კოკაი ლიდერებში გაერია ნოემბრის ბაშოს ორი დღის თავზე ფუკუოკას “კოკუსაი სენთერში” მიმდინარე ტურნირზე 13 დაუმარცხებელი რიკიში გალიდერდა, რომელთა შორის ქართველი ლევან ცაგურია იგივე კოკაიც იმყოფება.
აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას სტატუსით მოასპარეზე კოკაი ამჯერად მე-10 მაეგაშირა ბუშუიამას გადაეყარა და მეტოქე იორიტაოშით დასცა.
კოკაის დარად ვერ ყოჩაღობს ლევან გორგაძე, რომელიც პროფესიულ სუმოში ტოჩინოშინის შიკონათია ცნობილი.
ლევანი ფუკუოკას ბაშოსთვის დასავლეთის მე-4 მაეგაშირობამდე აღზევდა და შესაბამისად, ჭიდილიც ელიტარულ მოწინააღმდეგეებთან უწევს, რასაც, ჯერჯერობით, ვერ უმკლავდება.
ტოჩინოშინი მე-5 მაეგაშირა დეჯიმამ იორიკირით დაამარცხა და უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის ლიდერებში გაერია.
ტურნირის სტარტზე განცდილი სენსაციური მარცხის შემდეგ, გონს მოვიდა მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც პირველ მაეგაშირა ტოიონოშიმას იორიკირით სძლია.
სამშაბათს ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე მე-3 მაეგაშირა კოტოშოგიკუ (1 მოგება, 1 მარცხი) იქნება, კოკაი კი მე-12 მაეგაშირა კასუგანიშიკის (1 მოგება, 1 მარცხი) დაუპირისპირდება.
რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში წარმატებული სტარტი აიღო თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ. 32-ე რეიტინგის მქონე ქართველმა ჰომარეფუჯი ოშიტაოშით დაამარცხა.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=14299კოკაის წარმატება კარგია,მარა გორგაძის წარუმატებლობა ერთი ორად სამწუხარო და გულდასაწყვეტი