კი დღეს პრემიერ მინისტრმა თქვა პირველ ეტაპზე მოხდება რეკლამის აკრძალვა და ასაკის ზღვარის აწევა 25 წლამდეო, მეორე ეტაპზე სრულად აკრძალვაო. ამასთან, არც ერთი ეტაპის ხანგრძლივობა არ დაუკონკრეტებია.
ადვილი სავარაუდოა, რომ პირველი ეტაპი დაიწყება საპარლამენტო არჩევნებამდე და მეორე ეტაპი იქნება იმავე საარჩევნო დაპირება. ნუ, ეს საუკეთესო შემთხვევაში...
არც ისე მარტივია 2-3 წელიწადში სათამაშო ბიზნესის აკრძალვა, ჯერ მარტო ბიუჯეტის შევსების ალტერნატიული შევსების წყაროს მოძიება/შექმნაა საკმაოდ სერიოზული პრობლემა... სხვა დანარჩენზე აღარაფერს ვამბობ...
რაც შეეხება განცხადების აბსურდულობას: - მიზეზად რა თქვა იცით? ვისაც არ მოგისმენიათ პროსტა ვერ გამოიცნობთ
ონლაინ კაზინოები გაიყიდა, უცხოელი ინვესტორების გახდა და 1,5 მლრდ გაედინება წელიწადში ქვეყნის გარეთ და მაგიტომ უნდა გავუზარდოთ გადასახადები და საბოლოოდ დავხუროთ, რომ ჩვენი ხალხის ფული გააქვთ გარეთო.
ანუ, ვინც ვერ მიხვდა იმათთვის განვმარტავ, რომ თუ აქამდე ქართველი მეპატრონეს ჯიბეში მიდიოდა გატყავებული ხალხის ფული, ეგ "მოსული პონტი" იყო, თუ უცხოელი ატყავებს ქართველ ხალხს ეგ "არ მოსულა" რადგან ლარის სიმყარეს ურტყამს, თორემ გაუბედურებული და გატყავებული ხალხი არც მანამდე გვაინტერესებდა და არც ახლა გვაინტერესებსო, გამოვიდა, რომ პრობლემა მხოლოდ ბიუჯეტში ფულადი მასის ბრუნვის შემცირების გამო ეკონომიკის გაუარესებაშიაო.
მოკლედ, ჩვეულებრივი, პოლიტიკურ პიარზე გაკეთებული განცხადებაა, რომელსაც მხოლოდ ხალხის მხოლოდ "ძალიან დაბალინტელექტუალური ნაწილი თუ იყიდის"... შესაბამისად, რა პერსპექტივა აქვს და რა ვადაში განხორციელებადია, თავად განსაჯეთ...
კიდევ უფრო დიდი აბსურდია ის, რომ მთელი აქცენტი გააკეთა ონლაინ კაზინოებზე და არა ყველანაირ კაზინოებზე, აქაც იგივე თემაა - მხოლოდ უცხოელი ინვესტორების ონლაინ კაზინოები ყოფილან ქართველი ხალხის გაუბედურების მიზეზი და არა ქართველების ე.წ. HOTEL+CASINO-ები... და თურმე ლუდომანიით დაავადებულ მილიონნახევარ ქართველს რომ ონლაინ კაზინოს დაუხურავ, ჩვეულებრივ კაზინოში ვერ შევა... ან კიდევ უარესი, არ წავა და უცხოური კაზინოს ანგარიშზე არ ჩარიცხავს ფულს და აღმოიფხვრება ქართული ფულადი მასის საზღვარგარეთ გადინება... რა სასაცილოა... აგერ თურქეთში აკრძალულია საერთოდ ფულზე თამაში, მაგრამ ერთ-ერთი ქართული საიტის ნარდის რუმი სავსეა თურქი მოთამაშეებით...
არადა რეალურად, ძალიან ადვილად გადაწყვეტადი საკითხია(და იყო ადრეც) რომელიმე მთავრობას რომ ხალხზე ზრუნვაზე ეფიქრა:
ძალიან ბევრ ქვეყანაში(მათ შორის, შორს რომ არ წავიდე, აგერ კვიპროსში) მიღებული პრაქტიკაა კაზინოების არსებობა, იმ მოცემულობაში, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს თამაშის უფლება და ტურისტულ სეგმენტზეა გათვლილი... ბოლოს და ბოლოს ამდენი ლუდომანით გაძეძგილ ქვეყანაში "თამაშის ლომკის" გამო თვითმკველობების რიცხვი კატასტროფულად რომ არ გაგეზარდოს, დააწესე საარსებო მინიმუმის რაღაც გარკვეული პროცენტი, ან გარკვეული შემოსავლის ზემოთ რაღაც თანხა(როგორც საკრედიტო ლიმიტია საბანკო სესხებზე), ე.წ. თვიური ლიმიტი, რომელიც შეუძლია შენს მოქალაქეს რომ აზარტულ თამაშებში დახარჯოს. ესეც საერთაშორისო პრაქტიკაა, მე ხომ არ მომიგონია... მაგრამ ვის აინტერესებს ამ ქვეყანაში ხალხი? ფაქტია რომ არც "წითლებს" და არც "ლურჯებს"...
ნარდს რაც შეეხება, მინდა დაგამშვიდოთ, რომ არაფერი ცუდი არ ემუქრება(კარგი თუ არა), ნარდი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით აზარტულ თამაშებს არ განეკუთვნება საერთოდ!!! უფრო მეტიც, ნარდი, ოფიციალურად, საქართველოს ეროვნული სპორტია, ისევე როგორც ლელო-ბურთი და სხვა მსგავსი "ძირძველი" სპორტული სახეობები...
ასე რომ, აზარტული თამაშებისა და ონლაინ კაზინოების გაუქმებით ნარდი, როგორც სპორტი, მხოლოდ და მხოლოდ იხეირებს. ასე რომ ონლაინ კაზინოებს რაც შეეხება... მოდი ჯობია ცენზურას არ დავარღვევ
აი საქართველოს და ქართველ ხალხს რა ეშველობა ამ "ხალხიმკიდია" პოლიტიკოსების(ყველას ვგულისხობ "არავინ გამომრჩეთ") ხელში მაგის პასუხი არ მაქვს ნამდვილად და თუ ვინმემ იცით დაწეროთ იქნებ... სამაგიეროდ, ქართულ ნარდს როგორ ვუშველოთ და როგორ განვავითაროთ, მაგაზე პასუხი ჩემზე იყოს : D
This post has been edited by BG_UNIVERSAL on 22 Nov 2021, 22:44