ესპერიმენტი 1:
დიოდების წყვილი მოშორდა და ცდა ჩატარდა რამოდენიმე R2 ის შემთხვევაში, კერძოდ 0, 360 ომი, 1კ და 10 კილოომზე.
შედეგი: მუდივი მდგენელი არ დაფიქსირებულა.
--------------------------------------------------------------------------
ესპერიმენტი 2:
R2 მოშორდა და ცდა ჩატარდა 1N4148 წყვილზე მათი წაღმა და უკუღმა ჩასმით.
ვგულისხმობ მთლიანი წყვილის შემობრუნებას ერთდროულად ერთმანეთის მიმართ პოზიციის შეუცვლელად.
შედეგი: R1 ის შუა ფეხის მიწაზე დაშვებიდან მის მაქსიმუმამდე გადაღებული გრაფიკი არის პანელზე 2ა. ანუ მუდმივი მდგენელი 0 დან ჯერ ადის 25 მილივოლტზე (ძაბვა R3 ზე), შემდეგ ჩადის მინუს 35 მილივოლტზე და 1 კილოომთან მიახლოებისას ციცაბო მრუდით ადის 20 მილივოლტზე.
(ყურადღება: დიოდთა წყვილის შეტრიალება გრაფიკის ხასიათს არ ცვლის, სულ ოდნავ იცვლება მილივოლტების ეს ზემოთ მითითებული რიცხვები.
მაშასადამე დიოდთა ურთიერთ ასიემტრია ვოლტამპერულ მახასიათებელში აქ არაფერ შუაშია.)
შემდეგ, აქვე ერთერთი დიოდი შეიცვლა სხვა დიოდით, ანუ წვილი გამოიცვალა, ტიპი იგივე დარჩა. შედეგად გრაფიკის ხასიათი არ შეცვლილა. არც წყვილის შეტრიალებით.
----------------------------------------------------------------------------------------------
ესპერიმენტი 3:
დაბრუნდა R2 თავის ადგილას. გრაფიკმა მიიღო 3ა ზე მითითებული სახე. ანუ უარყოფითში აღარ გადავიდა E მუდმივი მდგენელი. მაქსიმუმიდან ოდნავ დაეშვა პოტენცომეტრის 1კ -სთან მიახლოებისას.
------------------------------------------------------------------------------------------
ესპერიმენტი 4:
გრაფიკი აღარ გადავტვირთე და სიტყვით მოგახსენებთ.
ამოვიღე სრულად პოტენციომეტრი R1, სხვა დანარჩენი იგივე დარჩა, როგორც ექსპერიმენტ 3 შია:
შედეგი: E = 0 მუდმივი მდგენელი გაქრა, არ დაფიქსირებულა.
აქ, ვცვალე R2, შედეგი იგივე - მუდმივი მდგენელი არ არის.
-------------------------------------------------------------------------------------------
კიდევ რამოდენიმე ვარიანტი ვცადე, სულ 15, მაგრამ ისინი არა არიან საინტერესო და აქ აღარ დავწერ. ერთს ვიტყვი, გამოვცადე რუსული უცნობი დიოდები. მათი ქცევა ლოგიკას დაექვემდებარა, რამეთუ წყვილთა შემობრუნებამ მუდმივი დენის პოლარობა შეცვალა. ვფიქრობ ისინი ისედაც ასცდენილი მახასიათებლებით გამოირჩევიან. სხვა დიოდები აღარ გამისინჯავს, რამეთი 4148 -ს ქცევის 2ა გრაფიკი იწვევს დიდ ინტერესს ჩემში.
რატომ ხდება, რომ გრაფიკის ხასიათი არ არის დამოკიდებული დიოდთა წყვილზე და მათ ორიენტაციაზე სქემაში - შედეგად იძლევიან ერთნაირი ხასიათის გრაფიკებს. მაშასადამე ინდივიდუალურად დიოდები მსგავსები არიან ძალიან კარგი მიახლოებით. და საქმე ან მათ ვოლტამპერულ მახასიათებელშია, ან ზოგადად ამ სქემაში ხდება რაღაც ისეთი, რაც ჯერ ვერ გავიგე.
ნავოდკების მინიმუმამდე დასაყვანად გამოყენებულ იქნა მინიმალური სიგრძის შეერთებები.
შემდეგი ეტაპი:
1) მოშორდეს R1 და გენერატორის ამპლიტუდა იცვალოს 0 დან 2 ვოლტამდე რამე სხვა მეთოდით, რომელიც ამ მომენტში არ მქვს, ცალკე სქემის აწყობაა საჭირო, და განმეორდეს ექსპერიმენტი 3 და 2.
2) ცდა ჩატარდეს 50 ჰერცზე R1 ის თანხლებით. აქ პრობლემაა C1 კონდესატორში, რამეთუ 50 ჰერცის შესაბამისი ტევადობა არც მაქვს და მგონი აზრიც არ ექნება ასეთი დაბალი სიხშირის გასაფილტრად.
ან კოლოჰერცებზე, რომლის გენერატორიც ასევე არ მაქვს. კომპიუტერიდან გენერირებულიც შეიძლება საუნდ კარტით. მარა ეს პროგიც სადღაც მეგდო ფაილებში და ჩორტი ევო ზნაეტ სად არის.
ნუ ეს მეორე ვარიანტი მამენტ რას მოგვცემს ან რას გამორიცხავს? მე ვფიქრობ დიოდების p-n გასასასვლელის ტევადობების გავლენას წრედის ქცევის ხასიათზე.
აქ ვერ დაეტია და ონლაინში დავაგდე ნახაზები:
http://s9.postimg.org/qjyxsfzkf/All.jpgDRAKONIაი რა სქმებიც დევს ამ ლინკშიც და წინა გვერდზეც, ეგენი სუმულატორიდანა რიან დაკოპირებული.
მარა სიმულატორის ოსცილოგრაფზე არაფერს აჩვენებს. მიკროამპერმეტრზე ხან რას აჩვენებს ხან რას ნანოამპერებში.
khvalacise