მოიცა აქამდე პროცესორს არ აპროგრამებდი?
ესე იგი დავაზუსტებ, არდუინო არის დიდი პროექტი ის მოიცევს რამდენიმე რამეს
1) ჰარდი - ეს არის მზა პლატები ატმეგას კონტროლერებით რომლებიზეც არის ასევე უსბ/სერიალ ინტერფეისი და კომპზე ერთდება პირდაპირ უსბ პორტით, რაც საშუალებას იძლევა უსბ/სერიალ კომუნიკაცია ქგონდეს კომპსა და კონტროლერს შორის და ასევე დააპროგრამო კონტროლერი მარტივად;
2) სოფტი - ეს არის Arduino IDE, რაც არის ატმელ-ის კომპილატორებისთვის ალტერნატიული და გამარტივებული ინტერფეისი. რის საშუალებას იძლევა Arduino IDE:
ა) დაწერო პროგრამები ატმეგას კონტროლერისთვის შედარებით გამარტივებულ ენაზე მზა ფუნქციების გამოყენებით;
ბ) ატვირთო ეს პროგრამები არდუინოს პლატებზე;
გ) ატვირთო ეს პროგრამები ატმეგას მრავალი სახეობის კონტროლერზე უშუალოდ სხვადასხვა საშაულებებით - ესაა : USB AVR ISP/ASP, Parallel, Arduino as ISP.
გავიხილოთ თითოეული
1) USB AVR ISP/ASP

ღირს სადღაც 3-10$
შეგიძლია ერთის მხრივ მიაერთო კომპიუტერზე, ხოლო მეორე მხარეს ატმეგას პროცესორი, შეგიძლია ატვირთო როგორც ბუტლოადერი, ასევე სკეჩი, ან ISP პროტოკოლით (არ საჭიროებს ბუტლოადერს) ან სერიალ პროტოკოლით (საჭიროებს ბუტლოადერს);
2) Parallel - ეს იმ შემთხვევაში თუ შენ კომპს არა აქვს უსბ პორტი და აქვს პრინტერის პორტი, თუმცა მგონი ეს თითქმის გამორიცხული ამიტომ არ განვიხილავ;
3) Arduino as ISP - ეს ძაან საინტერესო გზაა, დავუშვათ გენანება ეგ 5$ USB AVR ISP-ში და გაქვს არდუინოს რაიმე პლატა, მაშინ შენ ეს პლატა შეგიძლია გამოიყენო სვხა ატმეგა ჩიპის დასაპროგრამებლად ან ბუტლოადერის ასატვირთად.
მოკლედ თუ ამ საშუალებებმა დაგაინტერესა, უფრო დაწვრილებით ავხსნი კიდე.
This post has been edited by Kakha on 5 Jan 2013, 13:36