#62461481 · 5 Feb 2026, 18:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
DRAKONI კაჟბადის დიოდი იხსნება 0,7 ვოლტზე. უფრო დაბალი ძაბვის ცვლად დენს არ გაატარებს თუ იქნება მიმდევრობით ჩართული, თუ გაატარებს, მხოლოდ პარაზიტული ტევადობის გამო, რაც ამ სქემაში შეიძლება უგულვებელვყოთ. ხოლო თუ პარალელულად იქნება ჩართული, შეუფერხებლად გაატარებს და 0,7 ვოლტზე ზევით დაიწყებს ძაბვის მოჭრას, სინუსოიდას გადააქცევს მენადრად.
| QUOTE | | უსასრულოდ მაღალი წინაღობა დიოდს არასოდეს არა აქვს არც პირდაპირ და არც უკუმიმართულებით. |
მოცემულ სქემაში ეს წინაღობა ანგარიშგასაწევი არაა.
35 წელია დისტორშენებს, ოვერდრაივებს და ოქტავერებს ვაპროექტებ და ვამზადებ. მიმდევრობით ჩართული დიოდები გამოყენებულია აი აიმ დისტორშენში როგორც მსუბუქი გეიტი და ტემბრის მაფორმირებელი ელემენტი.
|