#12295987 · 18 Jan 2009, 22:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
otofon3, katolina, ალბათ, ნახავდით, რომ იმ 50 ათასიდან არც ხაბულიანს და არც ბერძენიშვილს არაფერი რგებიათ. ვერ დავიჩემებ, მაგრამ იქნებ ეგ აღმოჩნდა ბოლო წვეთი - როგორ თუ არაფერი მოგვცაო. ძიუდოს ფედერაციაში საქმეები ბერძენიშვილის მისვლისთანავე აირია, მაგრამ აქამდე ხაბარელი მაგ დავაში არ ერეოდა და არც მას ეხებოდნენ. იმის მიუხედავად, რომ არ ვმუშაობ და ისეთი ინტენსიური შეხება არ მქონია მაგ ფედერაციასთან, მაინც სულ მომდიოდა ამბები, რაც იქ ხდებოდა და იმასაც ამბობდნენ, ადრე თუ გვიან აქ ცუდად ამოხეთქავსო. რაც მსოფკლიოზე ხაბარელთან მიმართებაში მოვისმინე და რაც ოლიმპიადის მერე, ცირეკიძისთვის ბინით დაჯილდოების პრესკონფერენციაზე ხაბარელისა და ხაბულიანის ჩხუბს შევესწარი, სულ ვკითხულობდი, შოთას ხომ არ ეჯაჯგურებიან-მეთქი, მაგრამ ყველა მეუბნებოდა, ხაბარელი არ ერევა და არაფერ შუაშიაო. ახლა ძალიან გამიკვირდა, როცა სწორედ მაგისგან ამოხეთქა. არ ვიცი, თქვენ შეესწარით თუ არა ბერძენიშვილის და ბილიხოძის კამათს იმ დღეს. მაშინ ჩვენ ცოტა იქით ვიდექით - ნინო გოგუაძეს რომ ველაპარაკებოდით. იქ მოვიდა ბერძენიშვილი და ზუსტად მაგაზე დაუწყო ლაპარაკი ბილიხოძეს - თქვენთან სამსახურში პრემია რომ იყოს გასანაწილებელი, ვინ უნდა გაანაწილოსო. მაგ 50 ათასს მსუნაგი კატასავით რომ უტრიალებდა, იქიდანაც ჩანდა, რომ მაგან წამოსწია ეგ თემა. ეგ ხომ თვითონ ფულზე გაწუწკებულია და მეორეს მინისტრობისას სულაც დოლარა ხარფულიანს ეძახდნენ. არ გამოვრიცხავ, ასეთმა ხალხმა ვერ აიტანა, ბუღალტერმა და საქმეთა მმართველ-თარჯიმანმა მიიღეს პრემიები და მაგათ არაფერი მისცეს. ამიტომ ეკამათებოდა ბერძენიშვილი ბილიხოძეს, პრემია ნაკრების მწვრთნელს კი არა, ჩვენ უნდა გაგვენაწილებინაო. ippon177
| QUOTE | | და შენი აზრით შეეშვებიან? და ყველაფერი მორჩება? |
უკვე ისეთი ხმაური ატყდა და რაც მთავარია, იმდენად აბსურდული ბრალდება წამოაყენეს ხაბარელის არგუმენტირებული ბრალდებების საწინააღმდეგოდ, დათმობის გარდა, არაფერი დარჩენიათ. milaneloo
| QUOTE | | ზეევი არ მევასება მაგრად.. |
გუგავასაც მოუგო და ჯიქურაულსაც სისხლი გაუშრო მტელი კარიერა, მაგრამ მე, როგორც მოჭიდავე, ძალიან მომწონს. ეგეთი დახვეწილი, ჭკვიანი და აკადემიური მოჭიდავე იშვიათად. მაგრამ უკვე დაბერდა და ჩვენი ბიჭებისთვის საშიში ვერაა. შარშანწინ ევროპაზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ლომერას ცოტა რომ ეაქტიურა... მაშინ ზეევმა უფრო ტაქტიკურად მოუგო, ვიდრე - ტექნიკურად. ამდენად, რომც ჩამოსულიყო, აჯობებდა - იქნებ ბევრი ვერც რამე დაეკლო და ტურნირს ავტორიტეტს კი შეჰმატებდა.
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი. "ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი. "ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
|