გასაგებია.
სიტუაცია არის ასეთი:
როგორც იცი 220 ვოლტი მოდის ბინებში 2 მავტულით, ფაზით და ნოლით.
ფაზის პოტენციალი (იგივე ძაბვა) დედამიწის მიმართ არის 220 ვოლტი.
ნოლის პოტენციალი დედამიწის მიმართ - 0.
როცა შენ მიწაზე დგახარ, არაიზოლირებულად, შენ ფაქტობრივად "მიწა ხარ".
თუ სპეციალური ფეხსაცმელი გაცვია, დენის გაუმტარი, მაშინ შენ იზოლირებული ხარ მიწისგან.
1) როცა არაიზოლირებულ მდგომერეობაში ეხები შტეფსელის 0-ს - დენი არ დაგარტყავს.
როცა არაიზოლირებული ეხები ფაზას - დენი დაგარტყავს, რადგან ფაზიდან შენი სხეულის გავლით დენი გადის მიწისკენ. გზას პოულობს შენი სხეულის გავლით.
2) როცა ხარ კარგად იზოლირებული მიწისგან. ამ დროს ცალცალკე თუ შეეხები 0-ს ან ფაზას - დენი არ დაგარტყავს. რაგდან მუხტებისთვის არ არსებოსბ გზა რომლითაც გაივლიან მიწისკენ.
მაგრამ თუ იგივე, გარკად იზოლირებული მიწისგან, შეეხები ერთდროულად 0-ს და ფაზას - აქ უკვე დაგარტყავს. რადგან ფაზამ გზა იპოვე 0-ისკე სგენი სხეულის გავლით.
ვინაიდან შენს აბაზანაში არ არსებობს საიმედო დამიწების საშუალება, რითაც სახელურს დაამიწებდი, ამიტომე ერთადერთი გამოსავალია შენ იყო იზოლირებული მიწისგან. ეს ცოტა რთული პრობლემაა, რადგან შენგან (ვანიდან) კანალიზაციისკენ ჩამავალი წყალი კარგი გამტარია, ამიტომ ის ქმნის ერთგვარ გზას მიწისაკენ, თან შენი სხეულის გავლით. ამიტომ ძალიან სათუოა იზოლირების მიღწევა.
ერთი ექსტრემალური გამოსავალი არის თუ შენი აბაზანა ლითონისაა.
სახელური, საიდანაც წყალი გადმოდის, შენ და ეს ლითონის აბაზანა უნდა "გერთიანდეთ".
უნდა დაჯდეთ ერთ პოტენციალზე. ამიტომ სახელური უნდა კარგი გამტარით შეაერთო აბაზანას.
ამის აუცილებელი პირობა ისაა კიდევ, რომ სახელური ლითონის უნდა იყოს. დასაწყისში შეიძლება დრეკადი პლასმასის იყოს, მაგრამ ბოლოსკე ლითონი უნდა იყოს. რომ თუ მოხდა ისე რომ წყლის ნაკადში პოტენციალი დაჯდა ფაზიდან, მან სახელურის გავლით იგივე პოტენციალი უნდა დასვას აბაზანაზეც. რადგან იქ შუაში შენ ხარ. შენი პოტენციალიც მიწის მიმართ გახდება 220. მაგრამ დენი არ დაგარტყავს, რადგან მუხტები არ გადიან შენს სხეულში.
შემოვლენ კიდევ სხვები, ელექტროობის მამები და ან დამეთანხმებიან, ან რამე ლაფსუს მიპოვნიან
This post has been edited by asphurcela on 27 Jan 2012, 18:33
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)