აგზენტა არ ჩერდება და ყველგანაა ციბრუტივით , ამ კაცმა სპარსულიც თუ იცოდა არ მეგონა , ლაპარაკი კიდე ჰა მარა წერაც მისასალმებელია.
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=1661ლიდერ და ოქრონაკლული სეზონი.
* * *
საინტერესო ნარკვევს წავაწყდი გუგლში ქექვისას.
ისტორია
ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობის ისტორია საქართველოში მე-20-ე საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან იწყება. 1934 წელს თბილისში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის რამდენიმე სექცია გაიხსნა. 1935 წლიდან ქართველი ფალავნები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე გამოვიდნენ და სამშობლოში ჩემპიონით დაბრუნდნენ. 52კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს თბილისელი ლეონიდ ძეკონსკი დაეუფლა.
1939 წლიდან დაიწყო თავისუფალი ჭიდაობის განვითარება. გაიხსნა სექციები და წრეები. 1945 წელს ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები პირველად გამოვიდნენ საბჭოთა კავშირის პირველობაზე და შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში გამარჯვება მოიპოვეს. ოქროს მედლები ვასილ ილურიძემ (61კგ), დავით ციმაკურიძემ (79კგ), ვაღაშკარ მაჩკალიანმა (87კგ) და არსენ მეკოკიშვილმა (+87კგ) აიღეს.
1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე დავით ციმაკურიძემ და არსენ მეკოკიშვილმა ჭიდაობის ქართულ სკოლას პირველი ოლიმპიური ოქროს მედლები მოუტანეს. ამავე ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შალვა ჩიხლაძე ვერცხლის მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ 1951 წლიდან საბჭოთა კავშირის მოჭიდავეთა ნაკრებს, ორივე სახეობაში, ქართველი ვახტანგ კუხიანიძე წვრთნიდა. კუხიანიძემ სამწვრთნელო კარიერაში არაერთ წარმატებას მიაღწია. კუხიანიძისეულ საბჭოთა კავშირის ნაკრებში მრავლად იყვნენ ქართველი ფალავნები. მაგალითად 1954 წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში შვიდი წონითი კატეგორიიდან, სსრკ-ს სახელით, ექვსში ქართველები გამოვიდნენ. მათგან ორმა_ვახტანგ ბალავაძემ და არსენ მეკოკიშვილმა ჩემპიონის ოქროს მედლები მოიპოვეს. იქამდე კი 1953 წელს გივი კარტოზიამ საბჭოთა კავშირიდან პირველმა მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ლეგენდარულმა ფალავანმა ეს მიღწევა მას შემდეგ კიდევ ორჯერ 1955 და 1958 წლებში გაიმეორა.
გამოსარჩევია კიდევ ერთი ლეგენდარული ფალავნის ვახტანგ ბალავაძის წვლილი ქართული საჭიდაო სკოლის განვითარებაში. ბალავაძე საჭიდაო ხალიჩაზე მრავლად იყენებდა ქართული ჭიდაობის ფანდებს. რის გამოც მისმა საჭიდაო სტილმა განუმეორებელი ქარიზმა შეიძინა. ბალავაძეს საფრანგეთში გამართულ ერთ-ერთ ტურნეზე ჭიდაობის პროფესორი შეარქვეს და მან ეს თიკუნი საერთაშორისო არენაზე არაერთხელ გაამართლა.
ბალავაძე აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სპორტკომიტეტის თავჯდომარის მოადგილედ. მან ამავე პერიოდში პარალელურად აღზარდა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფალავანი, ოლიმპიური თამაშების ორ გზის და მსოფლიოს ხუთ გზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ლევან თედიაშვილი.
საქართველოს ტყუილად არ ეძახიან მოჭიდავეთა ქვეყანას. ქართულმა საჭიდაო სკოლამ მსოფლიოს მრავალი უძლიერესი ფალავანი აღუზარდა. მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი არ ყოფილიყო, რომ არა იმ ადამიანების ძალისხმევა, რომლებმაც პირველი ნაბიჯები გადადგეს საქართველოში ჭიდაობის განვითარებისთვის. ამ ადამიანების არასრულ ჩამონათვალს ქვემოთ წაიკითხავთ. სამწუხაროდ იყვნენ ისეთებიც ვისი სახალები და გვარები ისტორიამ ვერ შემოინახა......
ვახტანგ კუხიანიძე, პეტრე იორდანიშვილი, ლეონიდ ძეკონსკი, ლეონიდ კაპიტანოვი, ნერსეს აკოფოვი, ილია ბობოხიძე, გიორგი ვარძელაშვილი, შალვა ნოზაძე, მიხეილ თიკანაძე, ვასილ ილურიძე, გიორგი როსტიაშვილი,ილია ჩხარტიშვილი...
* * *
The history of Greco-Roman and Freestyle wrestling in Georgia starts from the 20th Century.
In 1934 several sections of Greco-Roman wrestling were opened in Tbilisi. In 1935 Georgian fighters took part in Soviet Union Championship and became Champions. In 52kg weight category Leonid Dzekonski won the golden medal.
Development of Freestyle wrestling in Georgia started later in 1939. Already in 1945 Georgian Freestyle wrestlers took part in Soviet Union Championship and from 7 weight categories they won 4. Vasil Iluridze (61kg), David Tsimakuridze (79kg), Vagashkar Machkalian (87kg) and Arsen Mekokishvili (87kg) earned golden medals.
On the Helsinki 1952 Olympic Games David Tsimakuridze and Arsen Mekokishvili won the first golden medals in Georgian Freestyle wrestling’s history. On the same Olympic Games in Greco-Roman wrestling, Shalva Chixladze earned the silver medal.
It’s important that from 1951, the coach of the Soviet Union team in all four styles was Georgian Vakhtang Kukhiandze. In his Soviet Union team there were many Georgian wrestlers. For example in 1954 on the Freestyle wrestling World Championship, in six from seven weight categories Georgian wrestlers represented Soviet Union. Two wrestlers Vakhtang Balavadze and Arsen Mekokishvili won golden medals. Before that in 1953 Georgian Givi Kartozia was first to win the title of Champion in Greco-Roman wrestling. The legendary wrestler repeated this achievement twice in 1955 and 1958.
The other legendary wrestler Vakhtang Balavadze, also played a great role in development of Georgian wrestling. He was one of the sportsmen who used the Georgian methods of wrestling. In France, on one of the Championships, Balavadze was called the master of wrestling and he justified this name many times.
After leaving wrestling, Balavadze was the deputy president of Georgian Sports committee. At the same time he raised the Georgian legendary wrestler, the two time Olympic Games and five time World championship winner Levan Tediashvili.
Georgia is called the country of wrestling, because of many legendary wrestlers raised in this country. This would be impossible without the great effort of people, whose names are mentioned below, but it’s really regrettable that history hasn’t reserved the names of many defenders of Georgian Wrestling.
Vakhtang Kukhianidze, Peter Iordanishvili, Leonid Dzekonski, Leonid Kapitanov, Nerses Akopov, Ilia Bobokhidze, George Vardzelashvili, Shalva Nozadze, Mikhail Tikanadze, Vasil Iluridze, George Rostiashvili, Ilia Chkhartishvili and many others.
* * *
ესიც საინტერესოა.
http://www.film-palestra.ge/pdf/palavani_2.pdf
“Время единственная валюта, которой вы платите за жизнь”.