Komponentაჰა, მივხდი რასაც გულისხმობ. ხო კარგი კითხვაა და გეტყობა სკოლის ფიზიკა გააზრებული გაქვს. ანუ არა დაზეპირებული.
ეხლა რა ხდება გავაანალიზოთ ეს მუხტების დაშორების ამბავი.
ავიღოთ იზოლირებული სისტემა, შემდგარი 2 მუხტისგან. +q და -q ავიღოთ და მათ შOრის მანძილი იყოს r0. (დაბმულები არიან და ვერ მოძრაობენ)
ესენი იზიდავენ ერთმენეთს და ცდილობენ შეერთდნენ და შექმნან რაღაც ნეიტრალურიი ბმული მდგომარეობა.
როცა ჩვენ ამ სისტემას მოვდებთ გარე ელექტრულ ველს, ვთქვათ ამ ველმა გაწია ერთი მუხტი და გადაიტანა r1 მანძIლზე, დააშორა. ამით რა ქნა? ქნა ის, რომ შეასრულა მუშაობა, ენერგია დახარჯა ველმა, შედეგად პოტენციური ენერგია გაზარდა. ვთქვათ გვაქვს რაღაც მექანიზმი და ეს გადაადგილებული მუხტი კვლავ დავაბით ახალ ადგილას.
რა მოხდა ამით. მოხდა ის, რომ იზოლირებულ სისტემას გადავეცით ენერგია რაღაც ჯოული და სისტემას შევმატეთ პოტენციური ენერგია.
ეხლა ვნახოთ ენერგიის მუდმივობის კანონი:
ძალაშია, რადგან სისტემის სრული ენერგია გაიზარდა იმდენით, რამდენიც გადავეცით. არც არაფერი დაკარგულა და ენერგიის მუდმივობის კანონი ბედნიერია.
ეხლა ვნახოთ მასათა მუდმივობას ხომ არ ეწყინა რამე. ამ q -ებს თავ თავიანთი მასა ქონდათ და კვლავ ისევ ისენი აქვთ. (მუხტი მასის გარეშე არ არსებობს, არავის უნახავს). აბა სად წავიდა E=mc^2 ფორმლა? ხომ კარგადაა, მოვიკითხოთ

ეს ფორმულა ამბობს, რომ, მეგობარო, შენ სისტემას დაამატე m=E/c^2 კგ და, აბა კარგად მონახე, სადაა ეგ მასაო?
ოკ, ავდექით, მოვძებნეთ და ჰოი საოცრებავ, ფოტონი დამატებია სისტემას. საიდან მოვიდა ეს საცოდავი? და თუ მოვიდა მერე რა, მას ხომ მასა არა აქვს?
არა აქვს, მაგრამ ენერგია ხომ აქვს? - აქვს. ეხლა, საიდან ეს ფოტონი? საიდან და როცა უძრავი მუხტი გადაადგილე, გვერდი ვერ აუარე მუხტის აჩქარებას, რადგან შენ ის ადგილიდან დაძარი. ესეიგი ააჩქარე. თუ ააჩქარე - მუხტი ასხივესბს ამ დროს. ხოდა ეს გამოსხივებული ენერგიაა ეს ფოტონი.
თუ ფოტონმა დატოვა ისოლირებული სისტემა, ორი ქუსგან შემდგარი, მაშინ სისტემის მასა შემცირდა. თუ ისევ სისტემაში დარჩა, ისევ იგივეა.
სურათი რომ უფრო სრული იყოს, დავამატოთ, რომ სისტემაზე გადაცემული ენერგია წასულა პოტენციურ ენერგიაში, რომელიც დაემატა ამ ორ მუხტს და + კიდევ ფოტონის ენერგიაში, აჩქარების გამო.
თუ ფოტონი კვლავ სისტემაშია (არადა როგორ უნდა იყოს, ის ხომ c თი მოძრაობს, ესეიგი ტოვებს სისტემას), მაშინ ყველაფერი რიგზეა. არაფერი დაგვიკარგავს.
ხოლო თუ დატოვა, ჯანდაბამდე გზა ქონია, დათვლისას გავითვალისწინებ და თუ დანაკლისი ვნახე, ესეიგი ფოტონს წაუღია.
ანუ m=E/c^2 ეკვივალენტური მასა წავიდა პოტენციურ ენერგიაში და ფოტონში (ენერგიის სახით).
ამიტომ გამოდის, რომ თუ ყველა ფოტონი ტოვებს სისტემას, მაშინ ესენიც უნდა იქნენ გათვალისწინებულნი აკუმულატორზე მომატებული მასის დათვლისას. ხოლო თუ ვთქვით, რომ ფოტონი არ ტოვებს სისტემას, რჩება შიგნითვე, სითბოს სახით შთანთქმული, მაშინ არ უნდა გათვალისწინება.
ისე აკუმულაორიდან ფოტონი თავს ვერ დააღწევს, არ გაატარებს მჟავა და კედლები და ისევ სითბოს სახით დარჩება მასში.
მოკლედ, ცოტა არ იყოს ჩახლართული ამბავია, მაგრამ არც ისე ძაან რთული.
This post has been edited by asphurcela on 11 Dec 2012, 22:02