ჩემპიონი კოკიანის ყნოსვისას დააფიქსირეს (ვიდეო)
ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ ვიდეომასალა სადაც ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი კრივში რიკი ჰატონი ნარკოტიკს იღებს.
ჰატონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კარიერას ასრულებს და მას პრომოუტერული მოღვაწეობა უფრო აინტერესებს.
ვიდეომასალა გაავრცელა ჰატონის მეგობარმა ქალმა ემა ბოუიმ, რომელმაც განაცხადა, რომ ამას რიკის კეთილდღეობისათვის აქვეყნებს. "მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მასზედ ვზრუნავ, მითუმეტეს თუ იგი რინგზე დაბრუნებას აპირებს. მას შეიძლება გულის შეტევა დაემართოს, რადგან პროფესიონალი მოკრივისთვის ეს ძალიან საშიშია. რიკის დახმარება სჭირდება", - მოჰყავთ ემას სიტყვები ბრიტანულ საინფორმაციო საშუალებებს.
http://championat.ge/news.php?id=2876 This post has been edited by rolexa on 13 Sep 2010, 00:39