მეგობრებო, ისევ თქვენი იმედი მაქვს. ეს კითხვა ტვ-სატელიტებშიც დავსვი, მაგრამ იქ უფრო მზა აპარატურის მცოდნე ხალხი პოსტავს.
5.1 ხმა სახლის კინოთეატრში (post #43495492)ამოცანა: ტელევიზორის საკუთარი დინამიკების "გათიშვა" (ან ხმის ბოლომდე დაწევა) და აუდიო სიგნალის ყურსასმენებში მიღება უკაბელოდ.
ამოცანა გადაწყვეტილია 2 გზით:
1) პირდაპირ კაბელით, ხმის გამოსავალზე უერთდება ჩვეულებრივი სტანდარტული შტეკერი და კაბელი მიდის ყურსასმენებზე. წევხარ და უსმენ მხოლოდ შენ.
ეს ცუდია 2 მიზეზით. ა) კაბელის ფეხებში გებლანდება (ნუ კაი დამალავ რამენაირად). ბ) ხმას უთიშავს ტვ-ს დინამიკებს და იძUლებული ხარ ადგე და გამოძრო შტეკერი, რომ აღუდგინო ხმა ტვ-ს დინამიკებს.
2) მაქვს სონის ინფრაწითელი გადამცემი თავისი ყურსასმენებით.
დადებითი მხარეა, რომ კაბელი არ გჭირდება ტვ-დან შენამდე. უარყოფითი მხარე: ესეც იმავე აუდიო ჯეკით ერთდება ტვ-სთან, რომელიც ისევ თიშავს ტვ-ს დინამიკებს და ისევ უნდა ადგე და გამოაძრო შტეკერი, რომ ტვ-ს დინამიკებს დაუბრუნო ხმა.
ეხლა ახალი ვარიანტი ამ პრობლემის მოგვარების:
ჩემს ტვ-ს აქვს digital audio out და ამაზე ვფიქრობ, რომ ეს ციფრული ხმა გადავიდეს ჯერ ანალოგურში და მერე გაიგზავოს ყურსასმენებში თუნდაც სონის ინფრაწითელი გადამცემით ან რამე სხვა მარტივი გადამცემით. ეს ბოლო პუნქტი მოგვარებადია, რამეთუ კარგად ვერკვევი ანალოგურ ელექტრონიკაში.
პრობლემას მიქმნის ის, რომ არ ვიცი რა ფორმატითაა კოდირებული ტვ-ს ციფრული ხმა. ან საქართველოს ბაზარზე თუ არის შესაბამისი კონვერტორები, ანუ დიგიტალ თუ ანალოგ კონვერტორები სპეციალურად ტვ-ს ციფრული ხმისთვის.
შესაბამისად კითხვები შემდეგია:
1) რა ფორმატშია კოდირებული ტვ-ს ხმა (დამოკიდებულია ალბათ მოდელზე, ან შეიძლება მსოფლიო სტანდარტებია და ყველა ამას იყენებს..? )
2) საქართველოს ბაზარზე თუ არის მზა კონვერტერები?
3) ბოლო ბოლო ავაწყობდი ცოფრულ-ანალოგურ კონვერტერს, რომ ვიცოდე ცოტა მეტი ინფორმაცია ამ ციფრულ ფორმატზე. (გრძელი გზაა, მაგრამ საინატერესო, რამეთუ მიყვარს ჩხირკედელობა და ძნელ ამოცანებთან შეჭიდება)
ვინმეს რამე მწირი ინფორმაცია თუ გაქვთ, დიდად დამეხმარებით.