PANTALONEოოო, რთული საქმისთვის მოგიკიდია ხელი.
ეხლა მე აგიხსნი ყველა ვარიანტს და შენ მიიღე საბოლოო გადაწყვეტილება.
1) ჯერ გავარკვიოთ ორმხრივი პროტოკოლია თუ არა, რო აგზავნი, უკან იღებ რამეს?
2) მაქსიმუმ რამდენი მოწყობილობა გინდა დააკავშირო? (ზოგ პროტოკოლს ამ მხრივ შეზღუდვა აქვს)
3) რა მანძილზე გინდა კავიშირი?
4) რა სიჩქარის კავშირი გინდა?
რაც მახსენდება ეხლა მარტივი კომუნიკაციის პროტოკოლები, გვერდიც მივაწერე რამდენი პინი (მიკროკონტროლერის ფეხი) ჭირდება თითოს და N არის კლიენტების რაოდენობა, ანუ რამდენს მიაერთებ იმის მიხედვით:
1Wire: 1xN
Serial: 2xN
SPI: 3+N
I2C: 2
ეხლა თითოეულზე...
* * *
1Wire -ს ჭირდება ერთი მავთული (ყველას ჭირდება დამიწება ცალკე კიდე, ამას არ ვთვლი). ანუ პროცესორზე იკავებ ერთ ფეხს, თითო კლიენტზე თითო ცალკეული ფეხი.
ეს არის peer2peer (p2p) ანუ 2 მოწყობილობა ერთმანეთს ელაპარაკება ერთი გამოყოფილი ხაზით.
გათვლილია დაბალ სიჩქარეზე. მანძილი შეგიძლია დიდი გქონდეს.
Serial - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროტოკოლი , ესეც p2p ტიპია, ჭირდება 2 მავთული თითოეულ კავშირზე. ატმეგას აქვს აპარატურული საშუალებები ამ პროტოკოლისთვის მარა მხოლოდ ერთი არხისთვის, ანუ მხოლოდ 2 მოწყობილობას დააკავშირებ ერთმანეთთან, შეგიძლია გამოიყენო SoftwareSerial ბიბლიოთეკა და ბევრი არხი გექნება მარა მომსახურება ცოტა გართულდება.
SPI არის ნაწილობრივ p2p ტიპის, იმ აზრით რომ შეგიძლია კომუნიკაციის ერთ არხზე ბევრი მოწყობილობა დასვა იმ პირობით რომ თითოეული მოწყობილობისთვის გაქვს კიდე ცალკე მართვის ხაზი რომ მათგან ყველა ერთის გარდა გათიშო ხოლმე (დაბლოკვის სიგნალი) და ერთი მოწყობილობა უნდა იყოს მასტერი, ანუ მმართველი. ჭირდება 3 ხაზი საერთო და 1 ცალკეული თითოეულისათვის, თუმცა ამ პროტოკოლს არა აქვს შეცდომების კონტროლის აპარატურული მექანიზმი, ასევე სიჩქარე დიდია და გათვილილია ძაან მცირე მანძილებზე, ანუ ის უფრო ახლო კომუნიკაციის საშუალებაა.
I2C არის პროტოკოლი რომელიც გაძლევს ერთ ხაზზე დასვა 200-ზე მეტი მოწყობილობა (თითუელს ეძლევა უნიკალური მისამართი) და მართო მისი სიჩქარე ისე რომ დიდ მანძილზეც შეძლო კომუნიკაცია. ის საინტერესოა იმითი რომ შენ შეგიძლია 2 მავთული (+1 დამიწება) გააბა ყველასათვის და გზაზე ჩამოკიდო მოწყობილობები და ყველასთან იმუშავებ უპრობლემოდ, არ გინდა ცალკეული კაბელი ცალკეული მოწყობილობისათვის. ჩემი აზრით საშუალო მანძილებზე ბევრი მწყობილობისთვის ეს იდეალურია, სწორედ ეს პროტოკოლი გამოვიყენე მე ჩემ პროექტში (წინა გვერდზე რომ ვიდეო მაქვს).
* * *
giorgi877ლინუქსი არის იგივე უნიქსი

ხოლო უნიქსი დენის რიჩმა დაწერა, რომელიც უსამართლოდ დაივიწყეს.
Shredingerასე რომ ყველაფერია შესაძლებელი, მთავარია მონდომება
This post has been edited by Kakha on 16 Dec 2013, 16:15