Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რადიოელექტრონიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(32)
« პირველი
...
6
7
[8]
9
10
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
კვების ბლოკები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
procesora
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
procesora
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7411
წევრი No.: 14200
რეგისტრ.: 3-November 05
#56486190
· 29 Jun 2020, 18:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როგორც თავიდან ავღნიშნე ამ კვებას თავისი მორიგე კვების სქემა დაზიანებული ჰქონდა, საერთოდ ამოვაგდე სქემიდან რადგან დაზიანებული იყო კვების მიკროსხემაც და თავად ტრანსფორმატორიც. ჩავსვი სხვა პლატა 12 ვოლტი 1 ამპერზე და გამოკვებავს მიკროსხემა TL494ს, გაგრილების ფანს და ციფრულ ვოლტამპერმეტრს.
This post has been edited by
procesora
on 29 Jun 2020, 18:54
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლ_ე_ვ_ა_ნ_ი
Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ლ_ე_ვ_ა_ნ_ი
Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 78
წევრი No.: 255704
რეგისტრ.: 11-March 20
#56487968
· 30 Jun 2020, 03:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ერთი რამე ვერ გავიგე. tl494 მიკროსქემის შესამოწმებელი სქემა ავაწყე, რომელსაც ტექსტის ქვემოთ დავდებ. მოკლედ, საქმე რაშია ახლა, ათი ცალი მიკროსქემიდან მხოლოდ ერთი იძლევა გენერაციას, დანარჩენი ცხრა მიკროსქემის შემთხვევაში ინთება მხოლოდ ერთი შუქდიოდი და როდესაც სქემას კვებას ვუთიშავ და ხელახლა ვურთავ ქვრება ერთი და ინთება მეორე შუქდიოდი, ანუ არ ციმციმებს, უბრალოდ ანთია ცალი შუქდიოდი. ისე მუშაობით ათივე მიკროსქემა მუშაობს, ანუ კვების ბლოკში ყველა გამოვცადე და ყველა მუშაობს ჩვეულებრივ, მაგრამ ამ შესამოწმებელ სქემაზე მხოლოდ ერთი რატომ იძლევა გენერაციას და დანარჩენი ცხრა არა? :rolleyes:
აი, ვიდეოს დავდებ:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
procesora
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
procesora
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7411
წევრი No.: 14200
რეგისტრ.: 3-November 05
#56488759
· 30 Jun 2020, 12:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლ_ე_ვ_ა_ნ_ი
QUOTE
ერთი რამე ვერ გავიგე. tl494 მიკროსქემის შესამოწმებელი სქემა ავაწყე, რომელსაც ტექსტის ქვემოთ დავდებ. მოკლედ, საქმე რაშია ახლა, ათი ცალი მიკროსქემიდან მხოლოდ ერთი იძლევა გენერაციას, დანარჩენი ცხრა მიკროსქემის შემთხვევაში ინთება მხოლოდ ერთი შუქდიოდი და როდესაც სქემას კვებას ვუთიშავ და ხელახლა ვურთავ ქვრება ერთი და ინთება მეორე შუქდიოდი, ანუ არ ციმციმებს, უბრალოდ ანთია ცალი შუქდიოდი. ისე მუშაობით ათივე მიკროსქემა მუშაობს, ანუ კვების ბლოკში ყველა გამოვცადე და ყველა მუშაობს ჩვეულებრივ, მაგრამ ამ შესამოწმებელ სქემაზე მხოლოდ ერთი რატომ იძლევა გენერაციას და დანარჩენი ცხრა არა? rolleyes.gif
რავი ვერაფერს გეტყვი მაგ სატესტო სქემაზე და მის მუშაობაზე.... მე რამდენი 494 მიყიდია ან ნახმარი ბლოკებიდან მეორადები გამომიყენებია ჯერ-ჯერობით არც ბრაკი შემხვედრია ახლებიდან და არც დაზიანებული მეორადებიდან......
არც კიდე ეგ მიკროსხემა წარმოადგენს რამე განსაკუთრებულს ან მაღალფასიანს ან პროგრამირებადს რომ ვინმემ გააყალბოს მაგის წარმოება და შტამბოს უაზროდ.... უბრალო იაფიანი მიკროსხემაა და თანაც მოზველებული ახალი მაგის ანალოგი უკვე 594 გამოდის და 2-3 ჯერ ძვირი ღირს....
როცა კარგა ხოდში იყო ეგ მიკროსხემა ერთი 10 წლის უკან 50 ცალი მაქვს გამოწერილი და ყველა ხოდშია გაშვებული ზოგი მე გამოვიყენე ზოგი ვინმე ახლობელს დაჭირდა და მივეცი და რავიცი არცეთი ამოსულა ბრაკი.... მაშინ 50 ცალი ჩამოტანა დამიჯდა 120 ლარი.... თუ ეხლა ვინმე 10 ცენტად ყიდის ებაიზე მაშინ არც უნდა ენდო... შეიზლება რამე დაშტამბული პლასმასები ჩამოგივიდეს უბრალო გამომყვანებით მარტო... :war:
This post has been edited by
procesora
on 30 Jun 2020, 12:51
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Adventurer
Super Member
ჯგუფი: Registered
Adventurer
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 434
წევრი No.: 18643
რეგისტრ.: 26-March 06
#56489729
· 30 Jun 2020, 16:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
უბრალო იაფიანი მიკროსხემაა და თანაც მოზველებული
ძველია მაგრამ ელექტრონიკაში ძალიან ფართოდ გამოიყენება და ბევრი სერიოზული ელექტრონშიკი ანიჭებს უპირატესობას, თუმცა 200 მილიამპერი აქვს სიმძლავრე მხოლოდ გამოსავალ ტრანზისტორებზე, 500 მაინც რომ იყოს ძაან კარგი იქნებოდა.
ლ_ე_ვ_ა_ნ_ი
პ.ს. ეგ სქემა 494 შიმ-ის შესამოწმებელი არ მუშაობს - ადრე ხომ მოგწერე, რადგან შენ ვერ აამუშავე, მაგიტომ ავაწყე ტესტირებაზე რომ ჩემს მუშა მიკროსქემებზე შემომეწმებინა, მცოდნე კაცის შედგენილი სქემა არაა, მიკროსქემა არაა სწორად ჩართული, ინტერნეტი დღეს სავსეა ფეიკი სქემებით, მოისროლე და დაივიწყე, არ ღირს ანალიზად
* * *
QUOTE
ცოტა დიდი ზომის დროსელი ვნახე და დროსელზე 1,4 მმ-იანი მავრთული დავაწყვილე სამი ერთად და ისე დავახვიე
დროსელებზე არ გვითქვამს და აქვე დავწერ - მნიშვნელობა აქვს დროსელის გულარის შესაძლებლობას დაიგროვოს და გასცეს დენი შეუფერხებლად , მაგ ჩვენს შემთხვევაში 106-26, 106-52 ან 130-26, 130-52 გულარები ( 27მმ და 33მმ დიამეტრის რგოლები) 15 ამპერზე მეტი უკვე ზღვარია - ეს დამოკიდებულებაშია ასევე დაბალ დენებთან, რომელზეც მუშაობს ჩვენი დროსელი. რაც უფრო დაბალ დენზე მუშაობს დროსელი, მაგ. 300-400 მილიამპერი მით მეტი ინდუქტიურობა გვჭირდება და მით უფრო გაუჭირდება 15 ამპერ დენზე დროსელის ფუნქციის შესრულება, ვინაიდან ინდუქტიურობის გარდა, დროსელი ითვლება ენერგიის ტევადობაზე, ვთქვათ დროსელი პატარა ზომისაა, ხოლო მისი ინდუქტიურობა როგორც გვჭირდება, როგორიც გვინდა გამოთვლებით, მაგრამ პატარა ზომის გამო ის ვერ შეძლებს დაიგროვოს საკმარისი მაგნიტური ენერგია. ამიტომ ჩვენი ბლოკების გადაკეთებისას 100 მიკროჰენრ ინდუქტიურობის დროსელს - სენდასტის, 26 ან 52 მასალისასაც , 17მმ ან 33მმ დიამეტრისას შეუძლია იმუშაოს 0.4-15 ამპერის დიაპაზონში გამართულად. ხოლო თუ უფრო მეტ მაგ. 0.5-25 ამპერ დიაპაზონზე ვთვლით დროსელს - მას ჭირდება უფრო მეტი ენერგოტევადობის გულარი, უფრო დიდი ზომის, რასაც ანგარიშობს ზუსტად დროსელის საანგარიშო კალკულატორი.
This post has been edited by
Adventurer
on 30 Jun 2020, 17:32
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
procesora
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
procesora
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7411
წევრი No.: 14200
რეგისტრ.: 3-November 05
#56490126
· 30 Jun 2020, 18:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
დროსელებზე არ გვითქვამს და აქვე დავწერ - მნიშვნელობა აქვს დროსელის გულარის შესაძლებლობას დაიგროვოს და გასცეს დენი შეუფერხებლად , მაგ ჩვენს შემთხვევაში 106-26, 106-52 ან 130-26, 130-52 გულარები ( 27მმ და 33მმ დიამეტრის რგოლები) 15 ამპერზე მეტი უკვე ზღვარია - ეს დამოკიდებულებაშია ასევე დაბალ დენებთან, რომელზეც მუშაობს ჩვენი დროსელი. რაც უფრო დაბალ დენზე მუშაობს დროსელი, მაგ. 300-400 მილიამპერი მით მეტი ინდუქტიურობა გვჭირდება და მით უფრო გაუჭირდება 15 ამპერ დენზე დროსელის ფუნქციის შესრულება, ვინაიდან ინდუქტიურობის გარდა, დროსელი ითვლება ენერგიის ტევადობაზე, ვთქვათ დროსელი პატარა ზომისაა, ხოლო მისი ინდუქტიურობა როგორც გვჭირდება, როგორიც გვინდა გამოთვლებით, მაგრამ პატარა ზომის გამო ის ვერ შეძლებს დაიგროვოს საკმარისი მაგნიტური ენერგია. ამიტომ ჩვენი ბლოკების გადაკეთებისას 100 მიკროჰენრ ინდუქტიურობის დროსელს - სენდასტის, 26 ან 52 მასალისასაც , 17მმ ან 33მმ დიამეტრისას შეუძლია იმუშაოს 0.4-15 ამპერის დიაპაზონში გამართულად. ხოლო თუ უფრო მეტ მაგ. 0.5-25 ამპერ დიაპაზონზე ვთვლით დროსელს - მას ჭირდება უფრო მეტი ენერგოტევადობის გულარი, უფრო დიდი ზომის, რასაც ანგარიშობს ზუსტად დროსელის საანგარიშო კალკულატორი.
ეხლა დღეს ჩავატარე კიდე მრავალფეროვანი ექსპერიმენტები.
ჩემი სენდასტის დროსელის ზომებია 33x16x12 ვნახე ონლაინ კალკულატორიც და ჩავწერე ყველაფერი...... კი ცოტაა და პატარაც არის 25 ამპერზე, რეალურად 15 ამპერზეა გათვლილი ეს ზომები მართალი ხარ. ... მე ეხლა 20 წუთი მქონდა დატვირთვა 12.5ვ x 25 ამპერზე, დროსელი არ გაცხელებულა ეხლა გარე ხვია ისედაც მეტ ამპერსაც გაუძლებდა მაგრამ შეიზლება გულანა გათბა არ ვიცი არ მაქვს ლაზერული თერმომეტრი და გარდა ამისა ამ ტესტის დროს ქულერიც უბერავდა დროსელს და ალბათ აგრილებდა გულანას. ასევე მკჰენრიც ვერ მივიღე სასურველი 72 მკჰენრი აქვს..... :( ექსპერიმენტმა აჩვენა რომ დაბალ ძაბვაზე და დიდ ამპერ დატვირთვაზე ცოტა წუილის ხმა ემატება ტრანსფორმატორს, დაბალ ამპერამდე მაგალითად 10 ამპერამდე არცეთ ძაბვის დიაპაზონში არ აქვს წუილის ხმა და ემატება მაღალ ამპერ დატვირთვაზე დაბალ ძაბვაზე მხოლოდმ რაც იმის დასტულია ინდუქციურობა არ ყოფნის თუმცა 12 ვოლტზე 25 ამპერზე სუფთად მუშაობს.... მაგალითად 5 ვოლტზე ქვემოთ შეიმჩნეოდა ეს ხმა 5 ვოლტიდან ზევით საერთოდ სუფთად მუშაობს მაღალ ამპერზეც.... აქედან გამომდინარე ჯერ სქემა ბოლომდე დამთავრებული არ არის თუმცა მე მაინტერესებდა 25 ამპერის ამოქაჩვა ამ კონკრეტული 550 ვატიან ATX-იდან და ეს ამპერაჟი წარმატებით ამოვიდა. ტრანსფორმატორი ერევა 25 ამპერს...გარდა ამისა მაღალი ძაბვის ტრანზისტორებიც შეცვლილი მაქვს და მიყენია 13007 მარკის რაც ორჯერ სუსტია იმ ტრანზისტორებისა რაც ედგა შიგ, თუმცა ამ სიმძლავრეს ამ ტრანზისტორებმმაც გაართვეს თავი, ბოლო-ბოლო მაქსიმალური დატვირთვა სქემას ექნებოდა დაახლოებით 350 ვატი და 7 ამპერიანი ტრანზისტორიც კი ერევა ამ საქმეს.... 550 ვატს 12 ვოლტზე ისედაც ვერ ამოვქაჩავ ამ ტრანსფორმატორიდან.
ერთი მრჩება დროსელის გაუმჯობესება ან უფრო დიდი ზომის ან კიდე ერთი მსგავსი კოლიცოს დამატება და გამოვა 33x16x24 და რაც საკმარისი იქნება 25 ამპერ დენისთვის და ასეთ ზომებში იგივე ხვიის რაოდენობაში 130 მკჰენრსაც ვიღებ რაც უკვე კარგი კი არა იდიალური იქნება...
რაც შეეხება ამპერვოლტმეტრს..... მაგაზე ვჩალიჩობდი ეს ორი დღე უშუნტო ამპერვოლტმეტრი მაქვს და ვერანაირად ვერ მოვარგე შუნტი.....არც შესაბამისი კონსტანტა მაქვს და ნიხრომით შუნტი კიდე არ გამოდის... :( ბოლოს ვნახე ქარხნული დამზადებული 100 ამპერიანი და ჩავსვი, დიდია ზომაში მაგრამ ადგილი აქვს კვებას შიგ და ჩაჯდა კარგად... თუ არა და მაგასაც შევცვლი ბოლო-ბოლო 50 ამპერიანს ჩავაჯენ... ;)
სხვა მხრივ ამ კონკრეტურ 550 ვატიან კვების ბლოკის გადაკეთება წარმატებით დამთავრდა, მარტო მრჩება დროსელის გაუმჯობესება და დანარჩენი სხვა საქმე მოგვარებულია....
როცა მთლიანად გავმართავ ყველაფერს ამ კონკრეტული კვების წყაროზე ისევ დავწერ აქ და დავდებ სურათსაც დამთავრებული ვარიანტისას.
This post has been edited by
procesora
on 30 Jun 2020, 18:56
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Adventurer
Super Member
ჯგუფი: Registered
Adventurer
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 434
წევრი No.: 18643
რეგისტრ.: 26-March 06
#56490199
· 30 Jun 2020, 19:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ექსპერიმენტმა აჩვენა რომ დაბალ ძაბვაზე და დიდ ამპერ დატვირთვაზე ცოტა წუილის ხმა ემატება ტრანსფორმატორს
მაგ წუილი შეიძლება გააქრო დენის ძალის რეგულაციის ოპერაციული გამაძლიერებელის უკუკავშირის რეზისტორის სწორად შერჩევით (R3), მაგრამ არასტანდარტული დროსელის გამო შეიძლება არც გამოვიდეს, გამორიცხული არაფერია - ცადე მაინც - ლურჯი პოტენციომეტრი მინიატურული (ტრიმერი) 50 კილოომიანი ჩაურთე 100 ნანოფარად კონდესატორს და შუა პოზიციიდან დაიწყე - დაატრიალე მოსინჯე მარჯვნივაც-მარცხნივაც ბოლომდე. წუილი სულ უნდა გაქრეს
This post has been edited by
Adventurer
on 30 Jun 2020, 19:06
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლ_ე_ვ_ა_ნ_ი
Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ლ_ე_ვ_ა_ნ_ი
Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 78
წევრი No.: 255704
რეგისტრ.: 11-March 20
#56491695
· 1 Jul 2020, 00:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Adventurer
QUOTE
ეგ სქემა 494 შიმ-ის შესამოწმებელი არ მუშაობს
მაშ ის ერთი რატომ იძლევა გენერაციას და სხვები არა? ეგ ვერ გამიგია უბრალოდ :D
QUOTE
ინტერნეტი დღეს სავსეა ფეიკი სქემებით
ეგეც ცალკე პრობლემაა, გეთანხმები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
maxo-69
Crazy Member
ჯგუფი: Members
maxo-69
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2882
წევრი No.: 89849
რეგისტრ.: 25-April 09
#56491815
· 1 Jul 2020, 00:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
494 დაბალ სიხშირეზე ძაან ცუდად მუშაობს ან საერთოდ არ მუშაობს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლ_ე_ვ_ა_ნ_ი
Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ლ_ე_ვ_ა_ნ_ი
Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 78
წევრი No.: 255704
რეგისტრ.: 11-March 20
#56492358
· 1 Jul 2020, 04:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
შუნტის შემდგომ ეს კონდენსატორები აუცილებელია? შუნტის იქიდან როა არაა საკმარისი? :rolleyes:
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Adventurer
Super Member
ჯგუფი: Registered
Adventurer
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 434
წევრი No.: 18643
რეგისტრ.: 26-March 06
#56492623
· 1 Jul 2020, 10:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
შუნტის შემდგომ ეს კონდენსატორები აუცილებელია?
აუცილებელია 1000 მიკროფარადიც და 100 ნანოფარადიც, შუნტამდეც და შემდეგაც
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
procesora
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
procesora
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7411
წევრი No.: 14200
რეგისტრ.: 3-November 05
#56493904
· 1 Jul 2020, 16:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Adventurer
QUOTE
მაგ წუილი შეიძლება გააქრო დენის ძალის რეგულაციის ოპერაციული გამაძლიერებელის უკუკავშირის რეზისტორის სწორად შერჩევით (R3), მაგრამ არასტანდარტული დროსელის გამო შეიძლება არც გამოვიდეს, გამორიცხული არაფერია - ცადე მაინც - ლურჯი პოტენციომეტრი მინიატურული (ტრიმერი) 50 კილოომიანი ჩაურთე 100 ნანოფარად კონდესატორს და შუა პოზიციიდან დაიწყე - დაატრიალე მოსინჯე მარჯვნივაც-მარცხნივაც ბოლომდე. წუილი სულ უნდა გაქრეს
ხო შეიძლება მაგრამ ეხლა აღარ დავუწყებ კიდე ჩალიჩს ამ კვებას .... რომ დავითრევ დიდ დროსელებს და დავახვევ შესაბამის სიმძლავრის დროსელს მერე ვნახავ, შეიზლება მერე დაბალ ძაბვაზე მაღალ ამპერ დატვირთვაზე ისედაც გაუქრეს ეს წუილი...
ეხლა კიდე სხვა ATX კვებას მივადექი და დღეს ამოვასუფთავე ზედმეტები.. 2005 მიკროსხემაზე იყო და ესეც ამოვაძვრე . :D
რადიატორები კარგი ვიდის არის და შედარებით უკეთესი ვიდრე სხვებზე მინახავს უბრალოებზე. ტრანსფორმატორიც ნორმალური ჩანს ზემოდან სიგრძე 4 სანტიმეტრია სიმაღლე 4.2 სმ. კონდესატორები 680 მკფ-ები აყენია...კორპუსის ჟეშტიც განსხვავებულია, გაცილებით სქელია ვიდრე სხვებზე შემხვედრია... 15 ამპერიო 12 ვოლტზე.... მგონია რომ რეალურად შეუზლია 15 ამპერის ამოღება
* * *
ლ_ე_ვ_ა_ნ_ი
QUOTE
შუნტის შემდგომ ეს კონდენსატორები აუცილებელია? შუნტის იქიდან როა არაა საკმარისი? rolleyes.gif
შუნტზე ხომ არის ძაბვის ვარდნა?... ეხლა დიდი არა თუმცა არის მაინც და შედარებით მეტი ვიდრე გამომავალ სადენს ექნება. შესაბამისად სადაც ძაბვის ვარდნა არის იქ შეიძლება წარმოიქმნას ხარვეზი და ეს ხარვეზი უნდა გასუფდავდეს კონდესატორით და ასევე საჭიროა მაღალი და დაბალი კონდესატორების ჩართვა შუნტის მერეთაც...თუ არ ჩაურთავ და პულსაცია მაღალი ექნება გამომავალზე ძაბვას.
This post has been edited by
procesora
on 1 Jul 2020, 16:30
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Adventurer
Super Member
ჯგუფი: Registered
Adventurer
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 434
წევრი No.: 18643
რეგისტრ.: 26-March 06
#56494026
· 1 Jul 2020, 16:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რომ დავითრევ დიდ დროსელებს
რამდენიანს ეძებ? მგონი T175-52 მაქვს, შემონახული მქონდა ზაპასად და ჯერ არ გამომიყენებია. საკმაოდ დიდია და ნახე თუ გაწყობს 45x27x16mm
30 ხვია წაგივა 100 მიკროჰენრიზე. ზომაში თუ ჩაეტევა იმ 25 ამპერიანზე ნახე. 5$ მივეცი ცალში შარშანწინ ალიექსპრესზე და ახლა მეტი ჯდება ჩამოტანით
(IMG:
https://img.forum.ge/Pyijjip1iJvpH.png
)
(IMG:
https://img.forum.ge/Pyijji6FiJvpq.png
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლ_ე_ვ_ა_ნ_ი
Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ლ_ე_ვ_ა_ნ_ი
Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 78
წევრი No.: 255704
რეგისტრ.: 11-March 20
#56495667
· 2 Jul 2020, 00:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ კვებაში რა დროსელიც ეყენა, მაგას ზედმეტი ხვიები შემოვაცალე და დავტოვე ყველაზე სქელი მავთულით რომელიც არის, 90 მიკროჰენრი აქვს ინდუქტივობა და ივარგებს? 30 ხვიაა, სისქით დაახლოებით 1,2 მმ იქნება
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Adventurer
Super Member
ჯგუფი: Registered
Adventurer
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 434
წევრი No.: 18643
რეგისტრ.: 26-March 06
#56495982
· 2 Jul 2020, 01:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
90 მიკროჰენრი აქვს ინდუქტივობა და ივარგებს? 30 ხვიაა, სისქით დაახლოებით 1,2 მმ იქნება
ინდუქტიურობა კარგია. 1.2მმ მავთულით 10 ამპერზე მეტზე გაგიხურებს დროსელს
This post has been edited by
Adventurer
on 2 Jul 2020, 01:43
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
procesora
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
procesora
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7411
წევრი No.: 14200
რეგისტრ.: 3-November 05
#56496031
· 2 Jul 2020, 01:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლ_ე_ვ_ა_ნ_ი
QUOTE
ამ კვებაში რა დროსელიც ეყენა, მაგას ზედმეტი ხვიები შემოვაცალე და დავტოვე ყველაზე სქელი მავთულით რომელიც არის, 90 მიკროჰენრი აქვს ინდუქტივობა და ივარგებს? 30 ხვიაა, სისქით დაახლოებით 1,2 მმ იქნება
1.2 მმ არის 1.13 კვადრატური მმ. მაგ კონკრეტული დროსელებისთვის მსგავს სქემაში სადაც ეგ დგება მაგ შემთხვევაში დენის ძალის ერთეული კვადრატულ მმ-ზე არის 8 ამპერი და თუ მანდ 1,2 მმ-იანი მავრთულია მაშინ მაგ დროსელს შეუძლია შესაბამისად 1.13 x 8 = დაახლოებით 9 ამპერი დენის გატარება... მერე გათბება თუ მოუმატებ კიდე ამპერს და გაცხელდება....
This post has been edited by
procesora
on 2 Jul 2020, 01:50
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რადიოელექტრონიკა
|
იქით
»
Pages:
(32)
« პირველი
...
6
7
[8]
9
10
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1862 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.