვის უკვე არსებობს სხვა, უფრო სანდო პარამეტრები(PR/ER) და აქაც 400 point experience არის საჭირო, იმ განსხვავებით, რომ 9 ქულიანი(და ზემოთ) მატჩების 200 EXP საკმარისია, დანარჩენი 200 EXP თუნდაც 7p და 5p მატჩები იყოს.
სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე არ ხდება PR რეიტინგის შედგენა/განახლება. PR რეიტინგს ვინ ჩივის, FIBS-რეიტინგიც კი არ გვაქვს...
თქვენს მიერ შედგენილ მოგება-წაგების პროცენტულ(ე.წ. WR) რეიტინგს რაც შეეხება, შესაძლოა, გარკვეულწილად მცდარი იყოს, ანუ სრული სიზუსტით ვერ აჩვენებდეს ამა თუ იმ მონარდის სიძლიერეს დაკავებულ ადგილთან შედარებით, რადგან
ა) მოყვანილ სტატისტიკაში მატჩების აბსოლუტური უმრავლესობა 7 ქულიანია, ანუ 400 point experience-ზე გაცილებით მეტია საჭირო ზუსტი სურათის მისაღებად(მინიმუმ 100 მატჩი)
ბ) მოყვანილ რეიტინგ-ლისტში ნახევარზე ნაკლებს აქვს 100 მატჩზე მეტი ჩატარებილი
გ) მეტ-ნაკლებად თანაბარი მოწინააღმდებეების უთიერთშეხვედრებისას, გარკვეულ დისტანციაზე მოქმედებს ე.წ. "იღბლის ეფექტი", ანუ შესაძლოა 25-30 მატჩის შემდეგ 6.5 PR სიძლიერის მოთამაშეს ჰქონდეს უკეთესი მაჩვენებელი 4.0 PR სიძლიერის მოთამაშესთან შედარებით, მაგრამ 100-100 მატჩის შემდეგ 99.999% ალბათობით შედარებით ძლიერი მოთამაშის მაჩვენებელი ყოველთვის აჯობებს მასთან შედარებით სუსტისას...
და ბოლოს, სამწუხაროდ, ქართული ნარდი, ისევე როგორც არაერთი სხვა ქართული სპორტის სახეობა ჩაკეტილ წრეზე დადის - უკვე რამდენი წელია, ნარდის სხვადასხვა ქართული ფედერაციებისა თუ ასოციაციების ეგიდით გამართულ ტურნირებში ძირითადად ერთი და იგივე მონარდეები ტრიალებენ, და სამწუხაროდ, აგერ უკვე 10 წელზე მეტია მათი რაოდენობა 50-საც ვერ ასცდა! სწორედ ამიტომ არის, რომ თქვენს მიერ მოყვანილ სიაში მხოლოდ 8-10 კაცს თუ ექნება 100 მატჩის ფარგლებში(და მეტი) ჩატარებული ბოლო 2 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ადვილი შესაძლებელია ცდომილებები ზემოთ მოყვანილ WR რეიტინგ-ლისტში ნარდის ოსტატების მიერ დაკავებულ ადგილებსა და მათ რეალურ სიძლიერეს შორის. ზოგადად, ჩემი გადმოსახედიდან, შესაძლოა ეს სურათი რაღაც დოზით პასუხობდეს რეალობას, მაგრამ ზედმიწევნით ზუსტი ნამდვილად არ იქნება! მით უმეტეს, რომ როგორც უკვე ავღნიშნე ამ სიას არაერთი ძალიან მაგარი მონარდე აკლია ეს რაც მე ვიცი...
სავარაუდოდ, კიდევ ძალიან ბევრი ძალიან ძლიერი მოთამაშის შესახებ არც კი ვიცით, რადგან როგორც უკვე ავღნიშნე, ქართული ნარდი ძალიან დიდი ხანია ჩაკეტილ წრეზე მოძრაობს და ახალი სახეების ძალიან სერიოზული დეფიციტი აქვს, ჩვენი ქვეყნის უძლიერეს მოთამაშეების აღმოჩენაზე რომ აღარაფერი ვთქვათ...
P.S. იმედი მაქვს, ამომწურავი პასუხი გავეცი თქვენს კითხვას
This post has been edited by BG_UNIVERSAL on 16 Aug 2021, 23:10