giorgi877
ზვავური გარღვევა ხდება მუხტის მატარებლების რაოდენობის "იონიზაციის" ხარჯზე გეომეტრიული პროგრესიით ზრდის გამო.
პ-ნ გადასვლას (ყველას, ან თითქმის ყველას (ხრენ ივო ზნაეტ)) აქვს ძაბვის კრიტიკული მნიშვნელობა რომლის დროსაც ხდება ე.წ. ზვავური გახვრეტა.
ჩვეულებრივ მას თან ახლავს მეორადი გარღვევა - სითბური, რაც იწვევს ნახევარგამტარული ხელსაწყოს სიკვდილს (დნება პ-ნ გადასვლა, ხელსაწყო შეუქცევადად კარგავს პირვანდელ თვისებებს).
თუმცა თუკი შევზღუდავთ გარღვევის დენს პ-ნ გადასვლა აღდგება როდესაც გამავალი დენი/მოდებული ძავბა დაიწევს გარკვეულ მნიშვნელობამდე.
ზვავურ ტრანზისტორს (ზვავურს მაგ გტ338-ს) აქვს განსხვავებული ვოლტ-ამპერული გრაფიკი (
თეორია რუსულად) რაც ხდით მათ უნიკალურ ხელსაწყოდ.

სქემა მუშაობს შემდეგი პრინციპით. ჩართვისას იწყებს დატენვას კონდენსატორი
როდესაც ძავბა აღწევს ზვავური გარღვევის მნიშვნელობას ტრანზისტორი "იხსნება" - ირღვევა ემიტერი ბაზის უკუღმა ჩართული პ-ნ გადასვლა (IMHO).
იმპულის რომელიც გადის ტრანზისტორიში არის ძლიეირ მაგრამ ამავე დროს ხანმოკლე (ტრანზისტორი არ კვდება

)
ინთება შუქდიოდი.
კონდენსატორი განიმუხტება "თანდათანობით" (ნანოწამი ?)
ძაბვა პ-ნ გადასვლაზე ვარდება და რაღაც მომენტში არაა საკმარისი "ზვავური განმუხტვის შესანარჩუნებლად.
პ-ნ გადასვლა იკეტება.
კონდენსატორი იწყებს დამუხტვას.
და ასე შემდეგ.
შევნიშნთ რომ ტირისტორისგან განსხვავებით არაა საჭირო კვების ძაბვის მოხსნა ან დატვირთვის "ჩახსნა".
სამუშაოზე ავაწყე გენერატორი კტ315ვ -ზ. მეოდე დღეა განუწყვეტლივ მუშაობს. აკუმულატორი (12ვ, 3,5ა.სთ) დასვა 0.1 ვოლტით (გენერატორი დენს ითხოვს 0.5მა-ს) და ისევ მუშაობს... დაველოდები აკუმულატორის განმუხტვას 12,5 ვოლტამდე

(14.5 საწყისი ძავბა იყო) ვნახოთ რამდენად არასაიმედო სქემაა.

ზვავური განმუხტვა არაა ეგზოტიკური მხეცი - ჩვენი "საყვარელი სტაბილიტრონები ზვავური განმუხტვის რეჯიმში მუშაობენ და თითქოს რა ვიცი.. მუშაობენ აქამომდე
არის კიდე ერთI მუჭა ხელსაწყოები ზვავურ განმუხტვაზე მაგრამ პარამეტრების ძნელადპროგნოზირებადობა ხელს უშლის ამ ხელსაწყოების ფართოდ გავრცელებას...
პ.ს. უბრალოდ თუკი ვინმეს ყე#ში ამოუვიდა მულტივიბრატორი შეუძლია ძველი რუსული ტრანზისტორიტ კონდენსატორით და რეზისტორით ისიამოვნოს იმით რასაც ქვია არაპროგნოზირებადი სათამაშო
This post has been edited by mamon on 29 Oct 2013, 21:08