განახლდა ლელოს ინტერნეტ ვერსია .
პროფესორი მხოლოდ მას შეარქვეს
ცნობილი უკრაინელი ფალავანი და მწვრთნელი ვასილ რიბალკო წერს: არავინ მინახავს, რომ დგომში უფრო ოსტატურად ეჭიდაოს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ვახტანგ ბალავაძეს ორი წყვილი ხელი ჰქონდა, იმდენად მრავალფეროვან მოძრაობებს აკეთებდა ფეხებით...
რას არ უწოდებენ ძლიერ მოჭიდავებს: რკინის კაცს, ორძრავიანს, ჩემპიონთა ჩემპიონს, მაგრამ პროფესორი მხოლოდ ვახტანგ ბალავაძეს შეარქვეს.
რა გულიანი, კეთილი და მომხიბვლელი ადამიანია იგი.
ლელო
2010-04-29
ქართული გენ-ჯიშის მატარებელი
ჩვენს ფოლკლორში ღირსეული ასახვა პოვა ქართველი ხალხის მიერ საუკუნეების განმავლობაში შემუშავებულმა ფიზიკურ ვარჯიშობათა მთელმა ციკლმა. ამ მხრივ საყურადღებოა ქართული ეპოსი ამირანი. დაახლოებით 4000 წლის წინათ შექმნილ ამ ქართულ ხალხურ ეპოსში კარგად იგრძნობა ქართველი კაცის დაუოკებელი და ბობოქარი სული, მისი ბრძოლა თავისუფლებისთვის. ამირანს ხომ ქართველი ხალხის საერთო თავისებურებები აქვს და ქართული ჯიშის და გენის მატარებელია.
ამ უძველეს თქმულებაში ჭიდაობის სცენაა გადმოცემული, სადაც გმირი ამირანი უძლეველ ფალავნად გვევლინება:
ამირან დევი შეიბნენ,
მიწას გაჰქონდა გრიალი,
ამირანმა დევი დასცა,
ადგილი დახვდა ქვიანი,
დასცა და ბეჭი მოსტეხა,
დააწყებინა ღრიალი.
უძველესი ქართული ლიტერატურული წყარო, სადაც ჭიდაობაა ნახსენები, არის მეცხრე საუკუნის ძეგლი ცხოვრება სიმონ მესუეტისა, რომელშიც ვკითხულობთ: იწყო ეშმაკმან აღჭურვა და უნდა რომ ცა შებმა უყონ ნეტარსა სვიმონსა ვითა მორკინალმან, თქვა მას ეშმაკმან... ვიწყოთ ბრძოლად ჩემდა და შენდა რკინობად (კ. კეკელიძე, ტომი I. თბ, 1958 წ).
სიტყვა ფალავანი მორკინალს, მოჭიდავეს ნიშნავს. პროფესორ სარგის კაკაბაძის აზრით, დიდი შოთა რუსთაველის პაპის სახელი მეხრიკე იყო, რაც სიტყვასიტყვით მორკინალს, მოჭიდავეს და ფალავანს ნიშნავს. ეს იყო მეხრიკეობით (ფალავანდობით) განთქმული წინაპრის გამო. შოთას გვარის შტოში თაობათა სიგრძეზე გავრცელებული სახელი კარგი ფალავნობა ფეოდალურ ხანაში ხომ სასახელო საქმედ ითვლებოდა.
შემდეგ მეცნიერი ასაბუთებს, რომ ნათქვამის პარალელს წარმოადგენს შემდგომში თავად ფალავანდიშვილების გვარში პოპულარული სახელი ფალავანდი, რომელიც ქართული მეხრიკის სპარსულ (ფეჰხლევენდ) შესატყვისობას წარმოადგენს (ს. კაკაბაძე. რუსთაველი და მისი ვეფხისტყაოსანი, თბ. 1966 წ).
სარგის კაკაბაძე არც იმას გამორიცხავს, რომ ცნობილი ამირეჯიბის გვარი ამირეჯიბნი არიან. ესენიც ძველადვე ფალავანდიანთა გვარისანი, რომელთაცა აქვთ მამულიცა და ურთიერთშორის შერეგნილნი - ვკითხულობთ ერეკლე მეორის დროინდელ ცნობაში, რომელიც ქართლ-კახეთის თავადების წარმომავლობას ეხება.
საქართველოს ისტორიის ადრეულ პერიოდში ჭიდაობის არსებობას და მასში ქართველების განსაკუთრებულ დახელოვნებას ძველი ქართული მხატვრობის ძეგლები და ისტორიული პირველწყაროებიც ადასტურებენ. ამ მხრივ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ალექსანდრე რობაქიძის მიერ ალავერდის მხატვრობაში ქართული ჭიდაობის გამოხატულებათა აღმოჩენა, რომლითაც შემკულია ტაძრის მთავარი შესასვლელის ზედა კედელი. ამის შესახებ მკვლევარი წერს:
რთული სიუჟეტის შემცველი მხატვრობის ქვედა მარცხენა კუთხეში ორი მოჭიდავეა გამოსახული, როგორც საფიქრებელია, მოჭიდავენი საგანგებო ტანსაცმელში არიან გამოწყობილი და ჭიდაობის პროცესში იმყოფებიან. მხატვრობა მე-11 საუკუნით არის დათარიღებული და ამდენად, იგი წარმოადგენს იშვიათსა და მყარ წყაროს, რომლის მეშვეობით მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაა შესაძლებელი.
http://www.opentext.org.ge/index.php?m=18&art=2314
“Время единственная валюта, которой вы платите за жизнь”.