#56813074 · 10 Sep 2020, 13:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
#ისტორიამებრძოლზე
* * * #ისტორიამებრძოლზე
* * * ისტორიამებრძოლზე
გიგა ჭიკაძე 1988 წლის 25 აგვისტოს დაიბადა. მამამ მისი ნახვის შემდეგ თქვა რომ ის იყო მომავალი ჩემპიონი ძიუდოში, ცურვაში, იქნებოდა კარგი მებრძოლი და ადამიანი. გიგაც ამ გზას დაადგა და ხუთი წლის ასაკში კარატეში დაიწყო მომზადება. უკვე თექვსმეტი წლისამ კი კიკბოქსი არჩია, რომელშიც დიდ წარმატებებს მიაღწია და მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილსაც იკავებდა.
ნინძა ამერიკაში პირველად ექვსი წლის წინ ჩავიდა და ბინა კალიფორნიაში დაიდო, სადაც ის ,,Kings MMA-ში” ვარჯიშობს მარლონ ვეტორთან, კელვინ გასტელუმთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად.
2013 წელს მებრძოლის დედა სიმსივნით გარდაიცვალა, რის შემდეგაც მან და მისმა დამ დააფუძნეს ფონდი ,,ნოკაუტ ქენსერ“ რომელიც სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ფინანსურად ეხმარება. ამის გარდა ნინძა ბევრ ისეთ საქმეს აკეთებს რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის. რამდენიმე წლის წინ მან ერთ ოჯახს სახლი უყიდა. გიგა როგორი კარგი მებრძოლიცაა ისეთივე კარგი ადამიანია. ის უკვე ლეგენდაა რომელსაც ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს. * * * CCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCC-Ground&Pound
|