ხედი ტრიბუნიდან ტამპერეს დარბაზიდან
* * *
ქართველმა მოჭიდავეებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს
1 აპრილს ფინეთის ქალაქ ტამპერეში ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება, სადაც პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება.
ტურნირის განრიგის მიხედვით, საწყისი 2 დღე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ.
ხვალ ხალიჩაზე 55, 64, 84 და 120 კგ. წონითი კატეგორიის წარმომადგენლებს ვიხილავთ, რომელთა შორის 4 ქართველი სპორტსმენიც იქნება.
ბესარიონ გოჩაშვილი (55 კგ.) პირველ რაუნდში ისვენებს, მერვედფინალში კი ბულგარელ რადოსლავ ველიკოვს შეხვდება.
წარმატების შემთხვევაში, გოჩაშვილი უნგრელი შაბო ჩიბოლიასა და სომეხ იაბურიანს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
66 კგ-ში კობა კაკალაძის პირველი მეტოქე ფინელი იუნი როსენლოფი იქნება.
თუკი ჩვენებურმა იმარჯვა, სომეხი ჰოვანისიანისა და გერმანელი მენცელის შერკინების შედეგს დაეოლდება.
ქართული დუელის მომსწრენი ვიქნებით 84 კგ. წონით კატეგორიაში, სადაც მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ მინდორაშვილი გერმანიის სახელით მოასპარეზე ხვიჩა ბიჩინაშვილს დაუპირისპირდება.
გამარჯვების შემთხვევაში, მინდორაშვილის მეტოქე ესპანელი რამოსი იქნება.
მძიმე წონაში დავით მოძმანაშვილი ჩემპიონატს ბერძენ ნესტორას ბაცელასთან ჭიდაობით გახსნის.
თუკი ქართველმა გოლიათმა იმარჯვა, რუმინელ ჩინტოანსა და ესპანელ კუბას შორის უმჯობესს შეერკინება.
2 აპრილს ტამპერეს დარბაზის ხალიჩაზე მალხაზ ქურდიანს (60 კგ.), გელა საღირაშვილსა (74 კგ.) და გიორგი გოგშელიძეს (120 კგ.) ვიხილავთ.
“საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი” ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატის პირდაპირ ტრანსლაციას, 1 აპრილს, რვასაათიანი “მოამბის” დასრულების შემდეგ დაიწყებს.
* * *
ევრო 2007 შედეგები ;55კგ. 1. ადგილი კუდუკოვი(რუს); 2. ჩირტოაცა(გერ); 3. აკგული(თურ); 3 ველიკოვი(ბულ.)>გოჩაშვილს მოუგო 1;0/ 1;0 >>> 3-ე ადგილისთვის<<< დღესაც ერთმანეთს ხვდებიან.
60კგ.1 ფედორიშინი (უკრ); 2. გუიდეა (ბულ); 3. ვოლერი (უნგ); 3. რამაზანოვი (მაკ.);
66კგ.1 ბატიროვი (ბელარ): 2. ფარნიევი (ბელარ.); 3. ბარზაკოვი (ბულ); 3. რამაზანი (თურ);
74კგ.1 მურთაზალიევი(რუს); 2. საღირაშვილი (საქ); 3. ჩამსულვარაიევი(აზე); 3. ბენტინიდისი (საბ);
84კგ.1 კეტოევი (რუს); 2. დანკო (უკრ); 3. რიტერი (უნგ); 3. ბალცი (თურ);
96კგ.1 მურადოვი (რუს); 2. შეიკოვი (ბელარ); 3. ციტინოვი (სომხ); 3. გოგშელიძე (საქ);
120კგ.1 კურამაგომედოვი (რუს); 2. პრიადუნი (უკრ); 3. მოდებაძე (საქ); 3. ცაკიროღლუ(თურ);
ჩვენების მონაგარი ; 1 ვერცხლი / 2 ბრინჯაო ;
მიმაგრებული სურათი