#62420410 · 3 Jan 2026, 17:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
psyxo
| QUOTE | | და მანდ მიმდევრობით 2 ცვლადი რეზისტორი თან მიახლოებით ერთ ნომინალში რა პონტია ? |
5k - იანი ტრიმერია, ანუ ე.წ. "პადსტროეჩნი" ცვლადი რეზისტორი. 10k - იანი ჩვეულებრივი ცვალდი რეზისტორია გარეთ გამოყვანილი სატრიალებლით. მოკლედ, ამ 5კ - იან შიდა ტრიმერს ისე აყენებ, რომ 10კ-იან გარე სახელურიან პოტენციომეტრს არც ძალიან შეუზღუდოს მოქმედების არეალი და არც ზედმეტად მგრძნობიარე გახადოს... ასეთი სქემა ძირითადად გერმანიუმებზე გამოიყენება.
სილიციუმებს ჩვეულებრივ დიდი მუდმივი რეზისტორი + პატარა ტრიმერი აქვთ... ამ შემთხვევაში ტრიმერით ძირითადად ზუსტი წანაცვლების ძაბვას (4.5ვ) აყენებენ, მაგრამ შეგიძლია ოდნავ გაზარდო ან შეამცირო და შესაბამისად უფრო მკაცრი ან უფრო რბილი ტონები მიიღო.
| QUOTE | | შმიდტის ტრიგერის ეფექტით 50K თი სავარაუდოდ ჰისტერეზისი ყენდება |
არა, ეგ 50k - იანიც ტრიმერია და შემავალ სიგნალს ზღუდავს... ანუ იგივეს აკეთებს რასაც თვითონ გიტარის ხმის პოტენციომეტრი, მაგრამ ზოგიერთ პიკაპს საკმაოდ ძლიერი სიგნალი აქვს და გიტარაზე ბოლომდე აწეული ვოლუმით უკვე ცუდი ხმა ისმის.. მაგ ტრიმერით შეგიძლია ისე დააყენო რომ ბოლომდე აწეულზეც არ გაფუჭდეს ხმა...
შმიტის ტრიგერის პრინციპით არ მუშაობს ეს სქემა, ჩვეულებრივი კლასიკური გამაძლიერებელია ტრანზისტორებს შორის უშუალო (კონდენსატორის გარეშე) კავშირით და უკუკავშირით... უბრალოდ რეზისტორების ნომინალები ისეა აღებული რომ გაჯერების რეჟიმში მუშაობს. ემიტერის (უკუკავშირის) და კოლექტორის პოტენციომეტრებით გაძლიერების და გაჯერების დონეები რეგულირდება.
This post has been edited by RedShark on 3 Jan 2026, 18:00
--------------------
Пизда! Создание природы Она же символ бытия Из нее лезут все народы Как будто пчёлы из улья...
|