Muonეგეც მარტივი სქემა ჩანს.
პრინციპში ეხლა რითიც ვამუშავებ, არის +19 ვოლტი (ლაპტოპის კვების ბლოკი), და მარტივი რეგულირებით ძაბვა +19 დან 0 მდე რეგულირდება.
1 ტრანზისტორზე მაქვს ეხლაც.
ორიგინალში სარჩილავი ცვლად 24 ვოლტზეა. ტემპერატურის მიხედვით გათიშვა ზედვე აქვს ქარხნულად. მაგრამ ეს გათიშვა ხდება საკმაოდ ცხელზე და არ მინდა ასე პიკურად ვამუშავო.
ეხლა რა ხდება. დავიონის მიერ დადებული ტირისტორული სქემა დიდი ხნის წინ აწყობილი მაქვს და 24 ვოლტზეც მშვენივრად უბერავს (შესაცვლელია მხოლოდ 30 კილოომი -> 3 კილოომით, რომ სტაბილიტრონი ნორმალურად მუშაობდეს). ასევე შესაცვლელია დიოდი, რომელიც ორიგინალში 220 ვოლტზე მუშაობს და იქ მილიამპერებიც საკმარისი იყო. ახალ ვარიანტში სარჩილავი 14 ომიანია, შესბამისად 2-3 ამპერიანი დიოდი მაინცაა საჭირო. ამდენად ესეც შევცვალე და, მოკლედ ბევრი რო არ ვწერო, მუშაობს უპრობლემოდ.
მაგრამ არის ერთი მაგრამი.
მაღალ სიხშირულ სქემებთან მუშაობისას იძულებული ვარ სარჩილავი მოვაშორო სამუშაო მაგიდას, რადგან ხმაურობს, როგორც ბგერით დიაპაზონში (ეს არაუშავს), ისე ელექტრომაგნიტურადაც. ხმაური შედის ჩემს სქმებში იმპულსების არსებობის გამო.
ხოდა, არ მასვენებს გამჩენი და მინდა სარჩილავი, რომელიც არ იხმაურებს.
ან მუდმივ დენზე უნდა ვამუშავო 50 ჰერციანი ტრანსფორმატორით, ან რამენაირად უხმაურო კვება უნდა კავაკეთო.
ამოცანის ერთერთი პირობაა სქემა იყოს მაქსიმალურად მარტივი.
ალბათ 50 ჰერციანი ტრანსფორმატორი + მუდმივი ძაბვის რეგულირებაზე შევჩერდები.
კომპის კვების ბლოკიც იმპულსურია და ეგეც იძლევა ხმაურს.
* * *
vaxustiეხლა მივხედოთ ვახუშტი ბატონს.
მოკლედ დავსვათ ამოცანა და გადავჭრათ მარტივად.
მოცემულია: 2 ცალი სხვადასხვა ტიპის დინამიკი. 12 ვოლტიანი აკუმულატორი. სარჩილავი. კალა.
ტელეფონი და მასში ჩაწერილი სიმღერები.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გვეკითხებიან: ხმის გამაძლიერებელს, რომელიც მიერთდება ტელეფონ, აიფონ, სმარტფონს.
ვიღებთ ფურცელს და ფანქარს და ვხაზავთ ორ ცალ კვადრატს. პირველს ვაწერთ ტელეფონს, მეორეს გამაძლიერებელს.
გამაძლიერებლიდან გამოდის ხაზი და უერთდება მესამე პატარა სამკუთხედს და იმას ვაწერთ დინამიკები.
შემდეგ, შევდივართ dac.ge ზე და ვარჩევთ მიკროსქემას, რომელიც იქნება 25-30 ვატიანი ხმის გამაძლიერებელი.
არჩევის შემდეგ შევისწავლით მის პარამეტრებს და მივუერთებთ დამატებით რაც დასჭირდება.
ამ ყველაფერს ჯერ საცდელ, შავ ვარიანტად ავაწყობთ, ვნახავთ მის დადებით და უარყოფით მხარეებს. შევიტანთ შესწორებებს.
მას შემდეგ რაც ჩვენი ინტერესები დაკმაყოფილდება გადავდივართ ამ ყველაფრის ლამაზ ყუთში მოთავსებაზე.
ასევე, იმისდამიხედვით თუ რამდენად შორს წავა ჩვენი ამბიციები, შესაძლებელია სამონტაჟო სქემის აწყობა და შუქდიოდებით გაფორმება.
ბოლოს დასრულდება პროექტი, ჩავრთაბთ ამ ყველაფერს, გავუშვებთ მოცარტის რომელიმე სიმფონიას, ჩავეფლობით დივანში, ფეხებს ოდნავ ზემოთ ავწევთ, ვიდრე ჩვენი ჰორი ზონტალურად მოთავსებული ტანი იქნება და მივეცემით განცხრომას.

ეტაპი I : მიკროსქემის არჩევა. მივემგზავრებით დაკ.ჯე ზე და ვათვალიერებთ.
ექსკურსიის დამთავრების შემდეგ დავბრუნდებით ეთერში, არ გადართოთ სხვა არხზე.
* * *
ჯერჯერობით ეს ვნახე, 40 ვატიანია, 4 არხიანი. სხვა არაფერი ჩანს 12 ვოლტზე და 30 ვატის მახლობლად.
http://dac.ge/?act=product&prodid=3516არის მეორე ვარიანტიც: გახვიდე მშრალ ხიდზე და იყიდო გამზადებული გამაძლიერებელი ავტომობილისთვის.
გაცილებით მარტივი და სწრაფი გზაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა სარჩილავი მხოლოდ გუუგლში გაქვს ნანახი
This post has been edited by asphurcela on 10 Jan 2015, 11:53