ფლუსები
არსებობს აქტიური და პასიური ფლუსები. კანიფოლი პასიური ფლუსია თანაც საკმაოდ სუსტი. მარტო სპილენძის დაკალავება შეუძლია. სპილენძისათვის ასევე შეიძლება გამოიყენოთ გლიცერინი (აფთიაქში იყიდება). მისი დადებითი მხარე ის არის, რომ გაცხელებისას დუღილს იწყებს და ორთქლდება. ნამწვს არ ტოვებს. უარყოფითი მხარე - დენს ატარებს. ამიტომ დაკალავების შემდეგ აუცილებლად უნდა გაირეცხოს. ირეცხება თბილი წყლით და საპნით.
აქტიური ფლუსები შეიცავენ სხვადასხვა მჟავებს.
მანქანის აკუმულატორის მჟავა - გოგირდმჟავა ძალიან მავნე ნივთიერებაა და მაგისი გამოყენება არ ღირს. აი მარილმჟავას კი იყენებენ - წინათ ლეკები სპილენძის ქვქბების მოსაკალავად მარილმჟავას ხმარობდნენ. სპილენძის გარდა მარილმჟავით შეიძლება თითბერის ( Латунь) მიკალავება. უჟანგავი ფოლადის, ნიქრომის და სხვა მეტალებისთვის იყენებენ ორთოფოსფორმჟავას (მშრალ ხიდზე რომ იყიდება."კისლატა" - ეგ არის.)
მჟავიან ფლუსებთან მუშაობის შემთხვევაში აუცილებელია უსართხოების ზომების დაცვა:
1. მჟავა უნდა შეინახოთ მინის ჭურჭელში რეზინის თავსახურით. პლასტმასები ვერ უძლებს - იბზარება. მჟავა ნელ0ნელა ორთქლდება და გარშემო თუ რამე ლითონის ინსტრუმენტია ოთაში ყველაფერი იწყებს ჟანგვას.
2. მჟავის ორთქლი სახიათოა ჯანმრთელობისათვის, ამირომ მიკალავება უდა მიმდინარეობდეს კარგი ვენტილაციიც პირობებში. განსაკუთრებთ მავნეა გაცხელებული ორთქლის ჩასუნთქვა.
3. სამუშაოს დამთავრების შემდეგ მიკალავებული ადგილი კარგად უნდა გაირეცხოს ჯერ წყლით შემდეგ ბენზინით, აცეტონით ან სპირტით. სულ მცირე მჟავის ნარჩენიც კი დროთა განმავლობაში იწვევს ძლიერ კოროზიას.
ყველაფერი ამის გამო ელექტრონიკაში - პლატების - დამძადებისას აქტიური ფლუსების გამოყენებას მაქსიმალურად ერიდებისნ.
ყველაზე ძნელი დასაკალავებალი მეტალი გახლავთ ალუმინი. არც ერთი ფლუსი მაგას არ იღებს გარდა სპეციალუეი ე.წ. ალუმინის ფლოსისა. ლილოში აქვთ ხოლმე. შემადგენლობა უცნობია. გარეგნობით მანქანის ზეთს წააგავს.
This post has been edited by Muon on 11 Feb 2013, 21:03
მიმაგრებული სურათი