ბოლო ტურის იმედად...
თასს უკვე ჰაკუჰო დაესაკუთრა
სექტემბრის ბაშოს დასრულებამდე ერთი ტურიღა რჩება და ქართველმა სუმოისტებმა დადებითი ბალანსის - კატიკოსის განაღდება ჯერაც ვერ მოახერხეს. ხვალ ლევან ცაგურიამაც რომ იმარჯვოს და ლევან გორგაძემაც, მაინც თამამად შეიძლება იმის მტკიცება, რომ კოკუგიკანური ბაშოს ბოლო მესამედი ორივესთვის წარუმატებელი იყო. თავად განსაჯეთ, აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა კოკაის ჯერ კიდევ მეთერთმეტე ტურში შეეძლო მერვე ქულის აღება, მაგრამ ამაში ხელი ტოჩინოშინმა შეუშალა. თავად ტოჩინოშინი კი, დადებითი ბალანსის მომტან გამარჯვებას მეთორმეტე ტურიდან ამაოდ ელის.
ტურნირის ბოლოსწინა, მეთოთხმეტე დღეს ცაგურია იოსიკაძემ დაჩაგრა, გორგაძე - ჩიოჰაკუჰომ და ორივე ჩვენებურის ანგარიშზე შვიდ-შვიდი მოგება-წაგებაა. ხვალ კოკაი კიტატაიკის დაეჭიდება და თუ არ იმარჯვა, შესაძლოა, იანვრის ბაშოზე მეორე დივიზიონ ძურიოში ჩაინაცვლოს. ხოლო გორგაძე აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირაა და მომავალი ბაშოსთვის ერთი ნაბიჯით წინ წაწევის შანსი აქვს.
იმპერატორის თასისთვის ბრძოლაში კი, უკვე ყველაფერი გარკვეულია. დღეს 23 წლის მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ პირველი ევროპელი ოძეკი, ბალკანელ გულივერად წოდებული კოტოოშუ დაამარცხა და სუმოს უმაღლესი ტიტული კარიერაში მერვედ მოიპოვა.
ჩემპიონს იმპერატორის თასს ხვალ სუმოს ასოციაციის პრეზიდენტი მუსასიგავა გადასცემს.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=12567ხვალ უმნიშვნელოვანესი დღეა ორივე ქართველისთვის და განსაკუთრებით ამ კაცისთვის
მიმაგრებული სურათი