vaxustiროგორც მგელკაცამ (რა კარგი ნიკი აქვს

) გითხრა, მაგ საყვირს გამაძლიერებელი ბლოკი შიგნით აქვს უკვე.
უბრალოდ სანახავია როგორია მისი სქემა და სად უნდა მიაერთო მპ3.
ვეჭვობ, მისი სქემა ინტერნეტში არ იდება. ცოტაოდენი გამოცდილების მქონე ადამიანი სქემაზე დახედვისას მიხვდება სად შეაერთოს შესავალი.
ასევე, მისი გამაძლიერებელი მონო იქნება, ანუ 1 არხიანი. ესეც ერთგვარი პრობლემაა მპ3 თან და მუსიკასთან მიმართებაში, რადგან მპ3 და მასთან გათანაბრებული მოწყობილობები სტერეოებია, ანუ 2 არხიანები. გამოდის, რომ 2 ცალი ეგ საყვირი გინდა.
მეორე არიანტი:
როგორც ტარიელმა გირჩია, აიღო მიკროსქემები დაკ.გე დან და ააწყო შენით. ამისთვის დაგჭირდება დეტალების ყიდვა.
8 ან 4 ომიანი დინამიკებიც.
ეგ საყვირი რამდენ ომიანია არ ვიცი. შეიძლება თავის მშობლიურ სქემაზეა მორგებული და სხვა წინაღობა აქვს, არ ვიცი, შეიძლება 8 ომიანია.
თუ სტანდარტული წინაღობა აქვს, მიუერთდება მკროსქემასაც.
მოკლედ, ასე დისტანციურად, ფორუმით ცოტა ძნელია დახმარება.
უფრო ადვილია აქ დაეხმარო ადამიანს კონკრეტული კითხვის დროს.
რა ვიცი ვცადოთ და აგერ ვართ, მეც და სხვა ჩემზე უკეთესებიც პოსტავენ აქ.
ერთობლივი ძალებით რაღაცა უუნდა გამოვიდეს. მთავარია შენი მოთმინება. რადგან ხშირხშირად ვერ გიპასუხებთ და ამან გული არ დაგწყვიტოს და ჩვენი შენდამი უყურადღებობა არ გაივლო გულში
