Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სპორტი
->
ჭიდაობა და საბრძოლო ხელოვნება
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(6)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ხრიდოლი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
__Khridoli__
Member
ჯგუფი: Registered
__Khridoli__
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 46
წევრი No.: 68753
რეგისტრ.: 31-July 08
#14340547
· 19 Jun 2009, 00:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია ხრიდოლი აერთიანებს დამოუკიდებელ სადროშოებს (სპორტულ კლუბებს), რომელთა მიზანია:
ქართველთა მხედრული ტრადიციების აღორძინება;
ხრიდოლის საბრძოლო სისტემის დანერგვა-განვითარება;
ქართული საბრძოლო ხელოვნების მივიწყებული სახეობების
აღდგენა-გავრცელება;
სპორტული ასპარეზობების მოწყობა საბრძოლო ხელოვნების;
ეროვნულ სახეობებში.
ფედერაციაში ფუნქციონირებს ქართული ხალხური სიმღერის, ცეკვის და ხალხურ საკრავთა ანსამბლები, რომლებიც მუდმივად მონაწილეობენ ფოლკლორულ ფესტივალებში.
ფედერაციაში ფუნქციონირებს ალპინისტური სადროშო, რომელიც მუდმივად ატარებს ლაშქრობებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. აწყობს საზაფხულო ბანაკებს, ეწევა ტურისტების დახვედრა-მომსახურებას, აწყობს მათთვის ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელ გამოსვლებს.
(IMG:
http://img269.imageshack.us/img269/6408/gerbiforum.jpg
)
www.khridoli.ge
ხრიდოლის საბრძოლო სისტემა
ხრიდოლი დღეს წარმოადგენს ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთ სახეობას. ამ სახელწოდების საბრძოლო ხელოვნება ძველ საქართველოში არ არსებობდა. იოსებ გრიშაშვილის გადმოცემით ხრიდოლი იყო, შერკინების წესი, ერთგვარი დუელი, სადაც გამომწვევი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში და ცალი ხელით ებრძოდა ორი ხელით მოქმედ მეტოქეს. ხრიდოლში გამომწვევი გამორჩეულ მებრძოლს წარმოადენდა. ამ წესით ბრძოლა, ერთგვარი ოსატოტბის დონის მაჩვენებელიც იყო, რადგან "ხრიდოლის" წესით მებრძოლს უნდა დაემარცხებინა უპირატეს მდგომარეობაში მყოფი მეტოქე და დამარცხების შემთხვევაშიც კი არ დაერღვია ხრიდოლის წესები. ხრიდოლის ბრძოლის წესში ასახულია ქართველობის ისტორია. საუკუნეების განმავლობაში მუდმივად უპირატეს მდგომარეობაში მყოფ მტერთან გვიწევდა ბრძოლა. ნაალაფარით ნაშოვნი სიმდიდრით, ლაშქრის სიმრავლით, უკეთესი შეიარაღებით ცდილობდნენ მსოფლიოს უდიდესი იმპერიები ჩვენს გატეხვას, მაგრამ მაინც ვერავინ აიძულა ქართველი გაჰქცეოდა განსაცდელს, სხვისთვის დაეტოვებინა ღვთისგან ნაბოძები მიწაწყალი. უპირატეს მდგომარეობაში მყოფი მტრის დამარცხება, ღირსების საქმედ ექცა ქართველს. ხრიდოლის ბრძოლის წესის შინაარსიდან გამომდინარე, 1997 წელს, ქართული საბრძოლო სისტემის აღდგენისას, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია ხრიდოლის ერთერთმა ჯგუფმა (იბეირლეი მგლები), "ხრიდოლი" გამოიყენა ქართული საბრძოლო სისტემის კრებით სახელწოდებად. ამ სახელის ქვეშ გაერთიანდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ოთხი უძველესი სახეობა: ჭიდაობა, რკენა, კრივი და ფარიკაობა. სისტემის აღდგენისას, მთავარ საფუძვლად გამოყენებული იქნა ქართული ჭიდაობა. "ქართული ჭიდაობისა" და ეთნოგრაფიულად მოძიებული მასალების საფუძველზე, თავდაპირველად აღდგენილი იქნა ქართული ჭიდაობის უძველესი სახეობა "რკენა". "რკენას" ქართული ჭიდაობისგან განასხვავებს იმ ტიპის ფანდები, რომლებითაც შეტევა ხორციელდება ქვედა კიდურებზე. რკენაში აგრეთვე დასაშვებია მტკივნეული და მახრჩობელა ილეთები. შერკინება გრძელდება ჩოქბჯენშიც. იმის გამო რომ ყველაზე მეტი ლიტერატურული და ეთნოგრაფიული მასალა, ჭდაობის ამ სახეობაზე, ხევსურეთის შესახებ არსებულ წყაროებში იქნა აღმოჩენილი, "რკენის" მეორე სახელწოდებად, ხრიდოლის ფედერაციაში, ხევსურული ჭიდაობა იხმარება. "რკენის" შემდეგ, მის საფუძველზე, აღდგენილი იქნა ქართული კრივი. "რკენას" დაემატა დარტყმითი ტექნიკა ხელით და ფეხით. "რკენაში" და "კრივში" ფანდების 90%-ს წარმოადგენს ქართული ილეთები, მაგრამ ხრიდოლის ფედერაციამ აღნიშნულ სახეობებში შემოიტანა, საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო სახეობებში არსებული ილეთები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება "რკენაში" და "კრივში" არსებულ საასპარეზო წესებს. ხრიდოლის საბრძოლო სისტემაში, მეოთხე სახეობად, ჩართული იქნა "ხევსურული ფარიკაობა". "ქართული ჭიდაობის" მსგავსად, ხრიდოლის ფედერაციას არ დასჭირვებია ფარიკაობის ამ სისტემის აღდგენა, რადგან ისიც ცოცხლად იყო შემონახული ხევსურთა ყოფაში. მოხდა მხოლოდ საასპარეზო წესების შემუშავება.
ხრიდოლის სპორტული ასპარეზოებები
ქართული საბრძოლო სისტემის აღდგენიდან სამი წლის შემდეგ (2000 წელს), ხრიდოლის ფედერაციის დარბაზის გადაწყვეტილებით, ხრიდოლის საბრძოლო სისტემის დანერგვა სავალდებულო გახდა ფედერაციის ყველა ჯგუფისთვის. შეთანხმდა საერთო სავარჯიშო წესები. საასპარეზო ჩოხად დადგინდა, ქართულ ჭიდაობაში 30-იან წელბამდე არსებული საჭიდაო ჩოხა, მხოლოდ მას დაემატა, ქართული ჩოხისთვის ტრადიციული სახელოები. ჩოხა გაფორმებული იქნა ქართული ორნამენტებით. 1997 წელს, ქართული საბრძოლო სისტემის აღდგენის მომენტიდან, ფედერაციის ჯგუფები ატარებენ შეჯიბრებებს ხრიდოლის ოთხჭიდში. თითოეულ სახეობაში შეჯიბრება ტარდება ცალცალკე, ასაკობრივი ჯგუფებისა და წონითი კატეგორიების მიხედვით. საპრიზო ადგილზე გასული მებრძლები, სასწავლო წლის ბოლოს, მონაწილეობას ღებულობენ მემეტეს ტურნირში, სადაც შეხვედრები ტარდება სამ რაუნდად: პირველ რაუნდში მებრძოლები ეჯიბრებიან ერთმანეთს ჭიდაობაში, მეორე რაუნდში ფარიკაობაში, მესამე რაუნდში კრივში.
შერკინების წესები ხრიდოლში
საბრძოლო ხელოვნების ის სახეობები, რომლებსაც ხრიდოლი შეისწავლის უძველესია. მათი ფესვები და ბრძოლის წესი რამდენიმე ათასწლეულს ითვლის.
თანამედროვე სპორტულ ხრიდოლში, ძველი საბრძოლო სახეობისგან განსხვავებით, ამოღებულია ის ილეთები, რომელთა შესრულება მეტოქის სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენს. კისრისა და კიდურების მეყსეული მოტეხვა, სხეულის დაუცველ ადგილებში შეტევა.
ჭიდაობა
ქართულ ჭიდაობაში შერკინება მიმდინარეობს ტრადიციული ჩოხითი. მოქმედება ხდება მხოლოდ დგომში, ჩოქბჯენში ბრძოლის გაგრძელება დაუშვებელია.დაუშვებელია აგრეთვე ხელებით ქვედა კიდურებზე რაიმე საჭიდაო მოქმედება. აკრძალულია მტკივნეული ილეთები და გაგუდვა. არსებული წესები ქართულ ჭიდაობას გამორჩეულ, დახვეწილ იერს აძლევს, რის გამოც ის ჭიდაობის ერთ-ერთ ულამაზეს სახეობადაა მიჩნეული.
(IMG:
http://img23.imageshack.us/img23/2775/60995463.jpg
) (IMG:
http://img269.imageshack.us/img269/7773/chidaoba2.jpg
)
რკენა
ხევსურულ ჭიდაობაში (რკენაში) შერკინება მიმდინარეობს ტრადიციული ჩოხით. მისი ერთ-ერთი სახელწოდებაა `მოშ და მოშ~, რაც მთის კილოზე ხელების შემოხვევით მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების შესრულებას გულისხმობს. დასაშვებია ნებისმიერი ილეთის შესრულება, რომელიც ქართულ ჭიდაობაში ან ჭიდაობის საერთაშორისო სახეობებში არ იკრძალება. ხევსურულ ჭიდაობაში შერკინება გრძელდება ჩოქბჯენში. გარდა ამისა, დასაშვებია როგორც დგომში ასევე ჩოქბჯენში მახრჩობელა და მტკივნეული ილეთების შესრულება, რომლებიც კისრისა და კიდურების მეყსეულ მოტეხვას არ იწვევს. ძველი საბრძოლო წესებით ამ ტიპის ილეთების შესრულება დასაშვები იყო. ქულებით ფასდება შებოჭვაც.
(IMG:
http://img3.imageshack.us/img3/1165/60630653.jpg
) (IMG:
http://img269.imageshack.us/img269/8784/rkena2.jpg
)
კრივი
ქართულ კრივში მებრძოლები ქართული ტრადიციული ჩოხით იბრძვიან. ძველ დროს უხელთათმანოდ, ახლა სპეციალური ხრიდოლის ხელთათმანებით. ხრიდოლის ხელთათმანი თითებს არ ფარავს და საშუალებას აძლევს მებრძოლს მეტოქის ჩოხაზე ან ქამარში ხელის ჩავლებით ილეთი შეასრულოს. ბრძოლის დროს დასაშვებია დარტყმების მიყენება მუშტით და ფეხით სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში, აკრძალული ადგილების გარდა. დასაშვებია თავით, მუხლით და იდაყვით სხეულის ნებისმიერ ადგილას შეტევის განხორციელება. დასაშვებია საჭიდაო ილეთების გამოყენება. როგორც დგომში, ასევე ჩოქბჯენში. ასევე დასაშვებია დგომში და ჩოქბჯენში მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების გამოყენება. აკრძალულია დარტყმები საზარდულში, ყელში, კეფაში, ზურგისა და ხერხემლის მიდამოებში, დგომიდან წაქცეულის ცემა.
(IMG:
http://img269.imageshack.us/img269/1010/krivi1.jpg
) (IMG:
http://img269.imageshack.us/img269/9759/krivi2.jpg
)
ფარიკაობა
ხევსურულ ფარიკაობაში მეტოქეები იბრძვიან ხმლით და პატარა წრიული ფორმის ფარით. ძველ დროში უმცროსი ასაკის მებრძოლები სწავლების პროცესში ხმარობდნენ ხის იარაღს, თანამედროვე სპორტული შეჯიბრებების დროსაც ხრიდოლის მებრძოლები ასევე იყენებენ ხის ფარ-ხმალს. აკრძალულია ხმლის მხრიდან მოქნევა, რადგან, ქართული ადათით, თუ მეტოქე მოსისხლე მტერს არ წარმოადგენს, მებრძოლმა მაჯიდან უნდა მიაყენოს მსუბუქი ჭრილობა და მის სიცოცხლეს გაუფრთხილდეს. თანამედროვე ფარიკაობისას ტრამვის თავიდან აცილების მიზნით ხმლის პირი დარბილებულია სპეციალური დამცავით.
(IMG:
http://img269.imageshack.us/img269/8886/farikaoba1.jpg
) (IMG:
http://img5.imageshack.us/img5/205/farikaoba2.jpg
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მადეირა
უნარჩევესი
ჯგუფი: Moderators
მადეირა
უნარჩევესი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61752
წევრი No.: 19632
რეგისტრ.: 8-May 06
#14342470
· 19 Jun 2009, 03:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს თემა გაკონტროლდება მკაცრად
----------
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
__Khridoli__
Member
ჯგუფი: Registered
__Khridoli__
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 46
წევრი No.: 68753
რეგისტრ.: 31-July 08
#14353113
· 19 Jun 2009, 21:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
2009 წლის დასაწყისიდან, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა დაიწყო ხელჩართული ბრძოლის ქართული სისტემის - "ხრიდოლის" დანერგვა ქართულ ჯარში. 23 აპრილს, ჩატარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი პირად-გუნდური პირველობა ხრიდოლის ოთხჭიდის ერთერთ სახეობაში - "ქართულ კრივში". შეჯიბრებაზე გუნდური გამარჯვება მოიპოვა სენაკის ბრიგადამ.
(IMG:
http://img16.imageshack.us/img16/6863/23042009867.jpg
)
ხრიდოლის გარდამავალი თასი გადაეცა 2009 წლის გამარჯვებულ გუნდს - სენაკის ბრიგადას.
(IMG:
http://img13.imageshack.us/img13/9171/23042009878.jpg
)
შეიარაღებული ძალების პირველობას სპორტკომიტეტის მხრიდან ორგანიზებას უწევდნენ ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტი ნუკრი მჭედლიშვილი (მარცხნივ) და საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტი კახაბერ ბასილია (ნუკრი მჭედლიშვილის გვერდით).
(IMG:
http://img13.imageshack.us/img13/9893/23042009880.jpg
)
(IMG:
http://img13.imageshack.us/img13/1503/23042009881.jpg
)
საბრძოლო ხალიჩაზე შეხვედრებს მსაჯობდნენ ხრიდოლის ფედერაციის წარმომადგენლები.
(IMG:
http://img22.imageshack.us/img22/4738/23042009885m.jpg
)
(IMG:
http://img22.imageshack.us/img22/5554/23042009892.jpg
)
(IMG:
http://img22.imageshack.us/img22/331/23042009894.jpg
)
შეიარაღებული ძალების პირველობის გამარჯვებული გუნდი სენაკის ბრიგადიდან. დაჯილდოვების მომენტები.
(IMG:
http://img11.imageshack.us/img11/3530/23042009897.jpg
)
ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი შეჯიბრების ორგანიზატორებთან ერთად.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ippon
ძუძუ მემბერი
ჯგუფი: Members
ippon
ძუძუ მემბერი
ჯგუფი: Members
წერილები: 2371
წევრი No.: 55381
რეგისტრ.: 10-March 08
#14465986
· 27 Jun 2009, 23:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მადეირა
და მკაცრად რატომ მშვებიერი თემააა ვაჟკაცური სპორტია და ყველას უნდა გვევასებოდეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
__Khridoli__
Member
ჯგუფი: Registered
__Khridoli__
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 46
წევრი No.: 68753
რეგისტრ.: 31-July 08
#14739102
· 17 Jul 2009, 19:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ორი კვირის წინ, თურქული მხარის მიწვევით ართვინის მხარეში გაემგზავრა საქართველოს თავისუფალი ჭიდაობის ჭაბუკთა ნაკრები, ნაკრების მწვრთნელის ამირან მაისურაძის ხელმძღვანელობით და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია ხრიდოლის გუნდი, ნუკრი მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით. თურქული მხრიდან ქართული გუნდის მიწვევას და მასპინძლობას ორგანიზებას უწევდა ამჟამად ართვინის მხარეში მოღვაწე, ყოფილი თავისუფალი მოჭიდავე და ხრიდოლის ფედერაციის წევრი - ზაზა ვარდიძე. ის ამჟამად თურქეთში თავისუფალ ჭიდაობაში წვრთნის თურქ ახალგაზრდებს. ქართული ჯგუფი მიწვეული იყო კლარჯეთის მხარეში ფესტივალში მონაწილეობის მიზნით. ქართული ჯგუფის გარდა მიწვეული იყო აზერბაიჯანის თავისუფალი ჭიდაობის გუნდი და სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები რუსეთისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა ხრიდოლის გუნდის მიერ შესრულებულმა "საბრძოლო შეტაკებამ". ამ საჩვენებელი ორთაბრძოლის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა უკან დასდევდა და ცდილობდა პატივისცემა გამოეხატა ქალაქის ქუჩებში მოსიარულე ჩოხოსანი ხრიდოლიონების მიმართ. ზოგიერთი კი, მიუხედავად ენის არცოდნისა, ქართველობით იწონებდა თავს. ფესტივალის დამაგვირგვინებელ აკორდს წარმოადგენდა გუნდური ასპარეზობა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის გუნდები ეჯიბრებოდნენ ჩემპიონის წოდების მოსაპოვებლად. ეს იყო ძალზე დაძაბული შეხვედრები. თავდაპირველად საქართველოს გუნდს მოუწია ზედიზედ ორივე ნაკრებთან შერკინება. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველ შეხვედრაში ბოლო წამამდე ხშირად გაურკვეველი იყო გამარჯვებულის ვინაობა, მაინც უმეტეს შემთხვევაში ქართველი მოჭიდავეები იმარჯვებდნენ. შეხვედრებს დაძაბულობას მატებდნენ მრავალრიცხოვანი თურქი გულშემატკივრები. მიუხედავად სიმრავლისა არამარტო საჭიდაო ხალიჩაზე, ტრიბუნებზეც არ დააჩაგვრინეს თავი ქართველებმა. ხრიდოლის გუნდის მიერ განუწყვეტლივ შესრულებულმა საფერხისე სიმღერებმა, ტაშით და შეძახილებით, დაჩრდილა თურქთა ერთფეროვანი გულშემატკივრობა. ასპარეზობის ბოლოს, თითქმის მთელმა დარბაზმა ქართველებზე უკეთ იცოდა ქართული საფერხისე სიმღერები და ზოგიერთი კიდეც შემოუერთდა ქართველ გულშემატკივრებს. გამანადგურებელი იყო ქართული გუნდის მიერ მოპოვებული წარმატება. ჩვენმა მოჭიდავეებმა ჯერ თურქეთის გუნდი დაამარცხეს 7-3 , ხოლო შემდეგ აზერბაიჯანის გუნდი 9-1 . თურქული და აზერბაიჯანული გუნდების შეხვედრა თურქული მხარის გამარჯვებით დამთავრდა.
თურქულ საჭიდაო ხალიჩაზე საქართველოს ღირსებას იცავდნენ:
42 კგ-მდე წონით კატეგორიაში - იორამაშვილი ღვთისო, გორი
46 კგ-მდე წონით კატეგორიაში - ბეუკლიშვილი აჩიკო, ყვარელი
50 კგ-მდე წონით კატეგორიაში - როჩიკაშვილი ლევანი, საგარეჯო
54 კგ-მდე წონით კატეგორიაში - გოცირიძე გიორგი, ამბროლაური
58 კგ-მდე წონით კატეგორიაში - მარგიევი ზაურ, თბილისი
58 კგ-მდე წონით კატეგორიაში - ტალახაძე გიორგი, გორი
63 კგ-მდე წონით კატეგორიაში - მიქელაძე ბექა, ბოლნისი
69 კგ-მდე წონით კატეგორიაში - პეტრიაშვილი ბექა, საგარეჯო
76 კგ-მდე წონით კატეგორიაში - ჯანაძე თედო, თბილისი
85 კგ-მდე წონით კატეგორიაში - მეშვილდიშვილი გიორგი, ონი
100 კგ-მდე წონით კატეგორიაში - პეტრიაშვილი გენო, ყორნისი (ნული)
გუნდს ხელმძღვანელობდა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი ამირან მაისურაძე.
(IMG:
http://img16.imageshack.us/img16/7571/2106200911052.jpg
)
საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის გუნდები წარდგნენ გულშემატკივრების წინაშე.
(IMG:
http://img16.imageshack.us/img16/5730/2106200910952.jpg
)
(IMG:
http://img32.imageshack.us/img32/3897/2106200911172.jpg
) (IMG:
http://img32.imageshack.us/img32/1078/2106200911092.jpg
)
დაჯილდოვების ცერემონიალი. ხრიდოლის ფედერაციის წარმომადგენელმა გიორგი ავსაჯანიშვილმა ქართული სუვენირები გადასცა ქალაქის მერს.
(IMG:
http://img31.imageshack.us/img31/9162/2106200911202.jpg
)
ხრიდოლის გუნდი მასპინძელი ქალაქის მერთან ერთად.
(IMG:
http://img20.imageshack.us/img20/6533/2106200922282.jpg
)
საჩვენებელი ორთაბრძოლის წინ.
(IMG:
http://img31.imageshack.us/img31/73/2106200922302.jpg
)
ხრიდოლის გუნდი თავისუფალი ჭიდაობის გუნდის წევრებთან ერთად.
(IMG:
http://img20.imageshack.us/img20/8910/2106200922322.jpg
)
ხრიდოლის გუნდი ასპარეზობის ერთ-ერთ ორგანიზატორ ზაზა ვარდიძესთან ერთად. (უკან, მიუვალ კლდეზე წინაპრის ნალოცი ჩვენი დარდი და სატკივარი მოჩანს)
(IMG:
http://img20.imageshack.us/img20/3962/2106200922632.jpg
)
"ოთხთას" კედლებთან.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
__Khridoli__
Member
ჯგუფი: Registered
__Khridoli__
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 46
წევრი No.: 68753
რეგისტრ.: 31-July 08
#14763018
· 19 Jul 2009, 19:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ივნისის ბოლოდან ფშავში ორკვირიანი შეკრება გაიარა ხრიდოლის სამმა ნაკრებმა. ნაკრებ გუნდებთან ერთად, მოეწყო სპორტული ბანაკი სადაც წვრთნას გადიოდნენ და ისვენებდნენ, როგორც დამწყები ხრიდოლიონები, ისე ნებისმიერი მსურველი.
(IMG:
http://img33.imageshack.us/img33/2185/33404589.jpg
)
ხრიდოლის ნაკრები
(IMG:
http://img33.imageshack.us/img33/2434/42609342.jpg
)
ხრიდოლის ჭაბუკთა ნაკრები
(IMG:
http://img43.imageshack.us/img43/3166/43391106.jpg
)
ხრიდოლის ბავშვთა ნაკრები
(IMG:
http://img43.imageshack.us/img43/821/86741439.jpg
)
დამწყები ხრიდოლიონები
(IMG:
http://img43.imageshack.us/img43/6297/27953347.jpg
)
(IMG:
http://img18.imageshack.us/img18/9562/62823666.jpg
)
(IMG:
http://img18.imageshack.us/img18/5131/77601052.jpg
)
(IMG:
http://img43.imageshack.us/img43/3478/58999574.jpg
)
(IMG:
http://img43.imageshack.us/img43/537/73959523.jpg
)
(IMG:
http://img33.imageshack.us/img33/4298/43900855.jpg
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
__Khridoli__
Member
ჯგუფი: Registered
__Khridoli__
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 46
წევრი No.: 68753
რეგისტრ.: 31-July 08
#14791019
· 21 Jul 2009, 20:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რამდენიმე ინფორმაცია ხრიდოლის საიტიდან
2009 წლის 30 მაისს კარტოზიას სახელობის საჭიდაო დარბაზში ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სანდაში. სადაც სანდას ფედერაციაში გაერთიანებული საბრძოლო ხელოვნების კლუბების გარდა მონაწილეობას იღებდნენ ათამდე სხვადასხვა ფედერაციისა და სპორტული კლუბების წარმომადგენლები. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო ხრიდოლის გუნდმაც.
ხრიდოლის ფედერაციის გუნდიდან, ხუთი ფინალში გავიდა, აქედან ორმა ჩემპიონის ოქროს მედალი დაისაკუთრა. სამი დაეუფლა ვერცხლის მედალს.
ჩემპიონები გახდნენ: რომან ხუნდაძე და თორნიკე ფოლადიშვილი.
მეორე ადგილები დაიკავეს: გიორგი ავსაჯანიშვილმა, იმედო ჟორჟოლიანმა და არჩილ კაპანაძემ.
(IMG:
http://img5.imageshack.us/img5/4034/26564729.jpg
)
(IMG:
http://img5.imageshack.us/img5/5628/89786882.jpg
)
(IMG:
http://img5.imageshack.us/img5/7553/16112826.jpg
)
(IMG:
http://img5.imageshack.us/img5/6170/61761600.jpg
)
(IMG:
http://img5.imageshack.us/img5/9236/18666564.jpg
)
(IMG:
http://img5.imageshack.us/img5/5592/26219426.jpg
)
(IMG:
http://img5.imageshack.us/img5/8318/47715221.jpg
)
(IMG:
http://img5.imageshack.us/img5/9029/25673901.jpg
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Partisan001
Crazy Member
ჯგუფი: Members
Partisan001
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2585
წევრი No.: 96165
რეგისტრ.: 21-July 09
#15052387
· 11 Aug 2009, 22:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კლუბი მხოლოდ თბილისში გაქვთ თუ სხვა ქალაქებშიც? რუსთავში თუ გაქვთ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Martoxela Tadzreuli
Super Member
ჯგუფი: Registered
Martoxela Tadzreuli
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 133
წევრი No.: 89161
რეგისტრ.: 17-April 09
#15439800
· 9 Sep 2009, 22:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Partisan001 @ 11 Aug 2009, 22:00 )
კლუბი მხოლოდ თბილისში გაქვთ თუ სხვა ქალაქებშიც? რუსთავში თუ გაქვთ?
ჯგუფები და წარმომადგენლები რამდენიმე ქალაქში და რაიონში გვყავს; ახალციხეში, თელავში, ახმეტაში, ყაზბეგში,ხობში, ფშავში, ხევსურეთში, მაგრამ სპორტული ჯგუფები დღეისათვის მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს. სექტემბრის ბოლოდან გაიხსნება ორი სპორტული ჯგუფი გორსა და ბორჯომში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
__Khridoli__
Member
ჯგუფი: Registered
__Khridoli__
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 46
წევრი No.: 68753
რეგისტრ.: 31-July 08
#15728659
· 27 Sep 2009, 22:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გუშინ, 26 სექტემბერს, დიღმის ძიუდოს დარბაზში, თბილისის მერიის სპორტის სამსახურის ორგანიზებით, ჩატარდა სპორტული ფესტივალი. ოლიმპიური მომზადების ცენტრის ოთხ დარბაზში ერთდროულად მიმდინარეობდა ქალაქის პირველობა ოთხ სახეობაში: ძიუდოში, თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობებში და ხრიდოლის სამჭიდში. ხრიდოლის ფედერაცია შეჯიბრებებს უკვე 12 წელია ატარებს. პირველი სპორტული ასპარეზობა, ხრიდოლის ფედერაციამ, ჩაატარა 1997 წელს, 2001 წლიდან კი, ფედრაცია, ეროვნულ ჩემპიონატს ატარებს სამ რაუნდიანი ორთაბრძოლების სახით. თითოეულ შეხვედრაში, გამარჯვებულის გამოსავლენად, მებრძოლები პირველ რაუნდში ჭიდაობენ (ქართული ჭიდაობის წესებით), მეორე რაუნდში ფარიკაობენ(ხევსურული ფარიკაობის წესებით) და მესამე რაუნდში კრივობენ(ქართული კრივის წესებით). გუშინდელ ასპარეზობაში მონაწილეობას იღებდნენ ხრიდოლის ფედერაციის ხუთივე სადროშოს საუკეთესო მებრძოლები (იბერიელი მგლები, ხვამლი, თორი, ხოგაის მინდი, დიდგორი). ასპარეზობა ტარდებოდა მოსწავლეთა შორის, ყველა ასაკობრივ ჯგუფში, სულ 16 წონითი კატეგორია გამოიყო. 16 პირველი ადგილიდან 9 პირველი ადგილი და გუნდური გამარჯვება მოიპოვეს სადროშო "იბერიელი მგლების" წარმომადგენლებმა. განსაკუთრებულად წარმატებით იასპარეზა "იბერიელი მგლების" წარმომადგენელმა რომან ხუნდაძემ, ამ სპორტსმენმა ერთდროულად აღნიშნული ფესტივალის ორ ჩემპიონატში მიიღო მანაწილეობა. ჯერ ხრიდოლის ჩემპიონატში დაიკავა პირველი ადგილი, შემდეგ ძიუდოს დარბაზში გადაინაცვლა და მიუხედავად იმისა რომ ეს მისთვის, ძიუდოში, პირველი ასპარეზობა იყო და წესები ფაქტიურად ტატამზე გასვლის წინ გახდა ცნობილი, მან ძიუდოშიც შეძლო, ქალაქის პირველობაზე, მესამე საპრიზო ადგილის დაკავება (1996-95 წლებში დაბადებულ ძიუდოისტებს შორის). ამ წარმატების აფუძველზე მან ოქტომბერში, ძიუდოში, საქართველოს პირველობაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ რომან ხუნდაძემ, წელს, მაისის თვეში, სანდას(კუნფუ) ეროვნულ ჩემპიონატშიც გაიმარჯვა. ასე რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომან ხუნდაძე, ძიუდოში, საქართველოს პირველობაზე შედეგს ვერ აჩვენებს, ერთი სპორტული წლისთვის, აქამდე მიღწეულიც, საკმაოდ დიდი წარმატება იქნება პატარა სპორტსმენისთვის.
(IMG:
http://img21.imageshack.us/img21/849/265647293.jpg
)
რომან ხუნდაძე
, წლევანდელი სპორტული წლის გამარჯვებული სპორტის ორ სახეობაში: ხრიდოლის ეროვნულ ჩემპიონატში და სანდას (კუნფუ) ეროვნულ ჩემპიონატში. გუშინდელ ფესტივალში ხრიდოლში დაიკავა პირველი ადგილი, ძიუდოს საქალაქო პირველობაზე დაიკავა მესამე, საპრიზო ადგილი და მოიპოვა ძიუდოში საქართველოს პირველობაზე მონაწილეობის უფლება.
(IMG:
http://img43.imageshack.us/img43/3166/43391106.jpg
)
ხრიდოლის 13 წლამდე მოსწავლეთა ნაკრები. წინა რიგში, მარცხნიდან მეორე
რომან ხუნდაძე
.
This post has been edited by
__Khridoli__
on 27 Sep 2009, 22:48
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
__Khridoli__
Member
ჯგუფი: Registered
__Khridoli__
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 46
წევრი No.: 68753
რეგისტრ.: 31-July 08
#15893962
· 9 Oct 2009, 01:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პირველი ოქტომბრიდან ხრიდოლის ჯგუფმა ფუნქციონირება დაიწყო ქალაქ გორში. ფედრაციას დაგეგმილი აქვს გორში პატარა ტურნირის მოწყობა, ხრიდოლის სამჭიდში. უახლოეს დღეებში დაწვრილებით მოგაწვდით ინფორმაციას ამ ჯგუფის საქმიანობის შესახებ.
This post has been edited by
__Khridoli__
on 9 Oct 2009, 01:27
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Martoxela Tadzreuli
Super Member
ჯგუფი: Registered
Martoxela Tadzreuli
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 133
წევრი No.: 89161
რეგისტრ.: 17-April 09
#15968963
· 14 Oct 2009, 11:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უფალი გფარავდეთ! სვეტიცხოვლის მადლი გეწეოდეთ, ქართველებო!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
__Khridoli__
Member
ჯგუფი: Registered
__Khridoli__
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 46
წევრი No.: 68753
რეგისტრ.: 31-July 08
#16460194
· 14 Nov 2009, 17:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
7-8 ნოემბერს, ქალაქ ტყიბულში, გაიმართა საქართველოს თასის პირველობა ორთაბრძოლა სანდაში (კუნფუ), სადაც, სანდას ფედერაციაში გაერთიანებული კლუბების გარდა, მონაწილეობას ღებულობდნენ საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სახეობის გუნდები. ნაკრები გუნდებით ჩამოვიდნენ აგრეთვე სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები. შეჯიბრებას ორგანიზებას უწევდა სანდას ფედერაციის პრეზიდენტი, ოლეგ ფანჩულიძე. ასპარეზობაზე, ტურნირის ორგანიზატორების მიერ, მიწვეული იყო ხრიდოლის ფედერაციის გუნდიც. მართალია, ხრიდოლში არსებული ორთაბრძოლის წესები მკვეთრად განსხვავდება სანდისგან, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია ხრიდოლის გუნდები, მცირე შემადგენლობით, მონაწილეობას იღებენ სანდას ჩემპიონატებში. აღნიშნულ ასპარეზობაზე, ხრიდოლის გუნდს ხელმძღვანელობდა, ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტი და სადროშო "იბერიელი მგლების" მთავარი მწვრთნელი - ნუკრი მჭედლიშვილი. ორთაბრძოლებში მონაწილეობა მიიღო ხრიდოლის სადროშო, "იბერიელი მგლების", შვიდმა წარმომადგენელმა, ერთი მებრძოლით იყო წარმოდგენილი სადროშო "ხოგასი მინდი". ხრიდოლის მებრძოლებმა: ომარ ნაროზაულმა და გიგა გელაშვილმა, საჩვენებელ პროგრამაში წარმოადგინეს "საბრძოლო შეტაკება". ასპარეზობაში მონაწილე ხრიდოლიონებიდან, ორმა წარმომადგენელმა მოიპოვა სანდაში საქართველოს თასის მფლობელის ტიტული, ხოლო ორმა, დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი.
ცალკე აღნიშვნის ღირსია რომან ხუნდაძის წარმატება. მან წლევანდელ სპორტულ წელიწადში, ერთდროულად საბრძოლო ხელოვნების სამ სახეობაში მიაღწია წარმატებას: პირველი ადგილი დაიკავა ხრიდოლის ეროვნულ ჩემპიონატში და ამასთან ერთად გახდა ხრიდოლის ფედერაციის ყოველწლიური ტურნირის "იბერიის თასის" მფლობელი. ასევე, გამარჯვება მოიპოვა სანდას ეროვნულ ჩემპიონატში და ზემოთ აღნიშნულ ტურნირზე, "სანდას თასის" მფლობელიც გახდა. გარდა ამისა, რომან ხუნდაძემ, ძიუდოში წლევანდელ ქალაქის პირველობაზე 1995-96 წლებში დაბადებულ მოსწავლეთა შორის დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი და მოიპოვა ძიუდოში, საქართველოს პირველობაზე მონაწილეობის უფლება. სამწუხაროდ, გაუგებრობის გამო, ვერ მოხერხდა მისი გამოსვლა ძიუდოს ტურნირზე, რადგან მისთვის განკუთვნილ წონით კატეგორიაში ერთი დღით ადრე ჩატარდა ასპარეზობა. რომან ხუნდაძე, ხუთი წლის ასაკიდან, უკვე რვა წელია ვარჯიშობს ხრიდოლში და ამ ხნის განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწია, არამარტო ქართული საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სახეობებში, არამედ: კარტეში, კრივში, ხელჩართულ ბრძოლაში, ძიუდოში, სანდაში...
"სანდას თასის" მფლობელები გახდნენ:
35 კგ-მდე წონით კატეგორიაში რომან ხუნდაძე, 41-კგმდე წონით კატეგორიაში ზურაბ ჯოჯუა
(IMG:
http://img29.imageshack.us/img29/7816/img0053qs.jpg
)
(IMG:
http://img687.imageshack.us/img687/5929/img0051c.jpg
)
რომან ხუნდაძე
(იბერიელი მგლები).
ზურაბ ჯოჯუა
(იბერიელი მგლები)
საპრიზო ადგილები დაიკავეს:
ვალერი ღოლიჯაშვილმა და არჩილ კაპანაძემ. აღსანიშნავია, რომ არჩილ კაპანაძემ, რომელიც ასპარეზობდა უფროსი თაობის მონაწილეებს შორის, საკუთარ წონაში მებრძოლთა არყოფნის გამო იასპარეზა ერთი წონითი კატეგორიით მაღალ ჯგუფში და დაიკავა მესამე ადგილი.
(IMG:
http://img29.imageshack.us/img29/6834/img0054hes.jpg
)
(IMG:
http://img36.imageshack.us/img36/7311/img0052bv.jpg
)
არჩილ კაპანაძე
(იბერიელი მგლები).
ვალერი ღოლიჯაშვილი
(იბერიელი მგლები)
(IMG:
http://img687.imageshack.us/img687/4843/img0047al.jpg
)
ხრიდოლის გუნდი სანდას ჩემპიონატზე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Martoxela Tadzreuli
Super Member
ჯგუფი: Registered
Martoxela Tadzreuli
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 133
წევრი No.: 89161
რეგისტრ.: 17-April 09
#16658840
· 26 Nov 2009, 23:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საინგილოს ამბებს ვინ მოგვიყვება? სურათები ვის აქვს? რა ამბები ჩამოიტანეთ ჰერეთიდან?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mixeilius
I’m from Georgia
ჯგუფი: Members
mixeilius
I’m from Georgia
ჯგუფი: Members
წერილები: 10350
წევრი No.: 30076
რეგისტრ.: 17-February 07
#16661297
· 27 Nov 2009, 03:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ტემპერა
QUOTE
რას შვები აკონტროლებ?
:D :D :D :D ამ თემაში 1 კაცი რატო პოსტავს მარტო?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ჭიდაობა და საბრძოლო ხელოვნება
|
იქით
»
Pages:
(6)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0355 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.