თბილისში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის სპორტდარბაზში, ჩატარდა ევრაზიის თასის მეორე ჩემპიონატი ორთაბრძოლა სანდაში.
ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ აღმოსავლური ორთაბრძოლების სხვადასხვა გუნდები: საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩეჩნეთიდან, პაკისტანიდან, ირანიდან და აგრეთვე, სანდას მებრძოლებმა ირანელთა აფრიკული დიასპორიდან.
ჩამოთვლილი გუნდების გარდა, ამ გრანდიოზულ ასპარეზობაში, მონაწილეობას იღებდა, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "ხრიდოლის" გუნდი.
ხრიდოლის მებრძოლთაგან, "ევრაზიის თასის" ჩემპიონის წოდება მოიპოვა სამმა სპორტსმენმა:
ხუნდაძე რომან (32 კგ-მდე წონით კატეგორიაში) "იბერიელი მგლები"
ჯოჯუა ზურაბ (44 კგ-მდე წონით კატეგორიაში) "იბერიელი მგლები"
ჩიტაური მამუკა (78 კგ-მდე წონით კატეგორიაში) "ხოგაის მინდი"
მეორე ადგილები დაიკავეს:
ბარბაქაძე გოგიტა (50 კგ-მდე წონით კატეგორიაში) "იბერიელი მგლები"
ჯგუშია ბექა (23 კგ-მდე წონით კატეგორიაში) "ხოგაის მინდი"
აფციაური გიგი (47 კგ-მდე წონით კატეგორიაში) "ხვამლი"
კორღალიძე ირაკლი (35 კგ-მდე წონით კატეგორიაში) "ხვამლი"
მესამე ადგილები დაიკავეს:
ბუჩუკური ნიკოლოზ (47 კგ-მდე წონით კატეგორიაში) "იბერიელი მგლები"
გუმბერიძე ნიკოლოზ (35 კგ-მდე წონით კატეგორიაში) "ხვამლი"
(IMG:http://img692.imageshack.us/img692/4691/jojua.jpg)
ზურაბ ჯოჯუა ფინალური ორთაბრძოლის შემდეგ.
(IMG:http://img43.imageshack.us/img43/2319/khundadze.jpg)
ფინალური ორთაბრძოლა. მარჯვნივ რომან ხუნდაძე
(IMG:http://img51.imageshack.us/img51/8140/chitauri.jpg)
ფინალური ორთაბრძოლა. მარცხნივ მამუკა ჩიტაური
(IMG:http://img709.imageshack.us/img709/7950/gamarjvebulebi.jpg)
მარცხნიდან მარჯვნივ. რომან ხუნდაძე, ნიკა ბუჩუკური, ზურაბ ჯოუა.